15 აპრილი 2024, 15:09 / სანდო წყარო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს, რომელშიც 16 ქვეყნის 39 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ.

კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე და მის როლზე ქართული საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებაში. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა და დღესაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში. მას ჰყავს მრავალი თაობა პროფესიონალი კურსდამთავრებულების, რომლებიც მეტწილად განსაზღვრავენ ქვეყნის ცხოვრებას“, - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა. მან ხაზი გაუსვა პერსონალის საერთაშორისო კვირეულის, ასევე, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლის მნიშვნელობას ქართული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების ძირითადი თემა არის საუნივერსიტეტო საერთაშორისო თანამშრომლობათა შენარჩუნება და მდგრადობა. მონაწილეები კოლეგებს გააცნობენ თუ რა ძირითად პრინციპებს იყენებენ, რომ თანამშრომლობა იყოს მდგრადი, მრავალწლიანი, ორმხრივად ხელსაყრელი და მომგებიანი.

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა გერგედავას ინფორმაციით, თსუ-ს პერსონალის საერთაშორისო კვირეულისადმი პარტნიორი უცხოური უსდ-ების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, ღონისძიება თსუ-ში უკვე წელიწადში ოთხჯერ ტარდება: „უცხოელ კოლეგებს აინტერესებთ მობილობის და გაცვლითი პროგრამების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამასობაში დაგვიგროვდა, ასევე ინტერესის საგანს წარმოადგენს ის მიდგომები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ევროკომისიის მიერ განახლებული კრიტერიუმების ადაპტაციისას ადგილობრივი კონტექსტისადმი; კოლეგები ასევე ინტერესდებიან გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის თსუ-ს მიერ შემუშავებული ელექტრონული პორტალით mobility.tsu.ge, რომელიც გვეხმარება, რომ პროგრამების დაგეგმვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე.“

კვირეულის გახსნის ღონისძიებას ERASMUS+ საქართველოს ეროვნული ოფისის, ასევე, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირეულის პირველ დღეს, პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტის ქუნ ჰეივენის მოხსენება, რომელიც უმაღლესი განათლების პოლიტიკის ახალ მიმართულებებს ეხებოდა; ასევე, მოისმინეს თსუ პროფესორ ქეთევან ხუციშვილის პრეზენტაცია „საქართველო - ხორბლის და ღვინის სამშობლო“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის საერთაშორისო კვირეული, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, 2017 წლიდან იმართება. მისი ძირითადი მიზანი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

22 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს?

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ - სერბეთში, ნატოს წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:24

ტაბლოიდი

ბარბის მწარმოებელმა კომპანიამ ცნობილი სპორტსმენი ქალების თოჯინები შექმნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოლექციას ცხრა ათლეტის, მათ შორის ყოფილი პირველი ჩოგანის ვენუს უილიამსის და ფრანგი მოკრივის, ესტელ მოსელის მინი ვერსიები დაემატა. ქალ სპორტსმენთა თოჯინები მოახლოებული ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად ბარბის 65 წლის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა

მარიამ ლაშხი

22 მაისი 2024, 21:12

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი სალომე ქურასბედიანის ბულინგზე: შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში

შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ უკვე პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:05

პოლიტიკა

ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილიც, თუმცა, ამ ჯერზე ის ფოტოზე არ გამოაჩინეს

„ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა“-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „X”-ით ვიგებთ.

ლევან იოსელიანი

22 მაისი 2024, 21:04

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება

„ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

22 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:52

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს.

რატი იონათამიშვილი

22 მაისი 2024, 20:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გამჭვირვალობა და გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

22 მაისი 2024, 20:45

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 20:36

პოლიტიკა

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე - ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე. ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელმაც ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო მედიას, გამოსვლისთანავე სამიზნედ იქცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 მაისი 2024, 20:35

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა გააკრიტიკა ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

სამართლებრივი და პროფესიული მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკური გზავნილები - ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ იზიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კატეგორიული ტონი, პოლიტიკური შეფასება, ფაქტობრივი უზუსტობები და ყველაზე ნაკლებად სამართლებრივი მსჯელობა - ვენეციის კომისიის 24 გვერდიანი დასკვნა, მმართველი გუნდისთვის პარადოქსულია. ოპოზიციამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო ეს დოკუმენტი სამაგიდო წიგნად აქცია. ახლა ისინი სწორედ ევროპელ ექსპერტებზე დაყრდნობით ითხოვენ კანონის გაუქმებას.

ანრი ოხანაშვილი

22 მაისი 2024, 20:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას

კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჰმუდ აბასი

22 მაისი 2024, 20:14

მსოფლიო

მაჰმუდ აბასი სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.

22 მაისი 2024, 19:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი

22 მაისი 2024, 19:06

მსოფლიო

თეთრი სახლი: პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განუცხადა.

სტეფან სეჟურნე

22 მაისი 2024, 18:50

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უღირსი ფორმებით

სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ჰყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

22 მაისი 2024, 18:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია

ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ თურმე ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: განსაკუთრებით ველოდები სალომე ზურაბიშვილი როდის ჩაუდგება სათავეში ოპოზიციას. ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან

განსაკუთრებით ველოდები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.