მეუფე შიო: ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი - ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები

მეუფე შიო
ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი
ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.
გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას.
ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია წმინდა ანდრია მოციქული, ვინაიდან იგი გახლავთ პირველი განმანათლებელი ჩვენი ერისა. მან იქადაგა სახარება საქართველოში და ჩვენს მიწა-წყალზე ქრისტეს ნათელი მოიტანა. მას ეწოდება პირველწოდებული, ვინაიდან იგი პირველი იყო, ვინც დაემოწაფა იესო ქრისტეს. ის ეძებდა მესიას და მაცხოვარს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის დამოძღვრის და მითითების შემდეგ მან პოვა მესია უფალ იესო ქრისტეში.
აი, დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ, რომ უფალი იესო ქრისტე ეტყვის ებრაელებს ასეთ სიტყვებს: „თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენივე ცოდვებში მოწყდებით (ანუ მოკვდებით) თქვენივე ცოდვებში". ამაზე ებრაელებმა ჰკითხეს: „და შენ ვინ ხარ?“ და თუ ვინ არის იესო ქრისტე, ამას ამბობს წმინდა ანდრია პირველწოდებული, როდესაც იგი მიდის თავის ძმასთან, სიმონთან, მომავალ პეტრე მოციქულთან, იმისთვის, რომ უამბოს ქრისტესთან შეხვედრის შესახებ. იგი ახარებს თავის ძმას და შესძახებს, „ჩვენ ვპოვეთ მესია!"
აი, რა კმაყოფილებას ვხედავთ ჩვენ ამ სიტყვებში, როგორ ნუგეშს, ასევე იმედს! ეს არის იმედი ახალი ცხოვრებისა, საღვთო სიმართლით აღსავსე ახალი ცხოვრების იმედია, რაც წარმოთქვა წმინდა ანდრია მოციქულმა და ეს სიტყვები განეკუთვნება ყოველ ჩვენგანს, ყველა ადამიანს, ვინც თავის ცხოვრებაში ეძიებს სიკეთეს, სიყვარულს, სიმართლეს, ნდობას, რამეთუ ეს ყველაფერი განკაცებულმა ძე ღმერთმა დედამიწაზე მოიტანა.
დღეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერის წილხვდომილობის დღესასწაული და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ასრულდება თუ არა მისი სასიხარულო სიტყვები, „წყალობა უფლისა მოშიშთა მისთა ზედა ნათესავითი ნათესავადმდე“. ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობაა უფლის მოშიშებზე თაობიდან თაობამდე. შეიძლება ითქვას, რომ ამის პასუხი არის დღევანდელი ჩვენი საზეიმო ღვთისმსახურება, ეს შესანიშნავი და დიდებული ტაძარი, რომელიც მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. პასუხი ამაზე არის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 45-წლიანი საპატრიარქო და სამოციქულო მოღვაწეობა. ჩვენ დღეს ნამდვილად შეიძლება წმინდა ანდრია მოციქულთან ერთად ვთქვათ: „ჩვენ ვპოვეთ მესია“.
ამას თითქოს ეხმიანება ასევე დღევანდელ სახარებაში წაკითხული ნათანაილის სიტყვები: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!“
მრავალი ჩვენგანი დღეს ეზიარა და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი. ასევე ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაუსვა თავის პირველ მოწაფეებს, რომელთა შორისაც ანდრია იყო, როდესაც ისინი პირველად მივიდნენ მასთან, უფალმა ჰკითხა: „რას ეძიებთ?" ხომ გახსოვთ, რა უპასუხეს მოციქულებმა? ესეც დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, მოციქულებმა კითხვაზე კითხვით უპასუხეს: „რაბი, სად იმყოფი?“ ე.ი. მოძღვარო, სად ცხოვრობ? უფალმა უპასუხა: „მოდით და ნახეთ“. მართლაც, ისინი მიდიან, სადაც მკვიდრობდა მაცხოვარი და იმ დღეს მასთან ერთად დარჩნენ.
აი, დღეს ჩვენ ვდგავართ უფლის სახლში, ტაძარში შეკრებილნი, მლოცველნი და ჩვენც გვეკითხება უფალი იესო ქრისტე: „რას ეძიებთ, რას ეძებთ?!“ ჩვენ ვეძებთ უფლის სახლს, ჩვენ ვეძებთ ეკლესიას, სადაც მკვიდრობს და სუფევს უფალი. ჩვენ, როგორც მოციქულებს, ასევე გვსურს, რომ მოვიდეთ უფლის სახლში და ვიხილოთ მის წმინდა სხეულში გაერთიანებული ადამიანები.
როგორც იცით, ეკლესიაში ჩვენ ყველანი ერთ მთლიანობაში ვერთიანდებით ქრისტეს სხეულში როგორც აქ დამსწრენი, ასევე არ დამსწრენიც, როგორც ცოცხლები, ასევე მიცვალებულები, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან ყველა ცოცხალია მისთვის“.
გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ლოცვით დაიცვას, გაამთლიანოს, გადაარჩინოს, სრულიად საქართველო, ამინ!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს საპატრიარქო სიგელებით ყველა ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში, ასევე საზოგადოებას „ივერიისა“ - ამავე პიროვნებებს ასაჩუქრებს და აჯილდოებს ჯვრებით.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
თბილისში მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბატონი ომარ ნაფეტვარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ბატონი გიორგი ჯაფარიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ბატონი შოთა ბერეკაშვილი.
ბატონი ლევან კურტანიძე.
ბატონი ზურაბ ოყროშიძე.
ბატონი გურამ გერაძე.
ბატონი ნუგზარ მებურიშვილი.
ბატონი შაკვა ვაჩეიშვილი.
ბატონი თამაზ დვალიშვილი.
ქალბატონი თინათინ ჯაფარიძე.
ბატონი გიორგი მერაბიშვილი.
ბატონი გიორგი მაისურაძე.
ბატონი დავით მაჭავარიანი.
ბატონი კახაბერ კვიტაშვილი.
ბატონი ზაურ ჯოხაძე.
ბატონი ნიკოლოზ იაგორაშვილი.
ბატონი გიორგი მერიაშვილი.
ბატონი მურმან მამნიტიშვილი.
ბატონი გოჩა ძნელაძე.
ბატონი ოლეგ გელაშვილი.
ბატონი პაატა გელაშვილი.
ბატონი ირაკლი ქვარაია.
ბატონი თამაზ თავაძე.
ქალბატონი ვერა სუზიაშვილი.
ბატონი სოლომონ ჩხაიძე.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.
ყველა სიახლე

28 მაისი 2023, 00:43
ტექნოლოგიები
წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ფოტოები
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

28 მაისი 2023, 00:19
პოლიტიკა
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა.

27 მაისი 2023, 23:44
ჯანდაცვა
თამარ გაბუნია: ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება, ესეც გარკვეულწილად პანდემიის მიმდინარეობას უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმმა უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან აღინიშნება.

27 მაისი 2023, 23:16
საზოგადოება
ილია ღუდუშაური დევნილ ოჯახებზე: ისინი, ვინც არიან ქირით ან იმყოფებიან კომპაქტურ დასახლებაში, სრულიად დაკმაყოფილდებიან შემდეგი 3 წლის განმავლობაში
ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ საცხოვრებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

27 მაისი 2023, 22:51
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე-გაბრიელ ბუნდუკთან. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

27 მაისი 2023, 22:16
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ომი გაყინულ, ხანგრძლივ კონფლიქტად გადაიქცევა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

27 მაისი 2023, 21:45
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოება რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ დღეს ოპოზიცია მუშაობს იმაზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ჩააგდონ
ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 21:18
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

27 მაისი 2023, 21:09
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: იმ მედიასაშუალებების ან პოლიტიკოსების, რომლებსაც პუტინის ნათქვამის უაპელაციოდ სჯერათ, გასაგონად ვიტყვი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის ნაცმოძრაობას
„განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასდროს არ გამოსულა ინიციატივით ამ მიმართულებით რომ გაეღრმავებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

27 მაისი 2023, 20:49
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული, თუმცა, სამწუხაროდ ამ ამოცანას ის ვერ ასრულებს - ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის
ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

27 მაისი 2023, 20:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთ - უკრაინის ომში პეკინმა „დაიბევა“ მედიატორის ფუნქცია და თავისი „სერვისის“ განახლებისთვის - „უკეთესი" მომავლის მოლოდინშია
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლი ჰუეის ევროპული ტურნე იმის მანიშნებელია რომ პეკინი ცდილობს მედიატორის ფუნქცია შეასრულოს რუსეთ - უკრაინის ომში.

27 მაისი 2023, 19:28
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოსთან მიმართებით ჩვენი დასავლური „საპარტნიორო“ ველიდან არაოფიციალურ სანქციებს დიდი ხანია აქვს ადგილი და არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საბანკო სისტემა Barclays-ის და ბრიტანეთის დანარჩენი ბანკების მხრიდან ეს ანტიქართული სანქციები დიდი ხანია შემოღებულია online გადარიცხვების სფეროში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

27 მაისი 2023, 19:12
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

27 მაისი 2023, 18:37
სამართალი
პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.

27 მაისი 2023, 18:28
სამართალი
რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი
იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

27 მაისი 2023, 18:27
მსოფლიო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება
გადამწყვეტ რბოლაში ერთმანეთს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის ლიდერი ქემალ კილიჩ დაროღლუ უპირისპირდებიან.

27 მაისი 2023, 18:26
სამართალი
ქობულეთში 20 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
მათი თქმით, მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა. საქმეზე დაკავებულია სამი პირი, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

27 მაისი 2023, 18:05
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: კრემლის აგენტმა, ლიაკა ხოშტარიამ, დედა მიუგზავნა ირაკლი კობახიძეს აუზზე - ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ეს არის კასტა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულებითი სისტემა, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.

27 მაისი 2023, 17:41
საზოგადოება
მეუფე შიო: სასიხარულოა, რომ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის
დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მაისი 2023, 17:36
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ მიდგომას, საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიდგომაში ჩვენ გვაქვს მყარი და არგუმენტირებული პოზიციები
იქ, სადაც არსებობს ინტერესი, რომ საქმიანად ვიმსჯელოთ, არგუმენტები გავუზიაროთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.