ილია მეორე: 75 წლის შემდეგაც ძნელია, პირუთვნელი შეფასება მიეცეს კუნძულ ტექსელზე მაშინდელ მოვლენებს; ფაქტი კი ერთია, ძალადობა, უსამართლო ომი, სისხლისღვრა ადრეც და ახლაც, მრავალ უდანაშაულო ადამიანს იწირავდა და იწირავს
ფოტო: Facebook
ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, მეორე მსოფლიო ომის დროს აღსრულებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა და მემორიალი გაიხსნა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიისა და ნიდერლანდების ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
სასულიერო პირებმა კუნძულზე აღსრულებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დეკანოზმა ანდრიამ კი დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გააცნო.
„ყველას გულითადად მოგესალმებით, სასულიერო პირებს, ქალბატონებსა და ბატონებს. აქ შეკრებილთ გვაერთიანებს ერთი მიზანი, გავიხსენოთ კუნძულ ტექსელზე 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისამდე განვითარებული მოვლენები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა იყო, გამორჩეული თავისი სიმძაფრით.
გერმანელების მიერ ჩამოყალიბებული ქართული ბატალიონის 800 ქართველიდან 565 შეეწირა ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ ამ აჯანყებას, მათ შორის იყვნენ აფხაზები, ოსები, ქართველი ებრაელები... ასევე, ემსხვერპლა 117 ადგილობრივი მცხოვრები, მოწინააღმდეგის მხრიდან დაიღუპა 800 ჯარისკაცი...
75 წლის შემდეგაც ძნელია, პირუთვნელი შეფასება მიეცეს მაშინდელ მოვლენებს; რეალური ისტორია ჯერ კიდევ დღის სინათლეს ელის; ფაქტი კი ერთია, ძალადობა, უსამართლო ომი, სისხლისღვრა... ბოროტებაა, რომელიც ადრეც და ახლაც, მრავალ უდანაშაულო ადამიანს იწირავდა და იწირავს.
წელს მომხდარი, დაპირისპირებულ გრძნობათა მომცველია; დამარცხება და გამარჯვება, ღალატი და გმირობა, სიძულვილი და სიყვარული, სისასტიკე და ერთგულება, ტკივილი, მწუხარება..., ყველაფერია ერთმანეთში გადაჯაჭვული.
დღეს აქ, რა თქმა უნდა, სხვა სიცოცხლე ჩქეფს, წარსულის მოგონებები კი ლეგენდებადაა შემორჩენილი, თუმცა, სწორედ ეს მოგონებები ხვალინდელი მშვიდობიანი დღის განმსაზღვრელიცაა; ამიტომაც გვმართებს ხსოვნა გარდასულ ჟამთა; ამიტომაც ახლა კვლავ დაიდგა ეს მემორიალი, რომლის ინიციატორიც ისტორიკოსი სულხან ამირანაშვილია, ხელშემწყობნი კი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში; მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი, ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბატონი დავით ხმალაძე, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და კუნძულ ტექსელის თვითმმართველობა. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და, ამასთან, განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიო ადგილობრივი მოსახლეობა ამ საფლავებისადმი წლების მანძილზე გამოჩენილი მზრუნველობისთვის.
ტექსელზე დელეგაციასთან ერთად მეც ვარ ნამყოფი 1999 წელს და პანაშვიდი გადავუხადეთ მებრძოლებს. დღესაც შევთხოვ ღმერთს, შეიწყალოს აჯანყების მსხვერპლნი ყოველნი და თვისი მოწყალე კალთა გადააფაროს მათ.
აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ მშვიდობასაც, რათა მშვიდობით აკურთხოს ნიდერლანდები და საქართველო, დალოცოს ყველა კეთილი ნების ადამიანი და მთელი მსოფლიო“, - აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მიმართვის ტექსტში.
ყველა სიახლე
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.
17 აგვისტო 2026, 20:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
17 აგვისტო 2026, 20:24
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
17 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.
17 აგვისტო 2026, 20:08
პოლიტიკა
გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.
17 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე
ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
17 აგვისტო 2026, 19:45
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.
17 აგვისტო 2026, 19:39
რეგიონი
მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.
17 აგვისტო 2026, 19:10
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის N 133-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველი სატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდებოდა.
17 აგვისტო 2026, 18:31
მსოფლიო
CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
17 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


