გიორგი ამილახვარმა ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ამილახვარი
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.
ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საუბრისას სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათთვის ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ამილახვარი: „დღეს საქართველო და თბილისი მასპინძლობს ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას, რომელიც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. საქართველოს განათლების სისტემა და ჩვენი სტუდენტები დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან – ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის განვითარებაში ახალგაზრდა თაობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მიმდინარე პროცესებში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად, რაც აძლიერებს მათ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ქართველ სტუდენტებს მივცეთ ევროპული განათლების მიღების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.“
ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და ევროპის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტმა მატეო ვესპამ. ღონისძიების მსვლელობისას ასევე წაიკითხეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელის მისასალმებელი სიტყვა.
ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც 2019 წლიდან ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) სრულუფლებიანი წევრია.
ESU - დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 00:50
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში სასტუმროებისთვის გზამკვლევი შეიმუშავა
არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში შეიმუშავა გზამკვლევი სასტუმროებისთვის.

09 ივნისი 2023, 00:35
რეგიონი
აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა
აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი.

09 ივნისი 2023, 00:26
მსოფლიო
კულება: სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად
რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

09 ივნისი 2023, 00:18
სპორტი
ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

09 ივნისი 2023, 00:13
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო - 4 ქვეყანა, რომელიც სიმართლის თქმას ბედავს - დღეს ევროკავშირი თავისი თავის პატრონი არ არის, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს
დღეს ევროკავშირის თავის თავს ვნებს, ის არ არის თავისი თავის პატრონი, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. იმას ავალებს აშშ-ი, ის ადმინისტრაცია რომელიც დღეს არის იქ და რომელიც კრახით ამთავრებს თავის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

09 ივნისი 2023, 00:08
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: 2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას უკვე შეეწირა უკრაინა
2 მონსტრი დაეტაკა ერთმანეთს - აშშ და რუსეთი და ამას შეეწირა უკვე ეს ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.

09 ივნისი 2023, 00:01
ტექნოლოგიები
პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება
თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება.

09 ივნისი 2023, 00:00
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა
ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა, რომელიც ამ ვეშაპებში იყო: არაბები, თურქები, სპარსელები, მონღოლები, ბიზანტია... რუსეთისა არ იყოს, ერთმორწმუნე, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, მიწასთან გაესწორებინა ეს ქვეყანა. თუ რამემ გადაგვარჩინა, თუ არა გონიერმა მმართველებმა, მეფეებმა და ამ ტრადიციებმა, და აქ მიდის დარტყმა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:50
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: რაც დღეს რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს
რაც დღეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მისი სხვადასხვა წარმომადგენელი და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:46
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

08 ივნისი 2023, 23:41
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?
„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, - განაცხადა ვოლსკიმ.

08 ივნისი 2023, 23:39
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მარინა კალიურანდზე: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით
ევროპარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:37
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მთელი ოპოზიციური სპექტრი იმის მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ
ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი.

08 ივნისი 2023, 23:28
ეკონომიკა
გიორგი ვოლსკი: მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში
მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:25
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს
აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

08 ივნისი 2023, 23:06
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა, მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით.

08 ივნისი 2023, 22:12
მსოფლიო
CNN: უკრაინულმა ძალებმა ძლიერი წინააღმდეგობა და დანაკარგები განიცადეს რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობისას
ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 ივნისი 2023, 22:00
რეგიონი
ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია
ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების ოსკარის მოლოდინშია. რამდენიმე საათში, ქალაქ მაიამიში გაირკვევა 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებული საერთაშორისო პროექტების ვინაობა.

08 ივნისი 2023, 21:47
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

08 ივნისი 2023, 21:15
მსოფლიო
სტოლტენბერგი: უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი
უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა უკრაინამ მიიღოს ომის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას და რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.