04 ნოემბერი 2023, 13:52 / სანდო წყარო

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ჭაჭის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ჭაჭის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ საქპატენტში 2011 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„ჭაჭის არაყზე ამბობენ, რომ ამ „მათრობელა სითხეს“ შეუძლია, იდეალურად დაახასიათოს ქართველი კაცის ბუნება -„კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე „დინჯია“, როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო „თავიდანვე არ დაუჭირე“, ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტყინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს“, – წერს ეთნოგრაფი ვალერი ზაზაშვილი.

ამ ერთი ციტატიდანვე ვიგებთ, რომ ჭაჭა მთელ საქართველოში გავრცელებული სასმელია და მისი დაყენების მეთოდში მცირე განსხვავებამაც კი შეიძლება სასმლის ხასიათი შეცვალოს და ყველაზე მეტად პატრონის ბუნებას დაემსგავსოს.

არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმის შესახებ, თუ როდის გაჩნდა ჭაჭის არაყი საქართველოში. სად ფიქსირდება მისი პირველი გამოხდა, მაგრამ არსებობს ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვი, რომელსაც ღვინომდე მივყავართ. „სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!“ – ასეთი რიტორიკული შეკითხვა აქვს დასმული ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს, ბონდო კალანდაძეს, რომელსაც ჭაჭის წარმოშობის შესახებ უწერია წიგნში „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე“. შეკითხვა გვაქვს, თუმცა პასუხის გარეშე. ამავდროულად კი გვაქვს მეორე,სრულიად საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ჭაჭის არსებობა XVII-XVIII საუკუნიდან ჩნდება. ეთნოგრაფები ამ ვერსიას ამყარებენ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონით“. წინა საუკუნეების არცერთ დოკუმენტში თუ არ იძებნება სიტყვა „ჭაჭა“ ან „არაყი“, სულხან-საბა თავის ლექსიკონში უკვე აღნიშნავს, რომ „რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან…“. აი, ზუსტად ეს ჩანაწერი აძლევს მეცნიერებს უფლებას, ივარაუდონ, რომ ჭაჭა XVII-XVIII საუკუნიდან შემოდის ჩვენში.

გამოჩენისთანავე ისეთი პოპულარული ხდება მთელ საქართველოში, რომ სპირტიანი სასმელების მოყვარულებისთვის ის №1 სასმელია. რაც შეეხება მის როლს ტურიზმში, სიტყვა „ჭაჭა“ (უცხოელების გამოთქმით „ჩაჩა“) ალბათ ის მთავარი სასიგნალო დასახელებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გვიკვალავს გზას. ყველა ადამიანი, ვისაც ეს სასმელი ერთხელ მაინც გაუსინჯავს და გაიგონებს სიტყვას „ჭაჭა“, უმალ მიხვდება, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი…

რეალურად კი ვსაუბრობთ გამჭვირვალე სითხეზე, რომელსაც არა მხოლოდ დამახასიათებელი, არამედ დაუვიწყარი, უნიკალური არომატი და გემო აქვს. თუ მისი ფერი უფეროდან მუქ ჩალისფრამდეა შეცვლილი, ეს ნიშნავს, რომ ჭაჭა დავარგებულია. დავარგება შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ზომის მუხის ან სხვა ხის ჭურჭელში, ასევე, ხის მერქანზე დაყოვნებით.

ქართული ჭაჭის არაყი დადუღებული ფორმით მიიღება. გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი ყურძნის ჭაჭის გამოხდით, პირდაპირ წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ დასაშვებია ყურძნის ჭაჭაზე ღვინის ლექის დამატებაც. ასევე, შესაძლოა, ჭაჭის ექსტრაგირებით მიღებული სპირტ-წყალხსნარი გამოიხადოს ერთხელ ან ორჯერადად. საერთო ჯამში, ჭაჭის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.

სიზუსტისთვის უნდა ითქვას, რომ ჭაჭის წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს საქართველოს მევენახეობის შემდეგ ზონებსა და ქვეზონებში გაშენებული ვენახებიდან: კახეთი, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი და აჭარა. შესაძლოა, ჭაჭის გამოხდა, დავარგება და ჩამოსხმა მოხდეს მევენახეობის წარმოშობის ზონის გარეთ, მაგრამ მთავარია ეს პროცესი განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2011 წლის 13 დეკემბერს“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქპატენტის ცნობით, დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2023, 01:02

საზოგადოება

კახა კალაძე: 4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

„ფაქტობრივად ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო, ორშაბათიდან მთლიანად მოიხსნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

02 დეკემბერი 2023, 00:55

ჯანდაცვა

უგანდაში 70 წლის ქალს ტყუპი გაუჩნდა

უგანდაში 70 წლის ქალს ტყუპი გაუჩნდა. ამის შესახებ Lad Bible-ი იტყობინება.

ბექა ოდიშარია

02 დეკემბერი 2023, 00:42

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი, ხაზარაძე-ოლიგარქი. კეზერაშვილი ცოტა აღმატებულია - ჩვეულებრივი ბანდიტია

ეს ოპოზიცია არ არის, ეს მეხუთე კოლონაც არ არის“,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „postv“-ის ეთერში განაცხადა. ოდიშარიამ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ კლასობრივი ბრძოლა აქვთ.

