09 მარტი 2023, 13:40 / სანდო წყარო

ცესკო-მ საერთაშორისო კომპანიასთან „სმარტმატიკი“ ხელშეკრულება გააფორმა

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელშეკრულებას, რომელიც აღნიშნული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას უკავშირდება, ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა მოაწერეს.

„დღეს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, „სმარტმატიკი“, რომელსაც გააჩნია 30-ზე მეტ ქვეყანაში, 110 არჩევნების ჩატარების გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიური სერვისების მაღალი სტანდარტების შესაბამისად დანერგვასა და განხორციელებას, იმისათვის რომ 29 აპრილს ჩვენ ათივე მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს სათანადო დონეზე მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ჩვენ აქ ვართ, რომ პილოტირების ხანგრძლივი და წარმატებული პროცესი მოვიყვანოთ სისრულეში. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩამოვიტანოთ ახალი საარჩევნო ტექნოლოგია, რომელიც „სმარტმატიკს“ გამოუყენებია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. დარწმუნებულნი ვართ, რომ დავაკმაყოფილებთ გრაფიკით გათვალისწინებულ ყველა საჭიროებას საარჩევნო პროცესში“,- განაცხადა ფრანს გუნნიკმა.

ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის რამდენიმე ეტაპიანი პროცესი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებული იყო როგორც ცესკოს, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ იმ საელჩოებს, რომლებთანაც საარჩევნო ადმინისტრაციას სამუშაო ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გავრცელდა მედიასაშუალებებით.

ბაზრის კვლევისთვის განსაზღვრულ ვადებში პროცესში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა მხოლოდ ერთმა მათგანმა შეძლო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირების საბოლოო ეტაპზე ტესტირება გაიარა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო და დადგინდა, რომ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ მიერ წარმოდგენილი აპარატურა და მათი მუშაობის სქემა თავსებადია ცესკოს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია რომ კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები სწორედ „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების მაღალი სანდოობით სარგებლობდა.

ყველა სიახლე

28 მარტი 2023, 01:21

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 მარტი 2023, 00:58

კულტურა

ABC-ზე „გრეის ანატომიის“ მე-20 სეზონი გავა

შოუს საიუბილეო მე-20 სეზონის პრემიერა 2023 წლის ოქტომბერში შედგება. ამასთან, სერიალს შოურანერი შეიცვლება - კისტა ვერნოფის ნაცვლად პროექტს მეგ მარინისი უხელმძღვანელებს.

ერინ დარკი და დენიელ რედკლიფი

28 მარტი 2023, 00:27

ტაბლოიდი

დენიელ რედკლიფი მამა გახდება

33 წლის რედკლიფი და 38 წლის დარკი უკვე 10 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2012 წელს, დრამის „დახოცე შენი ძვირფასები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყაროს ცნობით, წყვილი ძალიან ბედნიერია.

27 მარტი 2023, 23:56

პოლიტიკა

დეპუტატებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელეს

მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰუმზა იუსაფი

27 მარტი 2023, 23:26

მსოფლიო

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან თანაპარტიელთა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

დავით ნინიაშვილი

27 მარტი 2023, 23:25

სპორტი

რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა” ყოველწლიური ოსკარი დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა. პრესტიჟული ფრანგული ჯილდოს ახალ მფლობელს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე ჩელენჯ ქაფზე ლიონის ისტორიული კორონაციის.

27 მარტი 2023, 23:11

რეგიონი

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

27 მარტი 2023, 22:40

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2023, 22:14

მსოფლიო

ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მარტი 2023, 21:57

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ნორვეგიელმა კონსერვატორებმა, ალბათ, მიიჩნიეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული 300 000 პრობაციონერი არც ისე ბევრია სააკაშვილის გამოწვევების ფონზე, ამიტომაც მიანიჭეს ჯილდო

ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან - კრიმინალი, იქიდან - განსხვავებული აზრის წარმომადგენლები - ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 მარტი 2023, 21:56

მსოფლიო

ნეთანიაჰუ სადავო სასამართლო რეფორმის გადავადებაზე: როდესაც არსებობს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე პაუზას ვიღებ დიალოგისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის გადადებს სადავო სასამართლო რეფორმის გატარებას.

პიტერ სიიარტო

27 მარტი 2023, 21:27

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ თქვენ ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ ხართ და ამასობაში წარმატებული ხართ და არჩევნებს იგებთ, ეს ლიბერალური მეინსტრიმისთვის ადვილად მოსანელებელი არ არის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი დაიღალა დასავლეთის მხრიდან კრიტიკისგან. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 მარტი 2023, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება - რა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღონ, როგორც ეს სააკაშვილის პატიმრობის დასაწყისში იყო

სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივრის გაგზავნის საკითხს.

27 მარტი 2023, 20:43

მსოფლიო

Der Spiegel: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო ტანკები გერმანიიდან გასული კვირის ბოლოს გაიყვანეს და ცოტა ხნის წინ უკრაინულ მხარეს გადაცეს.

გოგა ჩანადირი

27 მარტი 2023, 20:34

პოლიტიკა

გოგა ჩანადირი მარიკა ბაკურაძის გამომცემლობებიდან გათავისუფლებაზე: 15-წლიანი ურთიერთობა დაამთავრო შეტყობინებით, ჩემთვის ამოუხსნელია. მე მინდა, რომ აგვიხსნან - რა მოხდა

15-წლიანი ურთიერთობა დაამთავრო შეტყობინებით, ჩემთვის ამოუხსნელია, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განაცხადა, რომელმაც გამომცემლობების მიერ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეაფასა.

27 მარტი 2023, 20:12

მსოფლიო

გერმანიამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ პუტინის განცხადებას უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა

ოფიციალურმა ბერლინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს განათავსებს, უპასუხისმგებლო და ესკალაციის გამომწვევი უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მარტი 2023, 20:01

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და, კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 მარტი 2023, 19:53

პოლიტიკა

დედოფლისწყაროს მერი: ანა დოლიძე გამიზნულად ცდილობს საზოგადოების თვალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში წარმოადგინოს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დოლიძე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშავილის განცხადებით, დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში გამიზნულად შეჰყავს, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ცდილობს მუნიციპალიტეტი ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

ალექსანდრე სირსკი

27 მარტი 2023, 19:44

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის.

ზურაბ აზარაშვილი

27 მარტი 2023, 19:43

სამართალი

ზურაბ აზარაშვილი: 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გზა გაუხსნა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ

2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ, - აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.