02 დეკემბერი 2023, 13:20 / სანდო წყარო

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მეგრული სულგუნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

სულგუნი

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „მეგრული სულგუნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„მეგრელებმა ასე იციან თქმა - ყველი და სულგუნი. ეს ორი პროდუქტი დასახელების დროსაც კი გამიჯნული აქვთ მეგრელებს და სულგუნი ჩვეულებრივი ყველისგან მკვეთრად განსხვავებული პროდუქტია. ერთია ყველი, რომელიც თავის თავში ბევრ სახეობას მოიცავს და მეორეა სულგუნი, რძის პროდუქტი, რომელიც სამი სახეობით გვხვდება საქართველოში - სულგუნი, მეგრული სულგუნი და სვანური სულგუნი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ცალკე სპეციფიკაციაზე, მეგრულ სულგუნზე, რომლის წარმოების გეოგრაფიული არეალი სამეგრელოს რეგიონია.

მეგრული სულგუნის არსებობა პირდაპირ კავშირშია განვითარებულ მეჯოგეობასთან. სულგუნი მზადდებოდა იქ, სადაც გაჩაღებული იყო აქტიური მეურნეობა. მეგრელი და სვანი მეჯოგეები მთელ ზაფხულს საქონელთან ერთად მთაში ატარებდნენ და იქვე ამზადებდნენ ყველის ამ განსაკუთრებულ სახეობას. შესაბამისად, დადგინდა წესი, რომ მეგრული სულგუნი შესაძლებელია მომზადდეს ძროხის, კამეჩის, ან თხის რძისგან, ან მათი რძის ნარევისგან. უძველესი დროის მეურნე ხალხის გამოცდილებით, სასულგუნე ყველი ორჯერ იხარშება. ამ მეთოდით მიიღწევა ის, რომ ორმაგი ხარშვის შემდეგ ყველი ნაკლებ ცხიმიანი ხდება. ასევე, დამარილებისას ის მარილს იღებს ზომიერად, ხდება ფენოვანი და სწორედ მრავალფურცლოვანი თვისებით ხდება მისი ხარისხის შეფასება.

ისევე, როგორც ბევრი ქართული პროდუქტი, მეგრული სულგუნიც კავშირშია უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან. უხსოვარი ხანის მეჯოგეების მიერ სულგუნის „პწნილებით“ შექმნილი ფორმები - ცხოველები, ფრინველები და სხვა საკრალური ფიგურები, პირდაპირ გვაკავშირებს კერპთაყვანისმცემლობასთან და ადვილი სავარაუდოა, რომ ველად მცხოვრები ადამიანები სწორედ ამ ქმნილებებით ავედრებდნენ მესაქონლეობის ღვთაებას ოჯახსა თუ ბარაქას. ასევე, ამ ნაკეთობებს იყენებდნენ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად. ასეთი ფიგურების შექმნა დღემდე ცოცხალია მეგრულ ტრადიციაში და ამ რეგიონში არაერთ ოჯახს შეხვდებით, სადაც მეგრული სულგუნით, განსაკუთრებით კი შებოლილი სულგუნით დამზადებულ უამრავი სახეობის ნივთს აღმოაჩენთ. იქნება ეს ჭიქა, სანთელი, სახლის დეკორაციის ნაწილი თუ სხვა.
მეგრული სულგუნის, როგორც უძველესი კოლხური ტრადიციის გადმონაშთის შესახებ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ხალხური თქმულებები და ისტორიკოსებს მხოლოდ ვარაუდების გაკეთება შეუძლიათ. თავად სახელწოდება „სულგუნი“ კი XVII საუკუნიდან ჩნდება, როგორც დადასტურებული ფაქტი, მას სულხან-საბა ორბელიანი წერს „სიტყვის კონაში“. მოგვიანებით, XIX საუკუნეში კი დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონშიც ვხვდებით იგივე სიტყვას. ამავე პერიოდიდან, 1890 წლიდან წყაროები ადასტურებს მეგრული სულგუნის ექსპორტზე გატანას. ყველის ეს სახეობა გასაყიდად გადიოდა მთელ ამიერკავკასიაში.

მეგრული სულგუნის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ: მარტვილის, სენაკის, აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, ასევე, ფოთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვრებში.

დაბალი, ცილინდრის ფორმის ყველი, ფურცლოვანი, სუფთა, რძემჟავური დამახასიათებელი გემო, ზომიერად მარილიანი, მკვრივი და თან ელასტიკური, უნასვრეტო, თუმცა ფენებს შორის დასაშვებად ცარიელი, შებოლილ შემთხვევაში, შებოლვისთვის დამახასიათებელი არომატით და სურნელით გაჯერებული, მოყვითალო შეფერილობით და ოქროსფერ-მოყავისფრო ქერქით, განუმეორებელი პიკანტური გემოს მქონე შებოლილი მეგრული სულგუნი დღემდე მზადდება სამეგრელოს ტერიტორიაზე ზუსტად იმ ტრადიციული წესით, რაც ოდითგანვე მეგრელი ხალხის კულინარიის განუყოფელი ნაწილი იყო.

გეოგრაფიული აღნიშვნა „მეგრული სულგუნი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, - აცხადებენ საქპატენტში.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2024, 10:28

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:15

ჯანდაცვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 თებერვალი 2024, 00:06

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს

რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა

გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.