მეუფე შიო: თუ ადამიანს არ განუცდია, რომ სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა

მეუფე შიო
ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი
თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მან უძღები შვილის კვირის მსახურების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მართლმადიდებლისთვის სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, უძღები შვილის შესახებ სახარებისეული იგავი განმარტა.
„ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავსა და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ.
ბოლოს ისე გაუჭირდება მას, ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ შეეკედლება ერთ იქაურ კაცს, ადგილობრივს, რომელიც მას დააყენებს ღორების მწყემსად და ეს შვილი ნატრობს, ნეტავ, ღორების სალაფავი მაინც მაჭამონო. სახარება დასძენს, რომ მაგრამ ამასაც ვინ აღირსებდაო, იმიტომ რომ ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქთად არ ეძლევა.
აი, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ეს კაცი. სახარება სიტყვებით, რომ „იგი მიდის შორეულ ქვეყანაში“ - გვაფიქრებს ჩვენს ნამდვილ სულიერ მდგომარეობაზე, თუ რაოდენ შორს ვართ ღვთისგან, შორს ვართ მამისგან და აი, გაგება ამ სიშორისა, გააზრება, არის საწინდარი ნამდვილი სინანულისა, საწყისი სინანულისა იმიტომ, რომ თუ ადამიანს როდისმე არ განუცდია, რომ იგიც შორს არის, იგიც უცხოობაშია ამ წუთისოფელში, თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა იმიტომ, რომ სწორედ ამ განშორების გამოცდილებიდან იბადება ნამდვილი სინანული და არა იქიდან, რომ ჩვენ ჩამოვთვალოთ ჩვენი მანკიერებები და შეცოდებები. ეს უფრო ადვილია, მაგრამ განცდა იმისა, რომ მე არ ვარ ჩემს ნამდვილ სახლში, რომ მე შორს ვარ, რომ მე დავკარგე და დავანგრიე რაღაც, ძალიან ძვირფასი, წმინდა, ჩემი ცხოვრებით, ჩემი ცოდვებით, არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანს უნდება შემდეგ დაბრუნება მამასთან და დაბრუნება თავის ნამდვილ სახლში.
აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? - მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვამადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად. და ეს ყველაფერი მე დავანგრიე, უარვყავი, განვაგდე, და ავირჩიე უცხო ქვეყანაში წასვლა.
აი, ადამიანი ამას რომ აღმოაჩენს, ეს განაპირობებს იმას, რომ იგი ტრიალდება და ბრუნდება მამისკენ, ბრუნდება მამასთან. და აი, ეს უმცროსი შვილიც გონს მოეგო, როგორც ამბობს სახარება, გაახსენდა მამის სახლი, მამის სიყვარული, მამის სითბო, სიუხვე, დგება, ტრიალდება, მთლიანად ცვლის თავის ცხოვრებას და მიდის მამასთან, ბრუნდება სახლში.
ეს შესანიშნავი ეპიზოდია სახარებაში, როდესაც მამა დაინახავს შვილის მოახლოებას, პირველი გაიქცევა მის შესახვედრად, მიეგებება და ჩაიხუტებს მას. აი, ასეთი საოცარი იგავია დღეს წაკითხული, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც არის განკუთვნილი ყველასთვის, ვინც აპირებს მამისგან განშორებას და განდგომას, იმათ აფრთხილებს ეს იგავი, რომ შენ აუცილებლად დაანგრევ შენს ცხოვრებას და აღმოჩნდები პირუტყვის სალაფავთან. და ვინც უკვე განუდგა და დაეცა, მას ანუგეშებს და ეტყვის, „სასოს ნუ წარიკვეთ და გულს ნუ გაიტეხ, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის გელოდება შენ, შენს სინანულს და შენს მობრუნებას“, როგორც ნათქვამია სახარებაში, რომ დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, უფალმა ინებოს, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება აი, ამ უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ეს არ არის ღმერთის შვილის ცხოვრება.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იგავი ჩვენ გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ უფალს და დავიმკვიდროთ ჩვენ სასუფეველი მისი“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე

