როგორი იქნება „ვარკეთილის“ მეტრო რეაბილიტაციის შემდეგ

ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერია მეტრო „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციას იწყებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიდო ხელშეკრულება კომპანია შპს „ბადა კონსტრაქშენთან“. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13,4 მლნ ლარს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით.
„ვარკეთილის“ მეტრო, სარეაბილიტაციოდ ზაფხულში, 2 თვით დაიკეტება.
ყველა სიახლე

21 მარტი 2023, 00:55
მსოფლიო
გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა
შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ტუნბერგთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საპატიო დოქტორის წოდებები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და კიდევ 28 ადამიანს მიენიჭა.

21 მარტი 2023, 00:37
მსოფლიო
თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გაიმეორებს მოწოდებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს იმით, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან.

21 მარტი 2023, 00:27
სპორტი
10 წლის ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის, „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ გამარჯვებულია
10 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის ჩემპიონია. სპორტის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა 10 წლამდელთა შორის 13-19 მარტს გამართულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

21 მარტი 2023, 00:23
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო: ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის.

21 მარტი 2023, 00:09
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ისე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემკენ და ჩემი კოლეგებისკენ დიდი ტალახი ისროლეს
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

20 მარტი 2023, 23:54
კულტურა
კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

20 მარტი 2023, 23:22
მსოფლიო
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

20 მარტი 2023, 23:21
მსოფლიო
თურქეთი ევროკავშირისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მილიარდ ევროს მიიღებს
ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მილიარდ ევროს გამოყოფს თურქეთის აღდგენისთვის და 108 მილიონ ევროს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად, ორივე ქვეყანაში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20 მარტი 2023, 23:10
პოლიტიკა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

20 მარტი 2023, 22:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით
აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

20 მარტი 2023, 22:53
მსოფლიო
ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

20 მარტი 2023, 22:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!
კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

20 მარტი 2023, 22:34
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

20 მარტი 2023, 22:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

20 მარტი 2023, 22:23
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!
ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:17
პოლიტიკა
„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57
პოლიტიკა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

20 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ
ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

20 მარტი 2023, 21:16
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს
ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.