01 დეკემბერი 2023, 11:33 / სანდო წყარო

რენე ჰობსი: საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით

რენე ჰობსი

რენე ჰობსი

მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ ნიუსის“ კრიზისს ვეძახით: დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსული პროპაგანდის გავრცელებით ზეგავლენის მოსახდენი სისტემური კამპანიებით, ბოტების და ტროლების გამოყენებით, ყველანაირი მექანიზმით რათა მოახდინონ ადამიანის გონებაში ინფილტრაცია გართობის, ინფორმაციის და დარწმუნების კუთხით.“

პროფესორმა მოზარდებისა და მთლიანად საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მედიის როლსა და გავლენაზე ისაუბრა და გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიაწიგნიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მედიაწიგნიერება მეტია ვიდრე ცრუ ინფორმაციის პრობლემის შესწავლა. მედია ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილზე მოქმედებს, როცა როგორც მშობელი ბავშვს ვზრდით, მედია ძალიან ეფექტური ძიძაა, არა?! მიეცი ბავშვს ტაბლეტი და თავისუფალი ხარ, შეგიძლია საათობით მიატოვო, მაგრამ მედიის გამოყენებით ბავშვების აღზრდას თან ახლავს უამრავი პრობლემა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას უკავშირდება ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, თვითშეფასების და ღირებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემები. რა თქმა უნდა პრობლემურია სოციალური კავშირებიც, უნარი - შეიძინონ მეგობრები. მაგალითად, 15 წლის ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ვიდეო თამაშების მეშვეობით აქვს სხვა ბავშვებთან კონტაქტი, ადამიანის განვითარების ჯანმრთელი გზა არ არის. მშობლები და მასწავლებლები აღიარებენ, რომ მედია ბევრ სარგებელს გვთავაზობს, რომ ბავშვს ეფექტურ კომუნიკატორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, თუმცა არის ზიანიც“, - განაცხადა რენე ჰობსმა.

პროფესორმა ასევე მედიაწიგნიერების უნარების ფართო საზოგადოებამდე მიტანის აუცილებლობასა და მედიაწიგნიერების განათლების სისტემაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ პირდაპირ იმ მიდგომას აღვწერთ, რომელიც აკადემიური კულტურიდან მომდინარეობს. იმიტომ, რომ დავდიოდით უნივერსიტეტში, კოლეჯში, და გვასწავლიდნენ, რომ ინფორმაციას გააჩნია იერარქია. სულ ზემოთ იყო ლიტერატურა და სადღაც ძირში იყო მედია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ახლა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს მართავს, ქედმაღლური შეხედულება აქვს მასობრივ ინფორმაციაზე, რაც საშუალებას აძლევს არ მიაქციონ ყურადღება ინფლუენსერებს „იუთუბიდან“, არც პოპულარული დოკუმენტური ფილმების შემქმნელებს, არც ბლოგერებს - მედიასთან დაკავშირებით ეს საერთოდ არ არის კრიტიკული აზროვნება - ეს ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა. სწავლებისადმი ჩვენი მიდგომის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქედმაღლური შეხედულების დაძლევაა. ადამიანებმა ხარისხი ხის სხვა და სხვა შტოებად უნდა განიხილონ: შეიძლება იყოს ხარისხიანი კომიქსი, ხარისხიანი მიმი, ხარისხიანი „პოდკასტი“ და როდესაც ვიცვლით შეხედულებას ხარისხიან მედიასთან დაკავშირებით, ეს ხსნის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, სკოლაში სწავლა მხოლოდ პაწაწინა სეგმენტია და მედიაწიგნიერების უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ისწავლო.“ - განაცხადა მედიაწიგნიერების ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევების, განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, საქართველოში ComCom-მა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტმა ქართველ სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა, სადაც მედიაწიგნიერები როლზე, პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და მსოფლიო მასშტაბით მედიაწიგნიერები სწავლების არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

ყველა სიახლე

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 14:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

გია ცაგარეიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე: შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

ლევან ბეჟაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

21 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:36

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩვენი მხარისათვის, ასევე ევროკავშირის მესვეურთათვის, ნათელი არის საქართველოს გეგმები

„მკაფიოდ გამოიკვეთა ამ შეხვედრების დროს, რომ საქართველო ნამდვილად არის მზად იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელოს გზა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გაჟღერებული რამდენიმე გზავნილი“

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ტრაექტორია, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპულია - საქართველო მიდის სწორი გზით

უდავოა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან პოზიტიურია ევროკავშირის განზომილებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

ირაკლი კობახიძე და რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:26

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გურამ მაჭარაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ საქართველო უკვე თავსებადია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან გაწევრიანების კუთხით

ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ახლა უკვე ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანებისთვის ჩვენ, საქართველოს მხარეს პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

21 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა

საზოგადოების მხარდაჭერით გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნატოს სტანდარტებთან და ძირითად მოთხოვნებთან, თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის თავსებადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:17

პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: პრემიერს შეუძლია ნატო-ს შტაბ ბინიდან წამოიღოს ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის უფრო მეტი და ხელშესახები პროგრამები

„მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრებს აფასებს.

21 თებერვალი 2024, 14:13

მსოფლიო

ბელგიის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება. ამის შესახებ ევროპულ საბჭოში ბელგიის წარმომადგენლობა იუწყება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:04

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: სანქციების შემოღების შემდეგ, გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია 1795 უარი, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ექსპორტზე ან რეექსპორტზე პირის მომართვისას უარის 1050-ზე მეტი გადაწყვეტილებაა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე
რობერტა მეცოლა

21 თებერვალი 2024, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ხვდება

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 14:02

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

გელა სამხარაული

21 თებერვალი 2024, 13:56

პოლიტიკა

პარლამენტმა გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია

აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.