01 ივნისი 2023, 16:28
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან
არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 16:24
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მეორედ მონაწილეობს EPC-ის სამიტში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 16:24
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

01 ივნისი 2023, 16:23
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად
არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

01 ივნისი 2023, 16:18
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები
დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

01 ივნისი 2023, 16:18
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს. ფოტოგალერეა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

01 ივნისი 2023, 16:09
საზოგადოება
თამარ ბარკალაიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სოციალური შემწეობის მიმღებ 7-შვილიან ოჯახს მიულოცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სოციალური შემწეობის მიმღებ 7-შვილიან ოჯახს მიულოცა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

01 ივნისი 2023, 15:30
საზოგადოება
მეუფე იაკობი: უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება ნატო-სა და ევროკავშირში
„დღეს არის დიდი დღე. ამ დღეს, 1700 წლის წინ შემობრძანდა წმინდა ნინო და ეს არის ძალიან დიდი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. უკრაინაზე მინდა შევჩერდე, იმიტომ, რომ დღეს მთელს მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ეს უსამართლო ომის ქარცეცხლი ყველას აღელვებს “

01 ივნისი 2023, 15:29
საზოგადოება
2022 წელს მობილურ ინტერნეტს 4.1 მილიონი აბონენტი მოიხმარდა
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 4.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000 აბონენტით მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, 2022 წელს ყველაზე მეტი - 1.48 მილიონი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი „სილქნეტს“ ჰყავდა, „მაგთიკომს“ - 1.45, ხოლო “ბილაინს” - 1.17 მილიონი მომხმარებელი.

01 ივნისი 2023, 15:27
საზოგადოება
2022 წელს ComCom-მა აბონენტებს ნომრის პორტირება გაუმარტივა
ComCom-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის ახალი წესები დაამტკიცა

01 ივნისი 2023, 15:19
საზოგადოება
შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო
კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ პრევენციისა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

01 ივნისი 2023, 15:16
სამართალი
პროკურატურამ იარაღის გამოყენებითა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა.

01 ივნისი 2023, 15:05
საზოგადოება
მეუფე შიო: ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სასუფეველში
ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

01 ივნისი 2023, 14:52
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო
ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ, ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილონ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

01 ივნისი 2023, 14:48
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: არც მოლოდინი მქონდა და არც სწორი მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში უნდა გაჟღერებულიყო მაგალითად ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი ხათუნა სამნიძე ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს. დეპუტატი აცხადებს, რომ არ ჰგონია სწორი, რომ პრეზიდენტს ამ ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას შეყალების საკითხი უნდა გაეჟღერებინა.

01 ივნისი 2023, 14:45
პოლიტიკა
კახა კალაძე: ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია
თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის გიორგი არველაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პოლიციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, ხართ ძაღლობა, ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის“

01 ივნისი 2023, 14:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არველაძის განცხადებაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ბოლო 10 წელია - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია
„ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პოლიციას, ამიტომ უცხადებენ ბოიკოტს აღლუმს - 26 მაისის არცერთ აღლუმზე არ მოდიან, იმიტომ რომ ბოიკოტს უცხადებენ ქართულ ჯარს. ეს არ არის შემთხვევითი ინდივიდებს ემოციური განცხადებები. ეს არის იმ პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 10 წელია ამყარებს, მას შემდეგ რაც ისინი ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა, რომ მოახდინონ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

01 ივნისი 2023, 14:32
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად - არაფერზე
საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

01 ივნისი 2023, 14:30
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი, მაგრამ უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით
პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი მაგრამ, ასევე ჩემთვის უფრო მკვეთრი გზავნილი იყო საჭირო თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით,- ამის შესახებ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

01 ივნისი 2023, 14:24
პოლიტიკა
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება
ლიეტუვა არის ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.