19 აპრილი 2024, 12:13 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს.

„მმართველი გუნდის მიერ, „გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირებიდან დღემდე განვლილი პერიოდი და მომხდარი ფაქტები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე კუთხით დავინახოთ მოვლენები და საზოგადოებას სწორი და ჯანსაღი ანალიზი მივაწოდოთ.

პირველ რიგში, საგულისხმო და გასახარია, რომ ამ ურთულესი და უთანასწორო დაპირისპირების პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოიგო. მოიგო არაერთი ფაქტორის გამო, პირველ რიგში კი, საზოგადოებასთან სწორი და გამართული კომუნიკაციით. დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება. ქართველმა ხალხმა კარგად გაიგო, რომ ამ კანონის გატანა არის პრინციპული საკითხი, რათა ქვეყანა დაემსგავსოს ქვეყანას და ოცდაათწლიანი ჩაკეტილ წრეზე სიარულის შემდეგ, როგორმე გადავდგათ ნაბიჯი წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ. ამის მიუხედავად, არავინ იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა - პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება.

დასაწყისში ვახსენე, რომ ეს დაპირისპირება არის უთანასწორო, რასაც მცირე განმარტება მინდა გავუკეთო. ფაქტია, რომ დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ძალიან დიდ ძალას დაუპირისპირდა. ძალას, რომელსაც მთელს დასავლეთში აქვს ფესვები გადგმული და აკონტროლებს ყველაფერს: მთავრობებს, ეკონომიკას, დიდი გაერთიანებების ბიუროკრატიას და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებს.

“გამჭვირვალობის კანონის” ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას ჰგავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში. პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლოებისათვის შავი ფულის გადაკეტვას და ფაქტია, ამ ხალხს ყველაზე მეტად გამჭვირვალობა აშინებს. ცხადია, არავინ ფიქრობს, რომ ცალკე აღებული გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, სააკაშვილი და ჯაფარიძე რამეს წარმოადგენს, მაგრამ მათ ზურგზე ნამდვილად დიდი წარმოდგენა უნდა გვქონდეს.

ეს ზურგი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მის მიერ სრულად გაკონტროლებული ევროპა. გულდასაწყვეტია, რომ ევროკავშირი, თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერის ხელით, ბოლომდეა დამორჩილებული ამერიკის მმართველობას და თვითგანადგურების რეჟიმშია. ევროკავშირის ქვეყნებში აღარ არსებობს არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუცია, ამ ქვეყნებს აგენტების ხელით მართავენ და საკუთარ ჭკუაზე დაატარებენ. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი ქვეყნის მიმართ არაევროპული, ველური თავდასხმა. სწორედ ამით აიხსნება გამწარებული წინააღმდეგობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ამერიკელებმა რიგში ჩაამწკრივეს თავიანთი „ევროპელი“ აგენტები, როგორიცაა მაგალითად შარლ მიშელი და დღეში 2-3 განცხადებას აკეთებინებენ ჩვენ წინააღმდეგ. ყველაზე ამორალური ამ პროცესში კი მათი სითავხედეა - იმდენად დაბალ ღობედ მივაჩნივართ, რომ უტიფრად გვეუბნებიან, არ მივიღოთ კანონი, რომელიც ათწლეულებია ამერიკაში მოქმედებს, ხოლო ევროკავშირში ინიცირებულია და მალე დაამტკიცებენ. მიზეზის მოფიქრებაზეც ბევრი არ უფიქრიათ - ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის არაევროპულია ის, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე გითხრათ, გლობალურ პოლიტიკაში მსგავსი თავხედური ორმაგი სტანდარტი აქამდე არასოდეს მინახავს.

