25 თებერვალი 2024, 16:48 / სანდო წყარო

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების

მეუფე შიო

მეუფე შიო

მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ქადაგებისას განაცხადა.

მან მეზვერისა და ფარისევლის კვირას, დღევანდელ მსახურებაზე წაკითხული სახარება განმარტა. მეუფე შიომ აღნიშნა, რომ თავმდაბალ ადამიანთან მიდის სულიწმიდის მადლი, მას განწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, იესო ქრისტეს.

„მაცხოვრის სახარება ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც - ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? - იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების.

მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რისკენ ვისწრაფოთ და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი ასრულებს დღევანდელ იგავს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“, - განაცხადა მეუფემ.

ყველა სიახლე

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 18:21

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის

რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2024, 18:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ისევ და ისევ, ასე მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ

მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე შიო

14 აპრილი 2024, 17:59

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

14 აპრილი 2024, 17:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე - ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი

ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2024, 17:48

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხვალ „რუსული კანონი“ უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია „უდიდესი“ რადიკალური ძალის მატარებელია, ამიტომაც ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს

ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ „ჩერეზ“ ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარია არა რუბლები, ამჯერად - ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, თან ისეთი, 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ „მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ

ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელენე ხოშტარიასთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:44

პოლიტიკა

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე თბილისში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე ნინო ლომჯარიას და გიორგი მშვენიერაძის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

14 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ექიმების ნაწილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააპროტესტა

ექიმების დღევანდელი აქცია სააკაშვილის პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა. მედიკოსები აღიარებდნენ, რომ კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ გამოაშკარავდა, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ

ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება იმის გამოაშკარავება, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

14 აპრილი 2024, 17:26

მსოფლიო

რომის პაპი: ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა

ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა, სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ირანის ქმედებების გამო, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2024, 17:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე: მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს“ ეძებენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მუჰამედ ბაგერი

14 აპრილი 2024, 17:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი: ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა

შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მუჰამედ ბაგერიმ.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2024, 17:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი მამა-შვილ ხოშტარიებს… ბრიტანულ ვალუტაში გაცვლილი სინდისი უფრო ტკბილად დასახურდავებელია „ეროვნულ” სულისკვეთებაზე

ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფასს… ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი, მამა-შვილ ხოშტარიებს… ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფას…, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ოლაფ შოლცი

14 აპრილი 2024, 17:13

LIVE ისრაელი

ოლაფ შოლცი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:03

საზოგადოება

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 17:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე დაიწყო მოქალაქეების ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას - ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“, ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციას

ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 16:57

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 აპრილი 2024, 16:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი

„დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ოჯახის რძალი ქეთათო. რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი”- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე

14 აპრილი 2024, 16:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსამშობლო ელენე ხოშტარიას მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა გირვანქა სტერლინგები ჩაურიცხეს - სავარაუდოდ, ეს ავანსია საგაზაფხულო დესტრუქციული ქმედებებისთვის

„მგიმოელი“ უსამშობლო ელენე ხოშტარიას დასპონსორების მეთოდი მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა შეცვალეს და იელენა გეორგიევნას გირვანქა სტერლინგებში ჩაურიცხეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით 30 000 ფუნტის ჩარიცხვის თაობაზე.