01 მარტი 2023, 14:24 / სანდო წყარო

16 წლიდან ბიზნესში - კომპანია „პინექსის“ მმართველი ლიკა კერესელიძე

წარმატებულ კომპანიებს მხოლოდ წარმატებული ადამიანები ქმნიან. ისინი, ვისაც ესმით, როგორ მოარგონ სერვისი მომხმარებლებს და ცდილობენ, მათი მაჯის ცემის რიტმს მიჰყვნენ. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი კომპანია არ არის, თუმცა მცირერიცხოვანთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სახმელეთო-საჰაერო გადაზიდვების კომპანია „პინექსია“, რომლის სათავეშიც ახალგაზრდა ქალი, ლიკა კერესელიძე დგას.

ლიკა ფაქტობრივად ბავშვობიდან ბიზნესის სფეროში საქმიანობს და არაერთი სხვადასხვა ტიპისა და სპეციფიკის კომპანიის მართვის გამოცდილება აქვს. უჩვეულოა, რომ მისმა ინტერესებმა ბიზნესში მთელი ამ დროის განმავლობაში რადიკალურად განსხვავებული მიმართულებები მოიცვა, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ წარმატებას სხვადასხვა ასპარეზზე მიაღწია. ამჟამინდელი გაჩერება მის მიერვე დაარსებული „პინექსია“, რომელიც ლიკამ და მისმა გუნდმა უკვე აქცია საქართველოში ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად და რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

სხვათა შორის, სწორედ „პინექსი“ იყო კომპანია, რომელმაც გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფასების მასობრივი ზრდის ფონზე, მომხმარებლებს მაქსიმალურად დაბალი ფასები და გარკვეული ბენეფიტები შესთავაზა.

https://www.facebook.com/pinexdelivery

აღსანიშნავია, რომ „პინექსის“ მომსახურებაში არა მხოლოდ სასურველი ნივთისა თუ ტვირთის ტრანსპორტირება, არამედ მომხმარებლისთვის მისი უფრო ხელსაყრელ ფასში შეძენაც შედის.

რა ქმნის კომპანიის წარმატებას, რას ნიშნავს, იყო მმართველი და რა მიაჩნია ახალგაზრდა ბიზნესმენს მის მთავარ ამოცანად? გთავაზობთ ინტერვიუს „პინექსის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ლიკა კერესელიძესთან.

-რა ასაკში დაინტერესდით, გქონოდათ პირადი ბიზნესი?
-რთულია ვთქვა, რა ასაკში დავინტერესდი ბიზნესის წარმოების იდეით, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ 16 წლის ასაკში უკვე მქონდა საკუთარი ბიზნესი.

-საინტერესოა, რა პროფესიის ბრძანდებით და რა ეტაპები გაიარეთ „პინექსამდე“?
-ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი დავამთავრე, რაც, რა თქმა უნდა, მეხმარება და მეხმარებოდა ჩემი საქმიანობის განვითარებაში.
პირველი ბიზნესი იყო სურსათის სტენდი ერთ-ერთ ცნობილ ქსელში. იმ პერიოდისთვის 16 წლის ვიყავი. შემდეგ იყო სამკერვალო, მოგვიანებით, სამკერვალოები, ასევე, თამბაქოს მაღაზიები. ერთ-ერთი პირველი ბიზნესი ტანსაცმლის მაღაზია და აქსესუარების სტენდები იყო. „პინექსის“ გარდა, ამ ეტაპზე ჩემს საკუთრებაშია სილამაზის ცენტრი „ლონდონ პრემიუმი.“

-როგორ და რატომ გაჩნდა პინექსის შექმნის იდეა, რა იყო თქვენი მოტივაცია და რა სირთულეებს გადააწყდით გზაზე?
-„პინექსის“ შექმნის იდეა გაჩნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ხშირად ვიმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით. ჩემი იმდროინდელი საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოში სხვადასხვა საქონლის იმპორტთან, რომელიც განკუთვნილი იყო საკუთარი სავაჭრო ქსელისთვის. ყველაზე დიდი და არასამართლიანი წინააღმდეგობა, რასაც გადავაწყდი, ეს იყო ზუსტად ლოჯისტიკური სფერო - უსამართლობის და მონოპოლიის ჰაბი. შესაბამისად, ეტაპობრივად, მაგრამ წარმატებით გაეშვა პროექტი „პინექსი“, რომელიც დაფუძნებულია მომხმარებლებსა და კომპანიას შორის კეთილსინდისიერ ურთიერთობებზე, შესაძლებლობების და გამოცდილების გაზიარებაზე.

