06 დეკემბერი 2023, 12:17 / სანდო წყარო

ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, დიდ დიღომში კი ორი პროექტი მიმდინარეობს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცისმოწყობა დასრულდა.

უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეკრეაციულ პროექტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ სამუშაოები, დაახლოებით, ერთ ჰექტარტერიტორიაზე განხორციელდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები.

„მსგავსი პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა რაიონსა და უბანში, სადაც ამ მასშტაბის სივრცეები არსებობს, უნდა მოვაწყოთ პარკები, დასასვენებელი სივრცეები. თუ დააკვირდებით, ყველა პარკი თუ სკვერი, რომელიც გავაკეთეთ, საღამოობით ყოველთვის სავსეა, ბავშვები კალათბურთს, ფეხბურთს თამაშობენ, სავსეა ატრაქციონები, ფანჩატურები, ყველა თაობის ადამიანისთვის იქმნება შესაბამისი სივრცე. ამ პროექტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, მერის თქმით, დაპირებისამებრ, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს დიდდიღომშიც, თავდადებულის ქუჩაზე.

„ორი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, უკვე იწმინდება სამშენებლონარჩენებისგან, ხორციელდება მწვანე ნარგავების გამოხშირვის, ტერიტორიის გაწმენდისა დამოვლა-პატრონობის სამუშაოები. ასევე, იხსნება უკანონო შემოღობვები, რომელიც ძალიან ბევრია. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც საფეხმავლობილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. რაც ყველაზემნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოები2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძის თქმით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის N18ა-ს მიმდებარედ, სადაც მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, დარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც განახლებას საჭიროებს.

„დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობამიმდინარეობს. სამუშაოები მომავალი წლისთვის დასრულდება. ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, დიდ დიღომში მცხოვრებთათვის. ერთ დიდ სივრცეში თავმოყრილი იქნება საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი სივრცე, ჭიდაობის დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საცურაო აუზები პატარებისა და ზრდასრულებისთვის, მედიათეკა. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრის ირგვლივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება საბურთალოს რაიონის გამგეობამ განახორციელა, მოეწყო ძალიან ლამაზი, მწვანე სივრცე. ამავე ტერიტორიაზედარჩენილი იყო გამწვანებული ტერიტორია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სრულად გასაახლებელია. აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიუზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოებიც მომავალი წლისთვის დასრულება.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2024, 00:28

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2024, 00:22

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ის დაიცავს ქრისტიანობას რადიკალი მემარცხენეებისგან, რომლებიც ჯვრების განადგურებას ცდილობენ

„ყველა კომუნისტური რეჟიმი, მთელი ისტორიის განმავლობაში, ცდილობდა ეკლესიების აღმოფხვრას ზუსტად ისე, როგორც ყველა ფაშისტირი რეჟიმი მათ გაკონტროლებას“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

25 თებერვალი 2024, 00:16

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 103 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

25 თებერვალი 2024, 00:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 23:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას ჩვენგან „ვეტინგი“ არ მოუთხოვია

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები მოქმედებენ შურისძიებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მოდელით. მათ ერთადერთი ჩანაფიქრი აქვთ - ჰქონდეთ პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გია აბაშიძე

24 თებერვალი 2024, 22:48

საზოგადოება

გია აბაშიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მაია ბითაძეს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება - კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ „მცოდნენო"!

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია ბითაძეს, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტია, უარგუმენტოდ ედავებიან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 22:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით - დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა

„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები საქართველოში იფრინონ

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორბაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის“.

24 თებერვალი 2024, 21:43

საზოგადოება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება

„მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას“.

მარიამ ქვრივიშვილი

24 თებერვალი 2024, 21:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობას შიგადაშიგ აქვს წამოცდენები, რომ წინარევოლუციური პროცესის სამზადისში არიან

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საბოტაჟი სახეცვლილი არ იქნება ჩვენთან მიმართებაში, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ნიკოლიეშვილი

24 თებერვალი 2024, 20:45

საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტს მხარდაჭერა სჭირდება, მიზეზი მარტივია - ვისაც შინაური ცხოველები უყვარს, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ

მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ, პასუხისმგებლობას გაუზრდის.

24 თებერვალი 2024, 20:44

საზოგადოება

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ზურაბ ქადაგიძე

24 თებერვალი 2024, 20:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: აუცილებელია გამკაცრდეს მოშენება-გამრავლების საკითხი და მოქალაქეებმა ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

კარგია, რომ სათანადო ყურადღება მიექცა სახელმწიფოს მხრიდან იმ უგუნურ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი მოქალაქე ცხოველების მიმართ იჩენს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებას.

ანრი ოხანაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორი წელია მსოფლიო საზოგადოება თვალს ადევნებს სასტიკ ომს შუაგულ ევროპაში - საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით

„უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც პოლიტიკურ ასევე ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ერს მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კახი ხუციშვილი

24 თებერვალი 2024, 20:23

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სურვილის შემთხვევაში, საავადმყოფოში მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. კახი ხუციშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი არავინ წავა.

24 თებერვალი 2024, 20:18

მსოფლიო

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელს ხელისუფლება მის ისე ჩატარებას, როგორც ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, - წერს კირა იარმიში X-ზე.

გივი პისარევი

24 თებერვალი 2024, 20:12

საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: ვართ უაღრესად პოზიტიურ განწყობაზე - ასეთ დადებით შედეგს არ ველოდით

საავადმყოფოს ფასადი დღეს თითქმის ბოლომდე მოხსნილია და კლინიკა არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, გივი პისარევმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 20:11

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ კანონპროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ ელიზბარაშვილი მიუსაფარი ძაღლებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, ამ შემთხვევაში არ არის ობიექტური. რამე ინტერესი ხომ არ იმალება მისი აგრესიის უკან?

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „თუ ინტრიგანი არ ხარ, როგორ შეიძლება პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონს „მკვლელი კანონი" უწოდო.

ნინო ოთარაშვილი

24 თებერვალი 2024, 20:10

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, ჩვენი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.