19 თებერვალი 2024, 11:07 / სანდო წყარო

თსუ-ის სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

კახა აბულაძე; ჯაბა სამუშია

კახა აბულაძე
ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.

„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტში ხორციელდება ამ მიმართულების არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებითაც ვამზადებთ კადრებს. ყველა ეს პროგრამა ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარებას, ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული - მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგის კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ.

„ეს იქნება შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენს ბაღებში გაიარონ სტაჟირებისა და გადამზადების კურსები, ასევე შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ დასაქმდნენ ბაგა-ბაღების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი საბავშვო ბაღებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, რომ როგორც სააღმზრდელო პროცესში ჩართული, ასევე, ტექნიკური მიმართულებით მომუშავე პერსონალი გადამზადდეს სხვადასხვა ტრენინგ-კურსის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ. ეს ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა აბულაძემ.

ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას.

ბავშვთა სკოლამდელ ასაკამდე სწორად განვითარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პრაქტიკის განსახორციელებელი ადგილები, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები. ვფიქრობ, ბაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების გამოყენება ადრეულ განათლებაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში, პედაგოგების მომზადებაში, გადამზადებაში. სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ბავშვი მომზადებული მივიდეს სკოლაში; სკოლამდე უნდა მოხდეს მისი ემოციური რეგულაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის თვითმართვის და თვითრეგულაციის განვითარება, რაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე სკოლაში. იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობის შედეგად ბევრ კარგ სიახლეს დავნერგავთ“, - განაცხადა გაგოშიძემ.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სკოლამდელი აღზრდის პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს, მოგვცემს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ გვეხსნება სივრცე, რომ სააგენტოს დახმარებით სტუდენტებმა გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, რომელიც მათი მომავალი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვან და საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2024, 17:39

მსოფლიო

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინამ ანექსირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

რატი იონათამიშვილი

21 აპრილი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციაზე: თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში

„დახურულ ფორმატში აკეთებენ ამას და არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვთ. ისინი მალავენ ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცით რატომაც, მაგრამ ვერ დამალავენ, ვიანიდან თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვინც ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამ პროცესებს მართავს, ახალგაზრდების ხარჯზე სურს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა

დავით მათიკაშვილი

21 აპრილი 2024, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე: არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა

„რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად რაიმე ფორმით დასვამს კითხვებს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა. იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი არგუმენტირებული კითხვების გარდა. არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის ექნება სათანადო პასუხი“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! - გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ

თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! ამიტომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

21 აპრილი 2024, 17:08

პოლიტიკა

„მამული, ენა სარწმუნოება“ - ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა

ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა. მამული, ენა სარწმუნოება. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაამახინჯეს, ამ ბანერებით ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეახსენონ.

21 აპრილი 2024, 16:52

პოლიტიკა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალიდან დაიწყება

22 აპრილის, 11:00 საათზე განხილვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. მომდევნო დღეებში კანონპროექტებს განიხილავენ ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

21 აპრილი 2024, 15:54

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.

ენტონი ბლინკენი

21 აპრილი 2024, 15:29

მსოფლიო

Bloomberg: ენტონი ბლინკენი ღიად განუცხადებს ჩინურ მხარეს, რომ თუ პეკინი რუსული სამხედრო მანქანისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას არ შეწყვეტს, სანქციები გარდაუვალი იქნება

ვაშინგტონი მზადაა სანქციები დაუწესოს პეკინს, თუ ის რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებას გააგრძელებს. ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინურ მხარეს პეკინში ვიზიტისას აცნობებს

21 აპრილი 2024, 14:57

მსოფლიო

Politico: შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Politico პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 14:50

მსოფლიო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.

ზაალ ანჯაფარიძე

21 აპრილი 2024, 14:48

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო

ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

21 აპრილი 2024, 14:45

პოლიტიკა

თბილისში მეორე დღეა ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით კონფერენცია იმართება, უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც და ისიც, თუ რას ემსახურება კონფერენცია

რას ემსახურება კონფერენცია, რომელიც ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით თბილისში მეორე დღეა იმართება - ამ შეკითხვაზე პასუხი ისევ არ არის. უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ღონისძიების სპიკერები, რომელთა შორის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები.

მეუფე იაკობი

21 აპრილი 2024, 14:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.

დიმიტრი ხუნდაძე

21 აპრილი 2024, 14:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით

პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - „ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას".

რატი იონათამიშვილი

21 აპრილი 2024, 14:29

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან, რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს

ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის და ფაქტობრივად ამით მოხდა აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს ჩვენ და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 14:05

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თქვა, რომ დროებით იშლებოდნენ და მაშინვე გამოჩნდა აშშ-ის ყოფილი ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი, საფრანგეთის ელჩი, ნატოს წარმომადგენლობასაც გააკეთებინეს განცხადება და ცეცხლზე ნავთი დაასხეს

სურთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და როგორც წესი, პირველ რიგში გამოჰყავთ ვითომ „ენჯეოები“ და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა გული არ უთმენთ და მალე თავად გამოჩნდებიან ხოლმე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

21 აპრილი 2024, 14:01

თავდაცვა

44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს.

ისმაილ ჰანიე და რეჯეფ თაიფ ერდოღინი

21 აპრილი 2024, 13:10

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი „ჰამასის“ლიდერს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი „ჰამასის“ლიდერს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და ისმაილ ჰანიეს შეხვედრა სტამბოლში გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.