01 დეკემბერი 2023, 09:55 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

სამიტი ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ილიანა ივანოვამ გახსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე წარდგნენ მოლდოვის განათლებისა და კვლევის მინისტრი დან პერჩუნი და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იევჰენ კუდრიავეცი.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა, აღნიშნული გამოწვევების დაძლევის კუთხით, ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ეს რეფორმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
რეფორმებზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.

როგორც გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება ახალგაზრდობის მიმართულება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

მინისტრი საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus + პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო. მან დაადასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით. გიორგი ამილახვარის თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ

საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის

ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი, მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში

ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი, მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:23

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით

რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

01 მარტი 2024, 12:23

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ახალ ატაშეს, ივენ კალის შეხვდა

„შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე და კულტურის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

01 მარტი 2024, 12:22

საზოგადოება

ევროპელი კოლეგები ComCom-ზე: მედიაწიგნიერების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას სფეროს ექსპერტები, პედაგოგები, პოლიტიკის შემქმნელები და სხვა დაინტერესებული მხარეები იღებდნენ, მიზნად ციფრული და მედიაწიგნიერების ინიციატივების, დეზინფორმაციასთან გამკლავების, მოზარდებში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ასევე, მედიაწიგნიერების მიმართულებით, მომავლის ტექნოლოგიების გამოწვევების შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა თუ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა ნაცმოძრაობის რიტორიკას ერთი ერთში

სალომე ზურაბიშვილი არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა ნაცმოძრაობის რიტორიკას ერთი ერთში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:21

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან

ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენთან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ

„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას [ევროპარლამენტის პრეზიდენტის] სიტყვების ციტირებას, რადგან დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და არ გვაქვს უფლება, რომ ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებით 2022 წელს განვითარდა ევროპარლამენტში. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები“

01 მარტი 2024, 12:16

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებას, ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი

ჩინეთთან ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობს შეთანხმება და თანდათან ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

01 მარტი 2024, 12:12

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დამცველ ინიციატივაზე: არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც სტატისტიკაზეც აისახება, უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საქართველოში საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან, ეს არის აბსოლუტურად გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის

ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 55-დან 60%-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა გასული 1 წლის განმავლობაში საზოგადოებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე

ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85 პროცენტიანი მხარდაჭერა შენარჩუნდეს, „მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ცდილობენ ეს მაჩვენებელი დაწიონ“.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩემი მოწოდებაა, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას

ჩემი მოწოდებაა არა მარტო ყველა მინისტრის, საჯარო დაწესებულების, იგივე თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან დარგის წარმომადგენლებთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა იმისთვის, რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 12:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება, ასეთი განცხადებები უბრალოდ გამაოგნებელია

კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

01 მარტი 2024, 12:00

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე: რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელის ამ ინიციატივას, წარმომიდგენია, რაოდენი სიხარულია დღეს მათში

მისი თქმით, ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდო ლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 11:53

ეკონომიკა

ირაკლი კობაიხძე: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული და მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ ბიზნესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 მარტი 2024, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ - ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე

მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა