გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „აჭარული ჩლეჩილი“ -ს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ფოტო: საქპატენტი
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „აჭარული ჩლეჩილი“ -ს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ისტორია, რომელსაც ახლა გიყვებით, ექვსი თაობის წინანდელი ბებიის მონაყოლი ამბავია, თუ როგორ „დაიბადა“ ჩლეჩილი ყველის სახეობა.
ბეშუმში ასეთი თქმულება აქვთ: ერთ ჩვეულებრივ დღეს, სახლის დიასახლისი რძეს ადუღებდა. ჭურჭლიდან რომ არ გადმოსულიყო, კოვზით ანუ აჭარული ციცხვით რძეს მოურია. როგორც ჩანს, რძეს სიმჟავე შეეპარა, შესქელდა და ტრიალის დროს კოვზს გაურკვეველი მასა შემოეხვია. მასა გაიზარდა, გამკვრივდა და წველების, ანუ თმის ღერების ფორმა მიიღო. როდესაც გაშრა, გასინჯეს და ყველის გემოს მიამსგავსეს. ოსმალთა ბატონობის დროს, როდესაც ეს ისტორია მოხდა, აჭარელი ქალები ქრისტიანულ სარწმუნოებას ჩუმად, მალულად ინახავდნენ - გრძელ თმას იწნავდნენ და თმის ბოლოში პატარა ხის ჯვარს ჩაიხვევდნენ ხოლმე. ვინაიდან, ეს უცნაური ყველიც თმას მიამსგავსეს, ისიც დაწნეს და „ჩლეჩილ ყველს“ დღემდე „დაპწნილ ყველს“ უწოდებენ.
საინტერესო ისაა, რომ ჩლეჩილი ყველი ძალზედ ეკონომიური პროდუქტი აღმოჩნდა. ერთი რძისგან, ამ ყველთან ერთად, კიდევ რამდენიმე რძის პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. ამოღებული ყველისგან დარჩენილი სველი მასა ხაჭოა, თავზე მოდგმული ცხიმი - კარაქი, თავად ყველი დაბალკალორიულია და ცხიმისგან მაქსიმალურად დაცლილია, ამავე რძის ნადუღის ცხიმში კი აჭარლები აკეთებენ ყურუთს - მზის გულზე გამხმარ ბაქლავისებური ფორმის კვერებს, რომელსაც ყველაზე ხშირად, ჩაის მიაყოლებენ ხოლმე. ამ თვისებების გამო, ჩლეჩილის დამზადება ყველა ოჯახისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
ჩლეჩილის გემო მსუბუქი რძემჟავური და სასიამოვნოა. თითოეული ძაფი საკმაოდ მკვრივია, გაწელვისას მყარი და თეთრი შეფერილობის.
მოხდილი ყველის არსებობას და იმ თქმულებას, რომ ყველაფერი რძის დუღილით და ყველის მოხარშვით დაიწყო, ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა აჭარული ყველის შესახებ. უშუალოდ ჩლეჩილი კი მზადდება ბეშუმის მხარეში, მწვანე ტბის ხეობასა და მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებში. ზღვის დონიდან საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, 1800-3000 მეტრზე, საზაფხულო საძოვრებზე მობალახე საქონლისგან მიღებული რძე ყველის მაღალი ხარისხის განმაპირობებელი უტყუარი ნიშანია.
გეოგრაფიული აღნიშვნა „აჭარული ჩლეჩილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 19:44
საზოგადოება
ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

07 დეკემბერი 2023, 19:18
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

07 დეკემბერი 2023, 19:15
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების გამო.

07 დეკემბერი 2023, 18:57
საზოგადოება
უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 18:46
საზოგადოება
TAV Georgia-მ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციულად, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს TAV-ის სახელობითი სტიპენდია გადასცა.

07 დეკემბერი 2023, 18:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ს სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს
„ელენე ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება.” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

07 დეკემბერი 2023, 18:30
პოლიტიკა
გია აბაშიძე: გახარიას უსაფუძვლო განცხადებები მიუთითებენ თუ როგორ შეიძლება იქცეს პოპულარული პოლიტიკოსი შარახვეტია პოლიტიკანად, როცა ზნეობასთან ხდება განშორება
მოღალატე გიორგი გახარიამ უკვე აღარ იცის ვის მიბაძოს სასოწარკვეთილ რადიკალურ ოპოზიციაში. თაღლითების კანტორა „ლელოს“ ე.წ. „მუქარის წერილებში“ თუ რუბლოვნა ხოშტარია-გირჩი ჯაფარიძის სამარცხვინო ტანდემს ე.წ."მონების რეესტრში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით.

07 დეკემბერი 2023, 18:30
ეკონომიკა
Eurowings-ი მოლდოვის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს დამატებით ახალ მიმართულებებზე. Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

07 დეკემბერი 2023, 18:29
მსოფლიო
უკრაინული მედია: 2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში უკრაინისთვის დასავლეთის მიერ დაპირებული ახალი დახმარების მოცულობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია 2022 წლის იანვრის შემდეგ
2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში უკრაინისთვის დასავლეთის მიერ დაპირებული ახალი დახმარების მოცულობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია 2022 წლის იანვრის შემდეგ და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 18:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, მან ამის მორალური უფლება იმ დღიდან დაკარგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახდა
დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი, მან ამის მორალური უფლება იმ დღიდან დაკარგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გახდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 18:17
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვისას გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის, რასაც მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მონაწილეობა ჰქვია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკომიტეტო განხილვისას გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის, რასაც მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მონაწილეობა ჰქვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“„ ჩართვისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 18:11
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: რაც ნაცმოძრაობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი
რაც ნაცმოძრაობაში ხდება, ეს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი. ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში მათ დღის წესრიგი მხოლოდ ერთ თემაზე ააგეს და ერთი მიზანი დაისახეს - საქართველოს არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და ეს პროცესი უნდა გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის და ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 17:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საქართველოს განიხილავენ პაკეტში თუ ცალკე ამაზე საუბარი არ არის, ჩვენ ჩვენი დამსახურება გვაქვს
საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შიდა ევროპულ ფორმატში არ არის მიღებული რაღაც გარიგებების საკითხებზე ასეთი მსჯელობა, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ზოგიერთ სუბიექტს უნდა რომ წარმოაჩინოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 17:55
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში
წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ბუდაპეშტიდან ჩართვისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 17:48
სამართალი
პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია „ვივა ვაკის" დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 17:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და უფრო მეტსაც, და ეს მაჩვენებლები ნამდვილად საშუალო ევროპული სტანდარტისაა
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და უფრო მეტსაც. ეს მაჩვენებლები ჩვენ არ დაგვიწესებია - მსოფლიო ბანკმა და სხვა არაერთმა კომპეტენტურმა უწყებამ დააყენა საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთეს პოზიციაზე. საქართველოს მაჩვენებლები ნამდვილად საშუალო ევროპული სტანდარტისაა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 17:46
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით?
მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით? თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?!, -ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა X-ზე წერს და პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება.

07 დეკემბერი 2023, 17:34
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.

07 დეკემბერი 2023, 17:30
თავდაცვა
საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს
საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 17:20
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.