მეუფე იაკობი: რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. რომ ყვირი - მთავრობა რუსია, გაყიდულია, ევროპაში დაიჯერებენ. ამაში ახალგაზრდებსაც იყოლიებენ

მეუფე იაკობი
ფოტო: არქივი
რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირი - მთავრობა რუსია, გაყიდულია, რუსია, რუსია... ევროპაში გიყურებენ და დაიჯერებენ. ახალგაზრდებსაც რომ იყოლიებენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგცენ?!, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„ვინ იბრძვის და რატომ იბრძვის უკრაინაში?! რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა. ისევე როგორც ჩვენი 20% (მაგრამ ჩვენი არავის არ სტკივა, უკრაინის სტკივა და მართლა უნდა გტკიოდეს, რუსია თუ უკრაინელი). ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს?! თქვენ მაგის ილუზია გაქვთ?! რუსეთ-უკრაინის ომი რომ დასრულდება, მაგით მთავრდება ყველაფერი?! სხვა გეგმები არ არის, არ გაგრძელდება სხვაგან?! საქართველოსაც მოუწევს დადგომა, სადაც ძალადობაა, იქ არ გინდა დადგომა. უკრაინას რომ უჭირდა გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს.
ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება, ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, რომ ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვაჭრობთო. პური რომ არ გაძვირდეს, შედარებით იაფი ხორბალი გინდა. დაგვეხმაროს დასავლეთი. უკრაინაში იმდენ ფულს სდებს, თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგანვე ვიყიდით, რასაც რუსეთს ვუხდით ფულს და დანამატი რაც იქნება, თავად გადაიხადონ.
რუსეთის პრეზიდენტმა რაღაც შეცვალა და გამოვარდნენ ჩვენთან, რა ხდებაო?! შენ ის არ ხარ 20% რომ ჩააბარე?! ჩააბარეს, გაყვეს საქართველო, რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო. ჩვენ ძმა აფხაზებთან და რუსებთან, ჰო, არ გვინდა ომი და დავიდარაბა.
წარმოიდგინეთ უკრაინაში რაც ხდება, საქართველოში რომ ის მოხდეს, რუსის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდე რუსის ბაზები ბომბო. ამ შემთხვევაში მარტო საქართველო ნადგურდება, რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მაცხოვრებელი?!
რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირი მთავრობა რუსია, გაყიდულია, რუსია, რუსია... ევროპაში გიყურებენ და დაიჯერებენ. ახალგაზრდებსაც რომ იყოლიებენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგცენ?! ჰო, ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება. ესე იგი, ვინ არის რუსი?! დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, ესენი ვინ გამოდიან?! წინა დღეებში დარბოდნენ ცოფიანი ნადირებივით. შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ, ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ?! გამოდიხართ და ვის უპირისპირდებით?! ხალხის არ გეშინიათ?! “. - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ყველა სიახლე

06 ივნისი 2023, 14:34
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 14:33
რეგიონი
ზურაბ აზარაშვილი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები
მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი, გარემონტებული ბინები გადავცეთ საკუთრებაში და დღეიდან 480 დევნილი ღირსეულ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

06 ივნისი 2023, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და თქვა, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ასევე გამოვიდა მაკრონი
ბოლოს მინდა ერთ საკითხზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ახლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა.

06 ივნისი 2023, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკოსების, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში არის ადამიანი, თუ პოზიციაში, ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ გაერთიანება
პოლიტიკოსების, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაშია, პოზიციაში თუ ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

06 ივნისი 2023, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, 25 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ბინის მშენებლობა დავიწყოთ აფხაზეთში თქვენთვისაც, აფხაზებისა და ოსებისთვისავც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. მშვიდობით, სტაბილურობითა და გონივრული პოლიტიკით ამას მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

06 ივნისი 2023, 14:16
რეგიონი
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქუთაისში 480 დევნილი მიიღებს ბინას
დღეს 480 დევნილი მიიღებს ბინას. დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.

06 ივნისი 2023, 14:15
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ბინის გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობს
„თქვენ მრავალი წელი ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. კარგად ვიცი ის ტკივილი, რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ომმა მოგვაყენა. ჩვენ ძალიან ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის 20% დროებით ოკუპირებულია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის დროებითი ოკუპაცია. მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული, სწორი პოლიტიკით ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, დიდი ოცნება და ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის გაერთიანება ყველას ამოცანა უნდა იყოს.

06 ივნისი 2023, 14:10
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება
„წელს ფესტივალი უმასპინძლებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯონ მალკოვიჩი, ინგებორგა დაპკუნაიტე, ნინო ხარატიშვილი, ლუკაშ ტვარკოვსკი და სხვა. ფესტივალის პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან: საერთაშორისო პროგრამა 30 სექტემბერი - 18 ოქტომბერი; ქართული სპექტაკლების პროგრამა - 22 სექტემბერი - 27 ოქტომბერი და ვორქშოპები, ტრეინენგები, დისკუსია პროფესიონალებთან“.

06 ივნისი 2023, 14:06
რეგიონი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და 20 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

06 ივნისი 2023, 14:05
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე: 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი განახლებულ სტადიონებზე ჩატარდება
განსხვავებული ემოცია და დიდი პატივია, რომ შევქმენით ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქუთაისის ღირსეული ტრადიციების გაგრძელების და ახალ წარმატებაში გადაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. სიმბოლურია, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

06 ივნისი 2023, 14:01
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე: ეს აღმაშფოთებელი აქტია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში
„კახოვკის კაშხლის აფეთქება ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი აქტია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში", - წერს ნატოს გენერალური მდივანი Twitter-ზე.

06 ივნისი 2023, 13:54
რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, თეიმურაზ ჭეიშვილთან, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

06 ივნისი 2023, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე
„ესეც სახეა ჩვეულებრივი, მე არ მინახავს განცხადება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენს უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით და ენჯეოებით, მთელი თავისი ამ დეგრადირებული ხალხით, არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე“.

06 ივნისი 2023, 13:50
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით: მინდა კითხვა დავუსვა ყველას - რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას?
მინდა კითხვა დავუსვა ყველას. რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებას და კითხვა სად რჩება?, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივნისი 2023, 13:47
მსოფლიო
დენის შმიგალის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:46
რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
დასრულდა რეგფონდიდან დაფინანსებული ორი პროექტი: ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო სოფელ გუთურში, 1,2 კმ გზის მონაკვეთზე; სოფელ ერკეთის ცენტრიდან შუბნის ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 1,3 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.

06 ივნისი 2023, 13:40
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილი ახსენეს და სხვები, კომენტარი გავაკეთო
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

06 ივნისი 2023, 13:35
სამართალი
პროკურატურამ ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

06 ივნისი 2023, 13:28
რეგიონი
ოთარ შამუგიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზეთისხილის პირველი სანერგე დაათვალიერა
„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ჩვენ 16-მდე სანერგე მეურნეობა გვაქვს უკვე დაფინანსებული, მათ შორის, ეს სანერგე მეურნეობაც, რომელიც ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობაა და წელს დაახლოებით 500 000 ათასი ნერგის გამოყვანას გეგმავს; მომავალ წლებში მასშტაბი 1 მლნ ნერგამდე გაიზრდება“.

06 ივნისი 2023, 13:23
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა
ქუთაისში პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.