ჯაბა სამუშიამ მეცნიერთა საერთაშორისო დღის ფარგლებში თსუ მეცნიერები დააჯილდოვა

ფოტო: თსუ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მეცნიერთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
რექტორის ინიციატივით, დაჯილდოებულ მეცნიერებს უნივერსიტეტისგან ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ღონისძიებაზე რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა მეცნიერების როლზე ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერების ღვაწლზე მეცნიერების წინაშე, მათ მიერ ჩატარებულ წარმატებულ კვლევებზე, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობაზე და ასევე, იმ გამოწვევებზე რომელიც დღეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წინაშეა.
„ქვეყანა დგას მეცნიერებაზე, განათლებაზე. მეცნიერების გარეშე ქვეყნის წინსვლა, განვითარება არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოსთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტული, ამიტომაც ჩვენც ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ მეცნიერებს. ჩვენ უკვე ვდგავარათ ევროპის კართან და ჩვენი მეცნიერების მიღწევებმა უნდა დაგვიმკვიდროს გამოკვეთილი ნიშა ევროპულ ოჯახში“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში მყოფ 16 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე მეცნიერებას. როგორც რექტორმა აღნიშნა, აუცილებელია მათი მხარდაჭერა სახელმწიფოს და უნივერსიტეტის მხრიდან, რომ უფრო პრესტიჟული გახდეს მეცნიერის სტატუსი, გაახალგაზრდავდეს მეცნიერება და სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა უფრო მეტი წვლილი შეიტანონ თანამედროვე განათლების და მეცნიერების სისტემის შექმნაში. თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ჩინჩალაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს მეცნიერების დაფასებისა და დაჯილდოებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. რთულია მეცნიერებაში ყოფნა, მაგრამ რომ არ განვითარებულიყო მეცნიერება, ალბათ, დავრჩებოდით გამოქვაბულებში. მეცნიერება დიდ შრომას მოითხოვს, უნდა იცნობდე მსოფლიოს მიღწევებს, მუდმივად ანახლებდე შენს ცოდნას, მაგრამ თუ იშრომებ, დაგიფასდება. ყველა ჯილდო არის სტიმული, რომ უფრო მეტი გააკეთო და უფრო წინ წახვიდე“,-აღნიშნა ნატალია ჩინჩალაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ: მანანა კაკაბაძე ( ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი); გიორგი თოდრია (თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი); თეიმურაზ კორძახია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი); ომარ ძაგნიძე (ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი); დავით გოგოლი (რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი); რუსუდან ჩოლოყაშვილი (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი); ოთარ ვარაზანაშვილი (მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი): ჯამლეტ მონასელიძე (ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი; ვახტანგ ბურდული (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი); ნატალია ჩინჩალაძე (ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი); გულიკო ლიპარტელიანი (ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი); იზოლდა ქამუშაძე (ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი); იზოლდა (იზა) ჩანტლაძე (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); ციალა იოსელიანი (ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი); გიორგი ბერიძე (ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი); გია გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც UNESCO-ს ეგიდით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ინფორმაციას თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 19:28
პოლიტიკა
თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილეს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება.

06 დეკემბერი 2023, 19:12
მსოფლიო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:48
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:41
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:36
ეკონომიკა
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები განხორციელდება
გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით. დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და KfW - ს შორის INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:29
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: გვინდა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თანაბრად შეეხოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა, ყველას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი რაიმე სხვა საკითხის მძევალი არ გახადონ
ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ის საკითხი, რაზეც ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, არ გახდეს მსხვერპლი სხვა საკითხების, რაზეც ევროკავშირში შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თუ შარშან შესაძლებელი იყო საკითხების განცალკევება, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს წელსაც, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

06 დეკემბერი 2023, 18:27
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ფაქტი ერთია, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ დაინახა, რომ თავიდანვე წაგებულ ომში ჩართვას გვაიძულებდნენ - ამისთვის გვიწყობდნენ რევოლუციას
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, საქართველო დამანგრეველი თამაშის მონაწილე არ გახდა.

06 დეკემბერი 2023, 18:23
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

06 დეკემბერი 2023, 18:17
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ 15 დეკემბერს ჩვენ იმ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც ვიმსახურებთ
საქართველო ყოველთვის წინ იყო პარტნიორ ქვეყნებზე, რომელსაც ერთ კალათაში მოიაზრებდა საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა, სამართალი ურმით დადის და დარწმუნებული ვარ 15 დეკემბერს ჩვენ იმ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც ვიმსახურებთ, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 18:17
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც შეგვიძლია
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდებები უკრაინისათვის არასაკმარისი დახმარების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 18:08
საზოგადოება
ირაკლი თავართქილაძე: საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3000 ოჯახზე მეტია დაკმაყოფილებული
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ „ქრონიკაში“ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამაზე ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 18:08
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია აღარ არის იმ კალაპოტში, რასაც ზეპარტიული პრეზიდენტი ჰქვია. ის დისტანცირდება საკუთარი ამომრჩევლებისგან, მისი ყოფილი მხარდამჭერებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ, ვის ხარჯზეც მან არჩევნებში გაიმარჯვა, ვინც გაისარჯა და დღე-ღამე გაათენა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:58
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: კარგია, თუ ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ, „ნეტარ არიან მორწმუნენი“
ნეტარ არიან მორწმუნენი - კარგია, თუ მას [ლევან ხაბეიშვილს] და მის თანაპარტიელებს სჯერათ, რომ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 17:55
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს
ევროპელმა ლიდერებმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა უკვე დაუშვეს პრეცედენტი, როდესაც ერთ კალათაში მოაზრებული ტრიოს ქვეყნები უსამართლოდ დაშორიშორდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აისახება ნეგატიურად საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე ის ფაქტი, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

06 დეკემბერი 2023, 17:54
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკუსტიკური ხმაურის ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის წესების გადახედვის თაობაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 17:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ. ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როგორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ანგარიში წარვადგინეთ იმის, თუ რა გაკეთდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მათ შორის როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმებით მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

06 დეკემბერი 2023, 17:50
საზოგადოება
გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო მოეწყო. შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო “ KPRN”-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2023, 17:50
კულტურა
„სვანეთის ხმები“ საიუბილეო კონცერტით დაიხურა
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მურად ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანისა და გულვერ გერლიანის საიუბილეო საღამო გაიმართა.

06 დეკემბერი 2023, 17:47
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია - არ შევცვლით პოზიციას რაიმე ზეწოლის ქვეშ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია.

06 დეკემბერი 2023, 17:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება
გახარიამ ღალატის გზა აირჩია - ადამიანს შუბლის ძარღვი რომ გაუწყდება, სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.