პატრიარქი: ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
ფოტო: Facebook
ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის, - ამის შესახებ აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ალექსიძეს ჰქონდა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე ემუშავა, რომლებიც საქართველოს ახლახან გადმოეცა.
„ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის.
დღეს ბევრი დაიწერება და ბევრი ითქმის ამ ღვაწლის შესახებ; მე კი ეკლესიასთან დაკავშირებული მისი ურთიერთობის მრავალთაგან მხოლოდ ორ მოვლენას შეგახსენებთ:
ბატონი ზაზა, რამდენიმე სხვა ცნობილ მეცნიერთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ამ საქმის წარმატებით დასრულებაში.
ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენგან მას მიეცა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობისა, რომელთა გამოცემაც ახლახან მოხდა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მოწყობილ არაერთ შეხვედრისა და ღონისძიებისა.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზაზას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 10:53
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

24 მარტი 2023, 10:33
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გაფართოებულ ფორმატში ხვდება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

24 მარტი 2023, 10:30
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

24 მარტი 2023, 10:24
რეგიონი
ამბროლაურში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება
სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

24 მარტი 2023, 10:04
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ პროგნოზებს აფასებს და წერს, რომ “მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს”.

24 მარტი 2023, 09:57
მსოფლიო
ისრაელში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ისრაელში საპროტესტო აქცია არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოსულებმა ქუჩები გადაკეტეს.

24 მარტი 2023, 09:51
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე: არ მგონია, რომ კითხვები დასმული იქნება პასუხების მისაღებად. რეალურად, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშოს
მე არ მგონია, რომ ეს კითხვები დასმული იქნება პასუხის მისაღებად. რეალურად ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარების საკითხზე საუბრისას.

24 მარტი 2023, 09:44
მსოფლიო
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. გვიან ღამით საფრანგეთის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

24 მარტი 2023, 09:41
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს ორ ანგარიშს მოისმენს
„საუბარი შეეხება ევროპარლამენტში ჩვენს ურთიერთობებს. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქმიანობას. ასევე ევრონესტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. შარშან მე გახლდით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე და თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში, ამ თემებზე გვექნება საუბარი“, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

24 მარტი 2023, 09:39
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ დატოვებაზე: ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე „გირი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის
ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 მარტი 2023, 09:29
მსოფლიო
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 394-ე დღე
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა დრონებით მიიტანეს იერიში კრივოი როგზე. ვრცელდება ცნობები ნგრევის შესახებ. რაც შეეხება ხერსონის ოლქში, ნოვოკახოვკაში არსებულ ვითარებას, ჯერ ითქვა, რომ ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ეს განცხადება უარყო.

24 მარტი 2023, 09:21
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 5 დეპუტატისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

24 მარტი 2023, 09:13
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის ლიდერობითაც საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული და საქართველო არის ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც არასდროს
იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც ექნება ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან პარლამენტში საქმიანი კითხვები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან დებატებისთვის არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა.

24 მარტი 2023, 09:07
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

24 მარტი 2023, 08:55
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

24 მარტი 2023, 08:48
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მთელი გარემოცვა ცდილობს ის როგორმე იმ სტრატეგიულ გეგმაში მოაქციოს, რომელსაც რევოლუცია ჰქვია
სააკაშვილი მარტო არ არის პატიმრებიდან, ვინც „ვივამედში“ მკურნალობს. მაგრამ თუ მკურნალობა არ უნდა და არ ექვემდებარება მკურნალობის შეთავაზებულ პროცესს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსნის მედპერსონალისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

24 მარტი 2023, 08:33
პოლიტიკა
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

24 მარტი 2023, 08:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს პატიმარი, ურტყამდეს ექიმებს, ლანძღავდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს, ბუნებრივია, ამისთვის კლინიკა არ არსებობს
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

24 მარტი 2023, 08:11
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 მარტს ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

24 მარტი 2023, 00:42
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა
„სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, არცერთი თემა მუსლიმურ თემთან დაკავშირებული არ ყოფილა და ახლა ცდილობს ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერანაირად ვერ იმართლებს თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ახლა ცდილობს ისეთ სიბრტყეში გადაიტანოს, რომ მე კი არ დამესხნენ თავს, არამედ თავს დაესხნენ რელიგიას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსო, რაც არის ტყუილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.