02 დეკემბერი 2023, 00:37

ტაბლოიდი

ბიონსეს ფილმის „Resaissansce-ის“ პრემიერა ლონდონში გაიმართა

ბიონსეს ფილმის „Resaissansce-ის“ პრემიერა ლონდონში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.

ბექა ოდიშარია

02 დეკემბერი 2023, 00:24

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილს: მინდა შეგახსენოთ, რა ძალისხმევა გასწია „ქართულმა ოცნებამ“ რომ თქვენ გაპრეზიდენტებულიყავით

ქალბატონო სალომე, მინდა შეგახსენოთ, რა ძალისხმევა გასწია „ქართულმა ოცნებამ“, მისმა წევრებმა და მხარდამჭერებმა რომ თქვენ გაპრეზიდენტებულიყავით, იქნებ რამენაირად ძალა მოვიკრიბოთ და 15 დეკემბრამდე მაინც დავანებოთ თავი ამ უსაგნო მოძრაობას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და 2024-ის შემდეგ ყველაფერი გვაჩვენებს, საზოგადოება განსჯის, ჩვენ ვართ მართლები, ქალბატონი სალომე თუ სხვა - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 00:14

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიც არის შეფასებული.

02 დეკემბერი 2023, 00:05

ტექნოლოგიები

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა

Meta-მ სოციალური სივრციდან ათასობით ყალბი ანგარიში წაშალა. ისინი, ჩინეთის ტერიტორიიდან იყო შექმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 დეკემბერი 2023, 23:53

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზურაბ ქადაგიძე

01 დეკემბერი 2023, 23:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ლევან ხაბეიშვილი რასაც ქვების სროლით ვერ ახერხებს, ეს მავნებელი ქალი იმას დავარცხნილი ტექსტებით ცდილობს

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ბედოვლათმა ოპოზიციამ აბსოლუტურად გახარჯა რადიკალური ნარატივები და ერთმანეთის ჭამაზე გადავიდა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, ეს ვაკუუმი შეავსოს და რადიკალები ჩაანაცვლოს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

01 დეკემბერი 2023, 22:08

მსოფლიო

სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ რუსების საკუთრებაში მყოფი 8.8 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა

სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ რუსების საკუთრებაში მყოფი 8.8 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 21:50

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 კურსდამთავრებული დააჯილდოვეს

პროგრამის ფარგლებში 18 რეზიდენტი გადამზადდა. კურსდამთავრებულები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა დააჯილდოვეს.

დიმიტრი ხუნდაძე

01 დეკემბერი 2023, 21:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სასაცილოა, რომ დღეს არესტოვიჩმა იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რასაც „ხალხის ძალა" წელიწადნახევარია თავის წერილებში ამბობდა

ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველო, როგორც მეორე სიმძიმე, ისე ჩამოყალიბებულიყო მეორე ფრონტის სახით, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და შემდეგ საზოგადოებას თავისი ჩართულობით, ეყო ჭკუა, რომ აერჩია მყარი პოზიცია - არ ჩართულიყო ომში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეაფასა.

01 დეკემბერი 2023, 21:36

LIVE ისრაელი

ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ომის შემდგომ ღაზასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ომის შემდგომ ღაზასთან დაკავშირებით.

დარეჯან ცხვიტარია

01 დეკემბერი 2023, 21:20

პოლიტიკა

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი.

ნიკოლოზ პოპიაშვილი

01 დეკემბერი 2023, 21:02

საზოგადოება

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა სამსახურს ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება

ნიკოლოზ პოპიაშვილი 2024 წლის 15 იანვრიდან საქართველოს ბრიუსელში, მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ოფისში წარმოადგენს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ადგილზე გაეცნობა და მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მიღებულ გამოცდილებას ქართულ უწყებას გაუზიარებს.

01 დეკემბერი 2023, 20:59

მსოფლიო

Euratom: 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირმა 2023 წელს კვლავ გაზარდა რუსეთიდან ბირთვული საწვავისა და სერვისების იმპორტი

ევროკავშირის ბირთვული სააგენტო (Euratom) აცხადებს, რომ 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირმა 2023 წელს კვლავ გაზარდა რუსეთიდან ბირთვული საწვავისა და სერვისების იმპორტი რუსული წარმოების რეაქტორებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2023, 20:42

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს

„გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ“.

ქეთევან ციხელაშვილი

01 დეკემბერი 2023, 20:25

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მიიღო მკაფიო განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმიდან საქართველოს მიმართ ისმოდეს მკაფიო, მხარდამჭერი გზავნილები, - ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ლაშა დარსალია

01 დეკემბერი 2023, 20:22

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს მინისტერიალზე: მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია

მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და, ზოგადად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ეუთოს 30-ე მინისტერიალზე მიღებულ განცხადების კომენტირებისას.

01 დეკემბერი 2023, 20:18

სამართალი

პროკურატურამ წალკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს, ნაჯახით, თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“.