„ჯორჯიან ეარვეისი“: როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით

ფოტო: „ჯორჯიან ეარვეისი“
როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, მედიასივრცეში სატრანზიტო ფრენების საკითხის აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ „რაღაცაზე იხმაურონ“.
„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.
რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდნენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.
აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.
ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00... რაღაცა პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!
რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე.
ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე

09 ივნისი 2023, 12:36
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში ზარების შეფერხებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის ალტერნატიული ნომრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

09 ივნისი 2023, 12:32
ეკონომიკა
უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს. პრესტურის 9 მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ბლოგერები და ჟურნალისტები თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს, ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს ესტუმრებიან.

09 ივნისი 2023, 12:03
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ენმ“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან
მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.

09 ივნისი 2023, 11:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორანს ბონს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლორანს ბონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 11:48
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსული კანონია, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

09 ივნისი 2023, 11:33
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

09 ივნისი 2023, 11:24
საზოგადოება
FIABCI-ის პრეზიდენტი: ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს, დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით - თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით
ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით, - ამის შესახებ FIABCI-ის პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 11:23
მსოფლიო
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს
რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია.

09 ივნისი 2023, 11:16
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

09 ივნისი 2023, 11:11
ეკონომიკა
ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54
საზოგადოება
ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45
მსოფლიო
POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება
გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო
ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

09 ივნისი 2023, 10:23
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს
უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

09 ივნისი 2023, 10:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა
დასკვნების გამოტანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ ომში ყველა დაინტერესებული მხარე ტოტალურად იტყუება და ყველა მეომარ ქვეყანაში ოფიციალურად დაწესებულია სამხედრო ცენზურა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

09 ივნისი 2023, 10:19
კულტურა
ბრუნო მარსმა საქართველოში კონცერტი Facebook-ზე დააანონსა
მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.

09 ივნისი 2023, 10:03
საზოგადოება
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს. კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

09 ივნისი 2023, 09:49
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას
საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.