-რამდენად რთულია, იყო მმართველი და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
-იყო მმართველი, პირველ რიგში, ნიშნავს, სრულად გესმოდეს, თუ როგორ მუშაობს სისტემა; უნდა გაგაჩნდეს უნარი, საქმიანობას შეხედო ყველა მხრიდან; ხშირ შემთხვევაში, პროცესებს ანალიზი უნდა გაუკეთო არა როგორც მენეჯერმა, არამედ როგორც მომხმარებელმა. მიმაჩნია, რომ მმართველობისთვის საჭიროა, გქონდეს ინფორმაციის ულევი წყარო, ანალიტიკის უნარი. სწრაფი, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება ლოჯისტიკური ბიზნეს საქმიანობის წარმატებულად მართვის საწინდარია. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, მუშაობდე გუნდთან ,რომელსაც ასევე აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი. მე, როგორც „პინექსის“ მმართველს, ამაში უდავოდ გამიმართლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „პინექსის“ მთელი გუნდი მოტივირებულია მომხმარებლის კომფორტზე და კეთილდღეობაზე.

-რა მიგაჩნიათ თქვენი სამუშაოს ძირითადად ამოცანად და პირადად თქვენს - როგორც კომპანიის მმართველის - მთავარ გამოწვევად ამ სფეროში?
- ჩემი პირველი ამოცანა, მიღწეული შედეგების შენარჩუნება და განვითარებაა, რადგან კომპანია „პინექსმა“ შეძლო და დაიკავა ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ლოჯისტიკურ სფეროში ქართულ ბაზარზე. მთავარი გამოწვევა ნებისმიერი ცვლილებებისთვის სრული მზადყოფნა, რისკების მუდმივი კონტროლი და ანალიტიკაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევუნარჩუნოთ კომპანიას ლიდერის პოზიცია.

-სამწუხაროდ, საზოგადოებაში აღნიშნული საქმიანობა ქალთან ცოტა რთულად ასოცირდება, ეს თუ გიქმნით გარკვეულ ბარიერებს?
-ქალებს გვაქვს უნარი, თამამად გადავდგათ აქტიური ქმედითი ნაბიჯები და ვიყოთ უკომპრომისოები გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქალების მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების უმრავლესობა წარმატებულია. მე პირადად ბიზნეს საქმიანობაში გენდერული ბარიერების მცნების დეფინიცია არ გამაჩნია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აპელირება უკვე შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.

-რას ნიშნავს, იყო საქმიანი ქალი და რამდენად იყოფა ცხოვრება უბრალო ქალსა და ბიზნესლედის შორის?
-ყველა ქალი საქმიანია. განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ რომელ სფეროში საქმიანობს ის. შეიძლება მისი საქმიანობა მთლიანად ოჯახის ყოფით ცხოვრებას ეძღვნებოდეს და ხშირ შემთხვევაში, ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი.
ბიზნეს ლედის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან რთულია, იყო ოჯახის ყველაზე აქტიური წევრი, რადგან ბიზნესს საკუთარი წესები გააჩნია. ის შენგან მოითხოვს, ნაწილობრივ, ყველაფერი ძვირფასის და მნიშვნელოვნის დათმობას პირად ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ნუგეში ამ დროს ის არის, რომ ქმნი დოვლათს, რომელიც განკუთვნილია არა მარტო შენი ოჯახისთვის, სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩართულები არიან შენს საქმიანობაში, დაწყებული დაქირავებული თანამშრომლებით, დამთავრებული მომხმარებლებით.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2023, 09:21

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა

„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

26 მარტი 2023, 08:33

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ

„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

მეუფე შიო

26 მარტი 2023, 08:00

პოლიტიკა

მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი

ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

26 მარტი 2023, 00:49

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

26 მარტი 2023, 00:17

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

25 მარტი 2023, 23:47

რეგიონი

წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 23:13

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის

„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

25 მარტი 2023, 22:36

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 22:19

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

თამარ ჩიბურდანიძე

25 მარტი 2023, 22:18

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 22:15

სამართალი

ზურაბ აზარაშვილი: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენი პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი გვაქვს - ჩემი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ

თვეში ერთხელ ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აქციონის სახით. იქ ყველა კომპანია აფიქსირებს ფასებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

25 მარტი 2023, 22:02

რეგიონი

წესი-ურავის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

25 მარტი 2023, 21:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე „დიმიტრი ჩიქოვანი“

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 მარტი 2023, 21:36

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა

„25 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება“.

ამირან გულუაშვილი

25 მარტი 2023, 21:33

სამართალი

პროკურორი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, არც ერთი უფლება ირაკლი ფირცხალავასა თუ გიორგი ცააძის არ დარღვეულა. მათ მიმართ საქმის განხილვა წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ასპექტის დაცვით“, - განაცხადა პროკურორმა.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 21:28

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი

ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

25 მარტი 2023, 21:15

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"

„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 21:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა

ავთანდილ თალაკვაძე

25 მარტი 2023, 21:04

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ნაცმოძრაობის დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მერი სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის შესახებ თავად მერი სოციალურ ქსელში წერს.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 20:43

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: გასული ორი კვირა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან დინამიკური იყო - საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა

„ეს ვიზიტები ემსახურებოდა ერთი მხრივ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან ძლიერი, მთავარი სიგნალი, რომ მათთვის საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.