საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის იუსტიციის აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა

მუჰითინ ოზდემირი
ვახტანგ ჟვანია
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ.
მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჟვანიამ და თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა, მუჰითინ ოზდემირმა.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა. მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.
ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთის პენიტენციური და პრობაციის დაწესებულებებისა და საპატიმროების თანამშრომელთა სასწავლო ცენტრის დირექტორთან, თურქეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პირველ მოადგილესთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივანთან, თურქეთში საქართველოს ელჩთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.

05 დეკემბერი 2023, 15:00
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

05 დეკემბერი 2023, 14:59
პოლიტიკა
ანა წითლიძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში არცერთი ისეთი საკითხი, რომელიც ჯგუფში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ რეალურად არ არის გათვალისწინებული
თუ ოპოზიციის მონაწილეობაზეა საუბარი, ოპოზიციის მონაწილეობა უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ ეს სამოქმედო გეგმა შედგებოდა, - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ 9 პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:57
LIVE ისრაელი
„ცაჰალმა“ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა მიიტანა
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ავიაიერიშების სამიზნე დაჯგუფების ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამხედრო კომპლექსი და გამშვები პუნქტი იყო.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე რუსეთისთვის ე.წ. სანქციების დაწესებაზე: გამოდის, რომ გვერდის ავლა ხდება დასავლეთში და შემდეგ იქაური ცალკეული აქტორებისგან საქართველოს უნამუსო დადანაშაულება
ევროპულ POLITICO-თვის გაზიარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ სანქციებზე თაღლითობა, უფსკრული ხარვეზებში და ფართოდ გავრცელებული გვერდის ავლა ნიშნავს, რომ ნავთობის შემოსავლები კვლავ ავსებს მოსკოვის ომის ზარდახშას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს
„იმდენად შეაძულა თავი თავისი პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომა, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს. მესმის ამ პარტიის წევრების. ისე ამას საბოლოო ჯამში დავარქმევდი შემდეგს, რასაც დასთეს იმას მოიმკი, მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიპტიკურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

05 დეკემბერი 2023, 14:49
მსოფლიო
ხერსონში რუსული ძალების იერიშის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ხერსონში, მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის ცენტრი დილიდან რუსული თავდასხმის სამიზნეა.

05 დეკემბერი 2023, 14:45
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“
არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც პოლიტიკურ ნაწილში ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება, კანონზომიერია.

05 დეკემბერი 2023, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით - ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ
„სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა“, მეორე - ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

05 დეკემბერი 2023, 14:37
მსოფლიო
Politico: უკრაინის საკითხზე ვიქტორ ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს.

05 დეკემბერი 2023, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: პოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაპოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს , - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული
ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:20
პოლიტიკა
ანი წითლიძე: პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ
ტყუილია, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნა არის მსგავსი. არსად არ წერია, რომ ვენეციის კომისიას ეს პუნქტობრივად ჩაეწერა. მათი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, - ეს კომენტარი „ნაციონალური მძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას - შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ და იქნებ ბარიერი გადალახონ
ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა სალომე სამადაშვილზე: ქალი, რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფს პარლამენტს და პარლამენტარებს
ექსპერტის განცხადებით, სამადაშვილი გრძნობს, რომ 2024 წელს პარლამენტარობას დაემშვიდობება, საკუთარი უსაქციელობით კი ცდილობს, უცხოელ პატრონებს თავი მოაწონოს.

05 დეკემბერი 2023, 14:14
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თან ნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

05 დეკემბერი 2023, 14:07
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 23 ადამიანი ემსხვერპლა
მთა, სადაც მარაპი მდებარეობს, ვიზიტორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, რაიონში 75 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 52 პირის ევაკუაცია მოხერხდა.

05 დეკემბერი 2023, 14:03
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.

05 დეკემბერი 2023, 13:52
ტაბლოიდი
ქარდი ბი და მისი ქმარი ოფსეტი სავარაუდოდ ერთმანეთს დაშორდნენ
6-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილმა ერთმანეთს Instagram-ზე გამოწერა გაუუქმა. გარდა ამისა 31 წლის რეპერმა, ქარდიმ instagram სთორი გამოაქვეყნა: „ის მომენტი, როცა ურთიერთობის მიღმა იზრდები. დავიღალე სხვების გრძნობების დაცვით... საკუთარი თავი წინ უნდა დავაყენო“, - წერია პოსტში.

05 დეკემბერი 2023, 13:41
ტაბლოიდი
ლოს-ანჯელესში კინემატოგრაფიის აკადემიის მუზეუმის გალა საღამო გაიმართა. ფოტოგალერეა
ლოს-ანჯელესში კინემატოგრაფიის აკადემიის მუზეუმის გალა საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს. საღამოზე წითელ-ვარდისფერ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან ოპრა ვინფრი, სელენა გომესი, ბილი აილიში, ჰეილი ბიბერი და სხვები.