კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ერთ-ერთი მონაწილე საქპატენტის რჩეული გახდა

ფოტო: „საქპატენტი“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ყოველწლიური კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“, კონკურსის დაარსების დღიდან მისი ერთგული მხარდამჭერი და საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია.
კონკურსი 2011 წლიდან ტარდება და მისი ორგანიზატორი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გახლავთ. კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ასევე მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
„ლეონარდო და ვინჩის“ 2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 29 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი, აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა 12 - მა პროექტმა. კონკურსმა ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლინა და წაახალისა გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები. კონკურსში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და კერძო სკოლების მე-7-12 კლასების მოსწავლეები.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ჭანტურია დააჯილდოვა, რომელმაც ყველაზე მეტად დააკმაყოფილა საქპატენტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები - სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. საქპატენტის მიერ შერჩეულმა კონკურსანტმა - ეპისტოპი, იგივე ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება გამოიგონა. საქპატენტის თავმჯდომარემ მას ფასიანი საჩუქარი გადასცა.
„ლეონარდო და ვინჩის“ 2023 წლის გრანპრი დაიმსახურა პროექტმა სახელწოდებით - „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“. გუნდის წევრები არიან: ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია. საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვეს ნიკა ყუფარაძემ, კონსტანტინე გოტიაშვილმა, მარიამ პერანიძემ პროექტით - „BCD- ტვინით მართვადი დრონი“, მეორე ადგილის პრიზიორები გახდნენ ანასტასია დეკანოიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული პროექტით - „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“, საპრიზო მესამე ადგილი ერგო პროექტს სახელწოდებით - „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, გუნდის წევრები არიან: ნინო გურეშიძე, ზურაბი რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან დღემდე კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი” წარდგენილი იყო 1257 საკონკურსო განაცხადი, ინოვაციური პროექტი. აქედან 341 პროექტი საქართველოს რეგიონებიდან, ხოლო 916 - თბილისიდან.
კონკურსი ხორციელდება ორი - სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ქიმია, ბიოქიმია, ასტრონომია, კოსმოლოგია, ფიზიკა, საინჟინრო მექანიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2023, 11:12
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: მიხარია, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში - ჩვენ გვინდა ყველამ ერთად იმუშაოს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის
საქართველოში ევროკავშირის სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

03 დეკემბერი 2023, 10:48
მსოფლიო
პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

03 დეკემბერი 2023, 10:05
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის
უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხად.

03 დეკემბერი 2023, 09:29
მსოფლიო
ფილიპინებში უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:05
საზოგადოება
93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

03 დეკემბერი 2023, 08:33
ტაბლოიდი
Binance-ის პოპულარიზაციისთვის რონალდუს $1-მილიარდიანი სარჩელი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.

03 დეკემბერი 2023, 08:05
კულტურა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა. სერიალი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

03 დეკემბერი 2023, 00:45
მსოფლიო
ფილიპინებზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

02 დეკემბერი 2023, 23:55
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

02 დეკემბერი 2023, 23:25
მსოფლიო
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა შვილის კოლეჯში მოსაწყობად თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა - ფელისიტი ჰოფმანმა სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.

02 დეკემბერი 2023, 22:53
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

02 დეკემბერი 2023, 22:28
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი: ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს
„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს“.

02 დეკემბერი 2023, 22:03
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს
ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

02 დეკემბერი 2023, 21:55
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ - სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 21:54
სპორტი
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ცნობილია
დღეს გერმანიაში, ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში, ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომელსაც ფინალურ ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდეს.

02 დეკემბერი 2023, 21:41
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა და ყველა აღფრთოვანებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია
DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა, მათ შორის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია , - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 21:16
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ყველა პუნქტში, ყველა მიმართულებაში, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოჰკიდა, არის ხელშესახები წარმატება
დაახლოებით წელიწად-ნახევარის განმავლობაში საქართველომ, კერძოდ კი მისმა ხელისუფლებამ და ზოგადად გუნდმა გამოიარა ძალიან ბევრი ბარიერი, გადალახა ბევრი პრობლემა და საბოლოოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა მართალი , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 20:59
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი: ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს
ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2023, 20:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ, არამედ ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს
„ჩვენ რომ ხელოვნური გაერთიანებების წინააღმდეგი ვართ, ეს იმითაც ჩანს, რომ ბლოკების საკითხი აიკრძალა და მხოლოდ გაერთიანება კონკრეტული არჩევნებისთვის აღარ გახდა დაშვებული კანონიდან გამომდინარე. ჩვენ საქართველოში ვავითარებთ პარტიულ დემოკრატიას“.

02 დეკემბერი 2023, 20:37
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობა თავისი აქტიური პოლიტიკური არსებობის ბოლო სერიას გადის
ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის - ეს მოსალოდნელი იყო წინარე პროცესებიდანაც, რაც პარტიაში საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.