imedi /  08 დეკემბერი 2023, 13:44 / სანდო წყარო

მაია ბითაძემ თსუ-ის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებთან შეხვედრა ადამიანის უფლებათა სამართლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

„გარემოსდაცვითი უფლება სამართალში ახალი მიმართულებაა და ის მოიცავს ადამიანის უფლების დაცვას იცხოვროს ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

„გარემოსდაცვითი უფლებები ორ მიმართულებას მოიცავს: ეკოცენტრულს, რაც გულისხმობს გარემოს და მისი შემადგენელი კომპონენტების დაცვას (ფლორა, ფაუნა ცოცხალი ორგანიზმები, ნიადაგი, წყალი, ჰაერი), მეორე დოქტრინაა ანთროპოცენტრული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რადგან დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე, უნდა გავაკონტროლოთ ადამიანის ქმედება, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს, რათა შემდეგ ბუნებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ადამიანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შექმნის ისტორიაზე, მასში გარემოსდაცვითი კომპონენტის გაჩენაზე და მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაზე და ამ საკითხებისადმი სამართლებრივი მიდგომების თაობაზე.

მაია ბითაძემ ასევე უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2024, 10:28

ჯანდაცვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 თებერვალი 2024, 00:06

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს

რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მას შემდე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ დაიბრუნოს ხელისუფლება და თავისი ჩვეული დესტრუქციული, მავნებლური პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 თებერვალი 2024, 23:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა

გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 23:48

მსოფლიო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო: უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.