imedi /  26 იანვარი 2023, 20:36 / სანდო წყარო

დედაქალაქის მერმა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებებში, მადლობის სიგელები გადასცა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებებში, მადლობის სიგელები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახა კალაძემ ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას გაიხსენა, როგორ გაჩნდა მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობით დედაქალაქის საახალწლოდ მორთვის და „საახალწლო სოფლის“ შექმნის იდეა.

„ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი გახლავთ მხოლოდ ერთი - მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ. იმიტომ, რომ უკვე წლებია, ერთად ვალამაზებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და ერთად ვქმნით საახალწლო განწყობას. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც პირველად ამირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ, პირველივე წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ ბიზნესის ჩართულობით გაგველამაზებინა ქალაქის სხვადასხვა უბანი, პარკი, სკვერი და რეკრეაციული სივრცე. პარალელურად, გაჩნდა იდეა იმისა, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს ექნებოდათ შესაძლებლობა, საახალწლო პერიოდში გაეტარებინათ სასიამოვნო დღეები და მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველწლიურად წარმატებულია და წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს მას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და მინდა, ამ ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მსიამოვნებს, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი სივრცეები შევქმნა ქალაქში. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობდა „საახალწლო სოფელს“, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე, ჩამოსული სტუმრები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომავალი წელს კიდევ უფრო საინტერესო და ხალხმრავალი იქნება. ერთად შევძლებთ, რომ ასეთი საინტერესო, ლამაზი დღეები ვაჩუქოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე გაიხსენა პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტის თანადგომა მცირე და საშუალო ბიზნესისადმი და კომპანიებს სამომავლო მხარდაჭერაც აღუთქვა.

„საკმაოდ რთული ორი წელი გვქონდა პანდემიის პერიოდში. მუნიციპალიტეტი ამ დროს შეძლებისდაგვარად გვერდით ედგა მცირე და საშუალო ბიზნესს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც და ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საკრებულოსა და თბილისის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2023, 02:02

მსოფლიო

CNN: ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გელა ნიკოლაიშვილი

31 მარტი 2023, 00:52

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში კატასტროფულად დაიკლოს

ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში დაიკლოს კატასტროფულად, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ჯონ კირბი

31 მარტი 2023, 00:49

მსოფლიო

ჯონ კირბი: ახალი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალის შეძენას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან სურსათის სანაცვლოდ იარაღის მიღებას ცდილობს.

გელა ნიკოლაიშვილი

31 მარტი 2023, 00:31

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილზე: როდესაც შიმშილობა გამოაცხადა, სტრასბურგმა უთხრა, შეწყვიტე შიმშილობა, მიირთვი საკვები. დაახლოებით იგივე პასუხს გასცემენ ახლაც, რადგან მსოფლიომ გაიგო, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია

როდესაც დაიწყო სასამართლო პროცესები, ჩვენ გვახსოვს, გვეუბნებოდნენ, არათუ კვირები და თვეები, არამედ დღეები და საათები წვეტს სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხს, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვატო შაქარიშვილი

31 მარტი 2023, 00:22

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უსამართლოა სააკშვილის ექსკლუზიურად სასათბურე ყოფა, რადგან რთულად მოიძებნება პენიტენციურ დაწესებულებაში უფრო დიდი დამნაშავე ვიდრე სააკაშვილია

მწამებელს ათეულობით ექიმი თავს ევლება, მის ჯანმრთელობაზე კეთილსინდისიერად ზრუნავენ მაშინ, როცა სრულებით შესაძლებელია პირადად ამ ექიმების ოჯახის წევრი ან ახლობელი ნაწამები და განადგურებული ჰყავდეს… ეს მანიაკი კიდე აფურთხებს, აგინებს, ურტყამს, დახვრეტით ემუქრება- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

30 მარტი 2023, 23:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა მდინარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც 2004 წელს, აბსოლუტურად უდანაშაულოდ დააკავეს და მას შემდეგ, რეჟიმის ცვლილებამდე ადვოკატობის გარდა არსად უმუშავია

ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს 2004 წელს, მამუკა მდინარაძის დაკავების კადრებს. იმ დროს იგი ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი იყო. მამუკა მდინარაძემ უფლება მისცა ბრალდებულს, რომელსაც სასამართლომ განუსაზღვრა გადაადგილების უფლება, გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე წასულიყო თავისივე სახლში. ამისთვის იგი სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

ნინო ნადირაძე

30 მარტი 2023, 23:48

სამართალი

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: არც ჩვენ მიერ, არც მათ მიერ ჩატარებული ანალიზი არ ადასტურებს მოწამვლას

თურმე, ჩვენ არ დაგვისვამს დიაგნოზი სწორად და რაღაცას არასწორად ვმკურნალობთ, ეს სრული სიცრუეა. არც ერთი ჩვენი დიაგნოზი უარყოფილი არაა, მათ შორის მათი ექსპერტების მიერაც, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კარინ ჟან-პიერი

30 მარტი 2023, 23:44

მსოფლიო

თეთრი სახლი: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის კორესპონდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სასაცილოა

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის კორესპონდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სასაცილოა.

ნინო ნადირაძე

30 მარტი 2023, 23:31

სამართალი

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ

„როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია - ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს - კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძე

30 მარტი 2023, 23:29

სამართალი

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: მკურნალობის ის სქემა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მისი მხრიდან უგულებელყოფილია

უკვე მეშინია პასუხის გაცემა კითხვაზე - როგორ არის, რადგან ჩვენ როცა თუნდაც მიზერულ ინფორმაციას ვაჟღერებთ მის შესახებ, ახლახანს მოგვივიდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის სამსახურისგან წერილი, რომ თქვენ გაეცით პირადი ინფორმაცია წონასა და ა.შ. შესახებ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორმა, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

რობინ დანიგანი

30 მარტი 2023, 22:37

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მტკიცე მხარდაჭერას უწევს უკრაინას ამ ომში.

30 მარტი 2023, 22:27

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის“ ფარგლებში, „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

30 მარტი 2023, 21:52

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“.

ზურაბ ქადაგიძე

30 მარტი 2023, 21:52

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსულ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ? - დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო კამპანიაში ჩართვას გარკვეული ძალები ცდილობდნენ, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 მარტი 2023, 21:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ედიტ ესტრელას და კლოდ კერნს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

30 მარტი 2023, 21:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ნეაპოლელების კერპის, კვარას მამულში? - ეს კაცი ყველაფერში უკუღმა როგორაა

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას აფასებს, რომლის თანახმად, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ აკადემიას გახსნის.

30 მარტი 2023, 21:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა საელჩოში ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს უმასპინძლა

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა საელჩოში ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ კონგრესმენები, ალექს მუნი, ჯონ როუზი, დერიკ ვან ორდენი, დენ კრენშოუ, ჯიმ ბეირდი, მაიკ გარსია და კონგრესვუმენი ქეროლ მილერი.

თამთა მეგრელიშვილი

30 მარტი 2023, 21:23

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ომის „საჭიროება“ ჯერ რომ ისევ დღის წესრიგშია, ამის დასტური რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაა

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

ლევან ნიკოლეიშვილი

30 მარტი 2023, 21:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ერდოღანის განცხადებაზე: თუკი NATO-ს წევრი და ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა ცდილობს ომში არ ჩაერთოს, საქართველოს იგივე ნაბიჯს, რატომ აღიქვამენ აგრესიულად და უარყოფითად

როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ“, რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

გია აბაშიძე

30 მარტი 2023, 21:12

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცლიბერალო ფაშისტებო, გაიძვერულად რომ თვალთმაქცობთ, თითქოს მოწოდება საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი სიცრუეა, ერდოღანიც ტყუის თურქეთზე არსებულ მსგავს გარე ზეწოლაზე?

ომის გლობალური პარტიის მოკლე ხედვის მქონე სტრატეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო კონფლიქტში ჩართვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შესახებ.