სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს სამსახურის მანდატზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სამსახურის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები, რისი მეშვეობითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად, წინასწარი ნებართვის გარეშე, შესვლის უფლება მიეცათ; სამსახურს მოწმის და დაზარალებულისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების დასანიშნად მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა; უწყების თანამშრომელთა უფლებრივი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები არსებითად გაუმჯობესდა.
გარდა აღნიშნულისა, ასევე, ხაზი გაესვა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, სამსახურის ინიციატივით პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა.
ასევე, უწყების კომპეტენციას მიეკუთვნა ისეთი დანაშაულების გამოძიება, როგორსაც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურება, განზრახ უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე წარმოადგენს.
კოკა კაციტაძემ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გადახედვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნული ცვლილება პოზიტიურად შეაფასა. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს უწყების კომპეტენციას, თუკი მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს.
ასევე აღინიშნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, სამსახურის უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზნით, მოითხოვოს შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან ქუთათელაძე, ადმინისტრაციის უფროსი სოფიო ჭარელი და ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები- მერი ო’ტული, იერიკ ჰოლმოივიკი, ვაჰე დემერჩიანი და მარტინა სილვესტრი ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 16:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი.

08 დეკემბერი 2023, 16:20
საზოგადოება
ჯივიპი თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 722 მეტრი სიგრძის მოძველებული, კოროზირებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. პროექტში ჯივიპი 400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

08 დეკემბერი 2023, 16:18
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 58 996 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1,5 კილო თამბაქო აღმოაჩინეს.

08 დეკემბერი 2023, 16:15
მსოფლიო
თეთრი სახლი: 2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს
2024 წლის ბოლომდე რუსეთი უკრაინის პირობების საფუძველზე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, ჯონათან ფაინერმა განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 16:06
საზოგადოება
გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 16:05
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება
„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

08 დეკემბერი 2023, 16:01
საზოგადოება
კატასტროფების რისკის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

08 დეკემბერი 2023, 15:57
რეგიონი
გურიის რეგიონში ეროვნული პარკი იქმნება
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა. ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა მხარის ადმინისტრაციის და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ინიციატივით ხორციელდება.

08 დეკემბერი 2023, 15:51
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ პარტიის არაფორმალური მმართველები ვინ არიან; ერთი ქართული ჯარის გამფცქვნელია და მეორე - ორი გვამის მომთხოვნი
„ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი მძიმე წარსულით, პრაქტიკულად ის არის ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისათვის, როგორც ველოსიპედში ჯოხი, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 15:34
მსოფლიო
რუსული მედია: ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის თანხმობა გასცა. როგორც Tass-ი წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლში გამართული ცერემონიის მონაწილეებმა განუცხადეს.

08 დეკემბერი 2023, 15:12
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცეთავმჯდომარე, ლი ვუ ხელმძღვანელობდა.

08 დეკემბერი 2023, 15:01
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
გრიგოლ ლილუაშვილმა და მარკ კლეიტონმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

08 დეკემბერი 2023, 15:00
მსოფლიო
CNN: რადგანაც უკრაინის შესახებ დასავლური ერთიანობა სუსტდება, პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთქილებაა.

08 დეკემბერი 2023, 14:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პარლამენტის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ჯუდიტ ვარგას შეხვდა
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უნგრეთის ოფიციალური პირები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

08 დეკემბერი 2023, 14:47
ეკონომიკა
„ლიბერთის“ Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდი“-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებს ახალ აქციას სთავაზობს: მათ, ვინც CashBack - ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შესაბამის შეთავაზებას გაიაქტიურებს, „ზოდის“ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება!

08 დეკემბერი 2023, 14:44
რეგიონი
ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 8 მინი მოედანი სრულად განახლდა
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

08 დეკემბერი 2023, 14:42
საზოგადოება
მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 14:40
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია: თუ 15 დეკემბრამდე ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან არ დასრულდება იმ ფულზე, რაც მან დემოკრატიის უკუსვლიდან გამომდინარე ვერ მიიღო, კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადები ყველა ქვეყნისთვის გართულდება
თუ 15 დეკემბრამდე ორბანის ვაჭრობა ევროკავშირთან არ დასრულდება იმ ფულზე, რაც მან დემოკრატიის უკუსვლიდან გამომდინარე ვერ მიიღო, გართულდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადები ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხდა.

08 დეკემბერი 2023, 14:36
LIVE ისრაელი
ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან მძევლები.

08 დეკემბერი 2023, 14:34
მსოფლიო
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ისრაელის ძალისხმევასა და რეალურ შედეგებს შორის ნაპრალია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს ისრაელთან აქტიური მოლაპარაკებები აქვს, რომ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და გაზარდონ პალესტინელთა ჰუმანიტარული დახმარება.