26 ნოემბერი 2023, 16:40 / სანდო წყარო

მეუფე შიო: სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში

მეუფე შიო

მეუფე შიო

სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ ტაძარში მსახურებაზე წაკითხული სახარებიდან იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ განმარტა და მრევლს სხვათა ცოდვების შენდობისა და მოწყალებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ იგავში მოცემულია გულმოწყალების უმაღლესი საფეხური.

„უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ახლა ვინმე იკითხავს: - სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებსა და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?

და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.

ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 09:31

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აქვს საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აქვს საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 09:24

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე: გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია. მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იყო და მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები.

თეა ახვლედიანი

21 თებერვალი 2024, 09:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ემსჯელა ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში

თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

21 თებერვალი 2024, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ჯო ბაიდენი

21 თებერვალი 2024, 09:01

მსოფლიო

ბაიდენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

რუსი ოპოზიციონერი 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში გარდაიცვალა. დასავლელი ლიდერები ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებენ.

21 თებერვალი 2024, 08:41

ეკონომიკა

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის, საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, 26 მილიონ ევროს მიიღებს

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

21 თებერვალი 2024, 08:30

ჯანდაცვა

უკრაინამ რუსეთიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ უმაღლესი რადის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დმიტრი ლუბინეცი იტყობინება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 08:09

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვევა.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 08:01

პოლიტიკა

დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღის მეორე ნახევარში ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ერთობლივი განცხადების დასრულებისთანავე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.

ლუდმილა ნავალნაია

21 თებერვალი 2024, 04:10

მსოფლიო

ნავალნის დედა პუტინს: ნება მომეცით ვნახო ჩემი შვილი - მოვითხოვ, რომ ალექსეის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ, რათა მისი ღირსეულად დასაფლავება შევძლო

ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, ვლადიმირ პუტინისგან მისი შვილის ცხედრის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პრინცი უილიამი

21 თებერვალი 2024, 03:54

მსოფლიო

პრინცი უილიამი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

პრინცი უილიამი, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

საბრინა სინგჰი

21 თებერვალი 2024, 03:36

მსოფლიო

პენტაგონი წარმომადგენელთა პალატას მოუწოდებს, უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გამოუყოს

პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა კვლავ მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გამოუყოს.

21 თებერვალი 2024, 03:23

მსოფლიო

The New York Times: ავდიივკიდან ქაოტური უკანდახევის დროს ასობით უკრაინელი ჯარისკაცი შესაძლოა ტყვედ ჩავარდა

ავდიივკიდან ქაოტური უკანდახევის დროს ასობით უკრაინელი ჯარისკაცი შესაძლოა ტყვედ ჩავარდა, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი დასავლელი მაღალჩინოსნებისა და უკრაინელი ჯარისკაცების შეფასებებზე დაყრდნობით.

ანდჟეი დუდა

21 თებერვალი 2024, 03:02

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის საზღვართან ფერმერების პროტესტზე: გახსოვდეთ, რომ პოლონეთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვრის ბლოკირების კომენტირებისას განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას არ შეუძლია შეზღუდოს ფერმერების კანონიერი პროტესტის უფლება და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ასეთი ქმედებების საფუძველი.

ოქსანა მარკაროვა

21 თებერვალი 2024, 01:58

მსოფლიო

აშშ-ში უკრაინის ელჩი: ყველა რუსული ბანკი სანქცირებული უნდა იყოს

აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა გადადგას თამამი ნაბიჯები სანქციების ახალ პაკეტში, მათ შორის ყველა რუსული ბანკი უნდა იყოს სანქციების სამიზნე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 თებერვალი 2024, 01:50

მსოფლიო

ზელენსკი: დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეფერხება ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლას კარს უღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეფერხება ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლას კარს უღებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 თებერვალი 2024, 01:35

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ვერანაირი ზეწოლა ვერ შეგვიშლის ხელს მიზნების მიღწევაში - მზად ვართ, გავაგრძელოთ ომი მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა მიზანს

ვერანაირი ზეწოლა ვერ შეგვიშლის ხელს მიზნების მიღწევაში, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გილად ერდანი

21 თებერვალი 2024, 01:24

მსოფლიო

გაეროში ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ არდაგმობა გაეროს ტრადიციაა

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ არდაგმობა გაეროს ტრადიციაა.

ჯონ კირბი

21 თებერვალი 2024, 01:09

მსოფლიო

ჯონ კირბი: კონგრესის უმოქმედობის გამო, უკრაინის ჯარებმა ავდიივკა დატოვეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კონგრესის უმოქმედობის გამო, უკრაინის ჯარებმა ავდიივკა დატოვეს.

ოლექსი დანილოვი

21 თებერვალი 2024, 00:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ის, რაც ავდიივკაში ხდებოდა, კანონზომიერი ამბავია და იქ სასწაული ვერ მოხდებოდა

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის, რაც ავდიივკაში ხდებოდა, კანონზომიერი ამბავია და იქ სასწაული ვერ მოხდებოდა.