imedi /  27 მარტი 2023, 14:28 / სანდო წყარო

ენდოკრინოლოგი: ბოლო ვიზიტი სააკაშვილთან მქონდა 16 მარტს, როდესაც კიდევ ერთხელ შევთავაზე კონსილიუმის მოწვევა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე და ის გაღიზიანდა

სოფო მებუკე ენდოკრინოლოგი

სოფო მებუკე

ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს იმაზე ბევრად ნაკლები კალორაჟის საკვებს, ვიდრე მას წონის შესანარჩუნებლად სჭირდება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს წონის მატებისთვის არის საჭირო. ექიმის განცხადებით, პაციენტთან ბოლო ვიზიტისას მან ექსპრეზიდენტს კონსილიუმის მოწვევა შესთავაზა, რაზეც პატიმარმა უარი განაცხადა და გაღიზიანდა.

„ოჯახის წევრებს მოაქვთ ის პროდუქტები, რასაც პაციენტი იღებს, რითაც იკვებება. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ მოტანილი საკვებიც ბოლომდე არ აუთვისებია, ანუ გადაყრილა. ძირითადად მოაქვთ ის, რასაც იციან, რომ შეჭამს და არა რაიმე სხვა, რასაც თუნდაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მოიტანონ.

ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიძლება იყოს მისთვის უკეთესად ასათვისებელი, ვიდრე სხვა, სასარგებლო [პროდუქტი]. ბოლო ვიზიტი მქონდა 16 მარტს, როდესაც პირადად შევედი და კიდევ ერთხელ შევთავაზე აღნიშნულ საქმეზე კონსილიუმის სახით სხვადასხვა პროფესორ-ენდოკრინოლოგების მოწვევა, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე და ის გაღიზიანდა.

სიმპტომურ მკურნალობაზე თანახმაა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვითვლიდი კალორიებს, ნამდვილად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ შედარებით გამრავალფეროვნდა მისი მენიუ, თუმცა ეს იყო ეპიზოდური“, - აცხადებს მებუკე.

ყველა სიახლე

ამირან სალუქვაძე

10 ივნისი 2023, 11:39

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზე: ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან, 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს. სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა.

ბადრი ესებუას სასამართლო

10 ივნისი 2023, 11:38

სამართალი

მოწმის მოთხოვნის საფუძველზე, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გუშინ მედიისთვის დაიხურა

გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.

10 ივნისი 2023, 11:29

სამართალი

პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

პაატა მანჯგალაძე

10 ივნისი 2023, 11:28

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება

პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარი

10 ივნისი 2023, 11:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება.

10 ივნისი 2023, 11:23

რეგიონი

ზურაბ აზარაშვილმა რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რუსთავში, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

სოზარ სუბარი

10 ივნისი 2023, 11:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის დაშლის გასაღები - თუ როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ასწავლის.

ნანა კაკაბაძე

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოვლისშემძლე „ნატო-ღმერთისადმი“ რწმენა თანდათან სუსტდება. ფაქტია, რომ უკრაინაში ნატო რუსეთს ებრძვის უკრაინელთა ხელით. ნატო არა მხოლოდ ამარაგებს უკრაინელებს სუპერთანამედროვე იარაღით, არამედ ასწავლის და ამზადებს კიდეც უკრაინელ მებრძოლებს ამ იარაღების ეფექტურად გამოყენებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივნისი 2023, 11:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ ევროკომისიამ სწორად შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი, რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა, ევროკომისიამ სწორად გაიგოს და შეაფასოს ის სამუშაო, რაც საქართველომ გაატარა და შეიქმნას მტკიცე საფუძველი , რომ ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ახლა არის ეს გადამწყვეტი, რომ შეფასებები გაკეთდეს იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც საქართველომ გადადგა 12 პუნქტის შესასრულებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დევდორაკის გვირაბი

10 ივნისი 2023, 11:00

რეგიონი

15-17 ივნისს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2023 წლის 15 ივნისის 00:00 საათიდან, 17 ივნისის 00:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

10 ივნისი 2023, 10:48

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

გიორგი კიკნაძე
ჯაბა სამუშია

10 ივნისი 2023, 10:25

საზოგადოება

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00

რეგიონი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36

მსოფლიო

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

ფრანსუა ოლანდი

10 ივნისი 2023, 08:45

მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

10 ივნისი 2023, 00:56

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

10 ივნისი 2023, 00:48

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.