04 დეკემბერი 2023, 10:44 / სანდო წყარო

„სისტრას ჯგუფი“: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით მიყვება „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად

„სისტრას ჯგუფი“, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტი მოამზადა, ერთ-ერთ მედიაში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გამოვეხმაუროთ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია არ ითვალისწინებს „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკრუპულოზურად მიყვება „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.

სწორედ სისტრას ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.

ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.

და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე ესოდენ მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის ნატოს ერთგული პარტნიორი და ნატო გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 თებერვალი 2024, 11:12

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე მალე საკუთარ თავზე იგრძნობს

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში იყო ისტორიული მნიშვნელობის და საქართველო იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქის ყურადღების ცენტრში“

22 თებერვალი 2024, 11:12

მსოფლიო

The Times: ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო - ამის შესახებ გამოცემა The Times-ი წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ომში გაიმარჯვოს, უკრაინას ჯარის რაოდენობის გაზრდა სჭირდება, იმიტომ რომ ომში შეიარაღებული ადამიანები იმარჯვებენ.

ვასილ მაღლაფერიძე

22 თებერვალი 2024, 10:57

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: „საქართველოში, ჯერ კიდევ გუშინწინ ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ამერიკაში „მამის“ და „დედის“ თქმას უშლიანო, საბრალოს სასაცილოდ აგდებას არ აკმარებდნენ - იმდენად გაღმა ნაპირზე გასულად გამოიყურება ეს ამბავი

მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი… აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ ტერმინებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“, „პარტნიორი“, „შვილი“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

22 თებერვალი 2024, 10:54

ეკონომიკა

ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

,,Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

22 თებერვალი 2024, 10:41

კულტურა

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ🌊📷

კონკურსის მთავარი პრიზი და წლის წყალქვეშა ფოტოგრაფის წოდება ალექს დოუსონს გადაეცა - მის ფოტოზე ასახულია დაივერი, რომელიც ფსკერზე ვეშაპების ჩონჩხებს იკვლევს.

22 თებერვალი 2024, 10:35

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

22 თებერვალი 2024, 10:28

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:15

ჯანდაცვა

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.