05 თებერვალი 2023, 16:42 / სანდო წყარო

მეუფე შიო: როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭითაა დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც ფესვი და ძირია ყოველგვარი ვნების

მეუფე შიო

მეუფე შიო

როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს დღევანდელ დღეზე, მეზვერისა და ფარისევლის კვირაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. მან ასევე მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად - მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე - ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამავე დროს, ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისაგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე, მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ მადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდა, დაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა.

შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემწყალე მე ცოდვილი!“ ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში. აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში - ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი - ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება. ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის. ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 21:57

პოლიტიკა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

რონ დესანტისი

20 მარტი 2023, 21:38

მსოფლიო

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 21:16

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჰანო პევკური

20 მარტი 2023, 21:12

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 20:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს

ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:46

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რომელიც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 20:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე: არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს, ყველა ეს ხარჯი არის ფარული

არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:30

პოლიტიკა

„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა

„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი, რომელიც მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა. „იმედის“ მარტივ კითხვას ორგანიზაციების უმეტესობამ შეურაცხყოფით უპასუხა და მათ შორის, არ იყო გასაკვირი, რომ ელენე ხოშტარიაც მოხვდა.

ოლექსი დანილოვი

20 მარტი 2023, 20:29

მსოფლიო

ოლექსი დანილოვმა უარყო გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ.

გიორგი ვოლსკი

20 მარტი 2023, 20:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მე ვფიქრობ, რომ დარგის ისეთი სპეციალისტი, როგორიც გიორგი ამილახვარია, ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში

ახალი ენერგია, ახალი ძალაა საჭირო. ძალიან საინტერესო ხედვები აქვს გიორგი ამილახვარს, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განათლების მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვარის დანიშვნა.

გუსტავო პეტრო

20 მარტი 2023, 19:52

მსოფლიო

კოლუმბიის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარ ნარკოკარტელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააუქმა

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ნარკოკარტელ „ყურის კლანთან“ (Gulf Clan) დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება. გუსტავო პეტრომ ქვეყნის მთავარი ნარკოკარტელი „ტერორისა და შიშის დათესვაში“ დაადანაშაულა და სამართალდამცველებს კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განახლება უბრძანა

ოლექსი დანილოვი

20 მარტი 2023, 19:33

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას უნდა ეფუძნებოდეს.

ნინო წილოსანი

20 მარტი 2023, 19:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ბოლშევიკური „ტროიკა“, ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე დადიან იმისთვის, რომ ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ბოლშევიკური „ტროიკა“ ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძე დღენიადაგ დადიან იმისთვის, რომ ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

სი ძინპინი ვლადიმირ პუტინი

20 მარტი 2023, 19:11

მსოფლიო

CNN: სი ძინპინმა პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 19:10

პოლიტიკა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სტაციონარული დაწესებულებებისთვის ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა. ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

20 მარტი 2023, 19:08

საზოგადოება

ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრი, მაღალი საზოგადოებრივი და ჟურნალისტების ინტერესიდან გამომდინარე, ეხმაურება 2023 წლის 18 მარტს შაბათის ფორმულაში გასულ სიუჟეტს არასრულწლოვნის გამოსახულების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებით რეგლამენტირებულ იქნა მისი მიზანი - ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება, მისი ღირსების დაცვა, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ნათქვამია ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 მარტი 2023, 19:00

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია გერმანიაში სამმხრივ კონფერენციაში მონაწილეობდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრანდენბურგის ლანდტაგისა და პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივ კონფერენციაში მონაწილეობდა.

20 მარტი 2023, 18:46

მსოფლიო

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები: მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას

ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, - ნათქვამია ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილში.

თამთა მეგრელიშვილი

20 მარტი 2023, 18:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერა უცვლელია - მათთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერა უცვლელია. ისინი „ბულინგს“ და დისკრედიტაციას, როგორც კარგად გამოცდილ მეთოდს, ისე იყენებენ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

20 მარტი 2023, 18:43

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ ეს რადიკალური, ლიბერალური ფაშიზმი, ბოლშევიკური მიდგომები ვერ და არ გაიმარჯვებს - ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის კურსი

ჩვენ უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ ეს რადიკალური, ლიბერალური ფაშიზმი, ბოლშევიკური მიდგომები ვერ და არ გაიმარჯვებს - ქვეყანას აქვს შესაბამისი ევროინტეგრაციის კურსი,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.