25 აგვისტო 2023, 18:05 / სანდო წყარო

საპატრიარქო: დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ პატრიარქს მღვდელმთავრად კურთხევის საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, კვლავაც მიმადლოს სიბრძნე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს რთულ დროში საქართველოს გადასარჩენად

კათოლიკო-პატრიარქი, ილია მეორე

კათოლიკო-პატრიარქი, ილია მეორე

26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

მათივე განცხადებით, პატრიარქი არის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უხუცესი პატრიარქი, უხუცესი მღვდელმთავარი, უხუცესი არქიმანდრიტი, მღვდელმონაზონი და ბერი. საპატრიარქო უწმინდესს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს საიუბილეო თარიღს.

„ახალი სტილით 26 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა წმინდანებთან ერთად, დღესასწაულობს ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას.

წმინდა მაქსიმე (580-662წწ) ცნობილი და გამორჩეულია დაუცხრომელი ქადაგებით, ჭეშმარიტი სწავლების მტკიცე დაცვით, ასკეტური და მოწამებრივი ცხოვრებით...

მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსი მამა იმპერატორ კონსტანს II-ის ბრძანებით ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს.

აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ და მოღვაწეობაც განაგრძეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე წმინდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 (26) აგვისტოს.

მსოფლიო ეკლესიის გამორჩეული წმინდანი განისვენებს ცაგერში, მისსავე სახელზე აგებულ მონასტერში. ამიტომაც, ცაგერსა და სრულიად საქართველოში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება.

ღირსი მაქსიმეს ლოცვა და მეოხება ეწეოდეს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, ჩვენს ხალხს და მსოფლიოს.

აღსანიშნავია, რომ 1963 წლის 26 აგვისტოს, ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი) ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად. ამდენად, წელს სრულდება 60 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ეპისკოპოსად კურთხევიდან.

იგი არის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უხუცესი პატრიარქი, უხუცესი მღვდელმთავარი, უხუცესი არქიმანდრიტი, მღვდელმონაზონი და ბერი.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, კვლავაც მიმადლოს სიბრძნე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს რთულ დროში საქართველოს გადასარჩენად.

მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ, ჩვენო დამაშვრალო პატრიარქო!“, - ნათქვამია საპატრიარქოს პატრიარქისადმი მისალოც ტექსტში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

24 აპრილი 2025, 23:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში, მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ

როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებსა და აშშ-ს წინა ადმინისტრაციაზე საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

24 აპრილი 2025, 23:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაზე: თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობაა პრიორიტეტია აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში

ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?“. ზუსტად იმავეს ვამბობდით ჩვენც, - განაცხადა გადაცემაში„იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

24 აპრილი 2025, 23:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა

მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ მართული აქციების მისამართით.

24 აპრილი 2025, 22:40

რეგიონი

„ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში ,,ჰელადოსი“ წარმოადგინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჰელადოსი“.

24 აპრილი 2025, 22:40

რეგიონი

„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა” - დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.

ჯიმ რიში

24 აპრილი 2025, 22:35

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე: ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა.

24 აპრილი 2025, 22:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

24 აპრილი 2025, 21:40

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 21:14

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

თამარ ჩიბურდანიძე

24 აპრილი 2025, 21:06

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს

დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

24 აპრილი 2025, 20:56

ეკონომიკა

მილიონამდე ტურისტი მხოლოდ სამ თვეში - როგორ აისახა მოგზაურების რეკორდული მაჩვენებელი ეკონომიკაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. ზრდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.2%-ია.

24 აპრილი 2025, 20:46

პოლიტიკა

კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - რას მოხმარდება საფრანგეთის მიერ დაჩქარებულად გაცემული ფული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის”. კითხვები: რისთვის და რამდენი გადმორიცხა საფრანგეთმა ან რა კრიტერიუმებით მიიღეს ფული მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების ორგანიზაციებმა, ისევ უპასუხოდ რჩება.

24 აპრილი 2025, 20:37

სამართალი

ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა - რა იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს კანონმდებლობაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის სამ წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.

ალექსანდრე დარახველიძე

24 აპრილი 2025, 20:33

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

24 აპრილი 2025, 20:31

პოლიტიკა

ოპოზიციის უპრინციპო პოლიტიკა - რატომ მივიდნენ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისით უკმაყოფილო პოლიტიკოსები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე მივიდა ეუთოს გენერალურ მდივანთან, რომელსაც გუშინ ლანძღავდნენ, უფრო ადრე კი საქართველოში ჩამოსვლას უკრძალავდნენ, არჩევნების შემდეგ მისი შეფასების გამო ესხმოდნენ თავს.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ზურაბიშვილის დუმილი და ნანუაშვილის თავის მართლება. როგორ გათქვეს გეგმა რუსი პრანკერების მიერ მოტყუებულებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ აგვიანებს უცხოური ფული ევროპიდან და რა ალტერნატიულ გზებს ეძებენ პროტესტის შესანარჩუნებლად? გეგმა რუსი პრანკერების მიერ მოტყუებულებმა გასცეს. სკანდალური აღიარების შესახებ სალომე ზურაბიშვილი დუმს, ნანუაშვილი კი თავის მართლებას ცდილობს.

24 აპრილი 2025, 20:29

მსოფლიო

Bloomberg: აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა აღიაროს უკრაინის უფლება, ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვითი მრეწველობა

აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა აღიაროს უკრაინის უფლება, ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვითი მრეწველობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 20:14

პოლიტიკა

პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში - პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივა - ქართული დელეგაციის ვიზიტის შედეგები ვაშინგტონიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულად თანხვდება, აცხადებს ლევან დავითაშვილი და განმარტავს, რომ კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივას მიეძღვნა.

კირ სტარმერი

24 აპრილი 2025, 20:13

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: თავდასხმა კიევზე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი აგრესორია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა კიევზე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი აგრესორია.

24 აპრილი 2025, 20:12

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია.