IMEDI /  14 აპრილი 2024, 17:03 / სანდო წყარო

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი. პოლიციის სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი 40 წლის ჯოელ კაუჩია, რომელსაც სავარაუდოდ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

20 ივნისი 2025, 08:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა, თავიანთი უფლებები აღიდგინონ და მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს

გამარტივდება მექანიზმი, რითაც დამნაშავეების ქონებების რეალიზაცია და შესაბამისად დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

20 ივნისი 2025, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

20 ივნისი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

20 ივნისი 2025, 00:28

სპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულეს

20 ივნისს მსოფლიოს პირველობაზე გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები იასპარეზებს. გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:24

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს

„აშშ-ში კანონდამრღვევებს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს პოლიცია დაჰპირდა და უსრულებს ხშირ შემთხვევაში, რომ თუ ვინმე გაბედავს და ხელით შეეხება, ან თავს დაესხმება პოლიციელს, მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ ძაღლებს, დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ მათ გვამებს. ასეთია ამერიკული პოლიციის დამოკიდებულება კანონდამრღვევების წინააღმდეგ. რატომღაც ვერ ვხედავთ ჩვენ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს, რომლებსაც მთავარ საზრუნავად ამ ომების და არეულობის ფონზე თაღლითი ბაჩიაშვილი ექცათ. სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:22

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია

სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

არჩილ გორდულაძე

20 ივნისი 2025, 00:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: გიორგი გახარიამ ეს თავისი ინიციატივით, შეცდომით, მიღებული დავალებით თუ პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებით გააკეთა, ეს კითხვები არსებობს და ამას პასუხი სამართლებრივადაც უნდა გაეცეს

„ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი: ერთი - 2008 წლის შემდეგ ორი საგუშაგო გაიხსნა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ საგუშაგოების გახსნას ტერიტორიების დაკარგვა არ მოჰყოლია. ამავდროულად, გაიხსნა მესამე საგუშაგო ჩორჩანაში, რომლის ინიციატორი იყო გიორგი გახარია, რომელმაც არავისთან შეათანხმა და ჩვენი ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა. ახლა მოსახლეობას შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის ორი მოცემულობა და ამ ყველაფრის ინიციატორი იყო გიორგი გახარია“.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:12

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია სამაგალითოდ. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა

გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს, ევროპის იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია როგორც სამაგალითო. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა აბსოლუტურად სამართლიანად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვატო შაქარიშვილი

19 ივნისი 2025, 23:56

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი

თითოეული ევროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

არჩილ გორდულაძე

19 ივნისი 2025, 23:56

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ

„ჩვენ გვყავს ბარიერგადალახული 4 პარტია: ძველი „ნაცები“, ახალი „ნაცები“ ლელო ნაცები“ და გახარიელი „ნაცები“. ახლა, ისევ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობენ, რომ რამენაირად საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელო ნაცებსა“ და გახარია „ნაცებს“ ეწინააღმდეგებიან. ეს არავინ დაიჯეროს, ამათ პირდაპირი თანხვედრა აქვთ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ანტონიო გუტერეში

19 ივნისი 2025, 23:54

მსოფლიო

გაეროს სპიკერი: გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია - შეწყვიტეთ სამხედრო მოქმედებები, დაუბრუნდით დიპლომატიას

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“ ისრაელ-ირანის მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განუცხადა.

ვატო შაქარიშვილი

19 ივნისი 2025, 23:52

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ

საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივნისი 2025, 23:40

მსოფლიო

ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს

სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არჩილ გორდულაძე

19 ივნისი 2025, 23:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ენჯეოებზე“: ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე იყო 2003-2012 წლებში, სადაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო და ამის შემდეგ დაირღვა ადამიანის უფლებები?!

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რას უპასუხებს „ენჯეოებს“, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რადგან მათი აზრით ხელისუფლება რუსულ კანონებს იღებს და ისინი არ აპირებენ რუსული სტილით იცხოვრონ.

არჩილ გორდულაძე

19 ივნისი 2025, 23:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ბუნებაში არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს ან შეზღუდოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა.

არჩილ გორდულაძე

19 ივნისი 2025, 23:22

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბრიუსელიდან კრიტიკულ განცხადებებზე: ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა

ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

19 ივნისი 2025, 22:19

მსოფლიო

Newsweek: აშშ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, რათა ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში უკრაინის ხსენება შეზღუდონ

აშშ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, რათა ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში უკრაინის ხსენება შეზღუდონ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაროლინ ლევიტი

19 ივნისი 2025, 21:45

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

19 ივნისი 2025, 21:23

რეგიონი

აღმოსავლეთ საქართველოში საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერები განახლებული პირობებით გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე.

19 ივნისი 2025, 21:10

პოლიტიკა

ბრიუსელის ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი - ევროკავშირის ქვეყნებში სიძულვილის ენის გავრცელებას გმობენ, საქართველოში კი ახალისებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროდეპუტატები მედიაში, მათ შორის სოციალურ პლატფორმებზე სიძულვილის ენის გავრცელებას გმობენ. მეტიც, ევროპარლამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზება ევროკავშირის დონეზე მოითხოვა. თუმცა იმავე ნაბიჯებისთვის საქართველოს აკრიტიკებენ, რითაც პოლარიზაციას და სიძულვილის კამპანიას ახალისებენ.