და მაინც, მთავარი სათქმელი ახლა უნდა ვთქვა - გამჭვირვალობის კანონის ინიცირებამ სულ წყალში ჩაუყარა აქაური, გავერანებული ოპოზიციის დავალების მიმცემებს მინიმუმ სამწლიანი წვალება და შრომა, რომ როგორმე დაზიანებული "ნაცმოძრაობა" დაესუსტებინათ და მის ნაცვლად ახალი, ვითომდა "შუაშისტური" პოლიტიკურ ძალა შეექმნათ. ხან ხაზარაძე აწვალეს, ხან გახარია - არაფერი გამოუვიდათ, რადგან ერთმა მოძალადე მევახშის, ხოლო მეორემ მოღალატის სამართლიანი იარლიყი ვერაფრით ჩამოიშორა. ბოლოს, ორი ოდიოზური კრიმინალი, გვარამია და მელია ხელოვნურად შეაწებეს ერთმანეთს, მაგრამ ეს სიმბიოზი სასაცილოდ არ ჰყოფნის ქართველ ხალხს. გამჭვირვალობის კანონმა ეს ვითომდა ერთმანეთს დაპირისპირებული პოლიტიკოსები ისევ გააერთიანა, თანაც, ოფიციალურად. გუშინ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ერთად და კოორდინირებულად იბრძოლებენ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ. ცხადია, მათი დაპირისპირების ხელოვნური ამბავი რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ თუ ვინმეს ეგონა, რომ ხაზარაძე სააკაშვილს ბუნებრივად ლანძღავდა, ან გვარამია რომ ამბობდა, მიშა ჩემი კონკურენტიაო, გულწრფელი იყო ამ სიტყვებში - ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მოკლედ რომ ვთქვათ, წრედი შეკრულია - წილი ნაყარია. "გამჭვირვალობის კანონი" ააშკარავებს აქ უსამშობლო ოპოზიციას და გარეთ დამფინანსებლებს. მათი მიზანი მარტივია - ეროვნული ხელისუფლება მოიშორონ, თანამდებობებზე მათ მიერ მართული მარიონეტები დანიშნონ და სრულად დაიმორჩილონ საქართველო. შემდეგ კი გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მოინდომებენ. პირველ რიგში ომს გააჩაღებენ რუსეთთან უსამშობლო პოლიტიკოსების ხელით, ხოლო შემდეგ, თუ ჩვენი ქვეყნიდან რამე დარჩება, სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ. შესაბამისად, მათთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. აქაური რადიკალების დამფინანსებელი გარე ძალები ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს. ამ გზაზე იქნება ბევრი ნაღმი, შანტაჟი და მუქარა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ დაუშვებს ეს ქვეყანა აგენტურას გადააბაროს“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი სივრცე არ დატოვეს ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე

არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

22 მაისი 2024, 22:25

მსოფლიო

ფრანგი სენატორი: დღეს ჩვენ მოკლებული ვართ უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის საშუალებებს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიის დესტაბილიზაციას

ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია, განაცხადა, რომ „დღეს ჩვენ მოკლებული ვართ უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის საშუალებებს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიის დესტაბილიზაციას“. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.

ანდრი სმირნოვი

22 მაისი 2024, 22:05

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს შეატყობინა, რომ ის ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ანდრი სმირნოვს შეატყობინა, რომ ის ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

22 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს?

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ - სერბეთში, ნატოს წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:24

ტაბლოიდი

ბარბის მწარმოებელმა კომპანიამ ცნობილი სპორტსმენი ქალების თოჯინები შექმნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოლექციას ცხრა ათლეტის, მათ შორის ყოფილი პირველი ჩოგანის ვენუს უილიამსის და ფრანგი მოკრივის, ესტელ მოსელის მინი ვერსიები დაემატა. ქალ სპორტსმენთა თოჯინები მოახლოებული ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად ბარბის 65 წლის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა

მარიამ ლაშხი

22 მაისი 2024, 21:12

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი სალომე ქურასბედიანის ბულინგზე: შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში

შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ უკვე პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:05

პოლიტიკა

ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილიც, თუმცა, ამ ჯერზე ის ფოტოზე არ გამოაჩინეს

„ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა“-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „X”-ით ვიგებთ.

ლევან იოსელიანი

22 მაისი 2024, 21:04

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება

„ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

22 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:52

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს.

რატი იონათამიშვილი

22 მაისი 2024, 20:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გამჭვირვალობა და გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

22 მაისი 2024, 20:45

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 20:36

პოლიტიკა

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე - ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე. ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელმაც ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო მედიას, გამოსვლისთანავე სამიზნედ იქცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 მაისი 2024, 20:35

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა გააკრიტიკა ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

სამართლებრივი და პროფესიული მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკური გზავნილები - ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ იზიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კატეგორიული ტონი, პოლიტიკური შეფასება, ფაქტობრივი უზუსტობები და ყველაზე ნაკლებად სამართლებრივი მსჯელობა - ვენეციის კომისიის 24 გვერდიანი დასკვნა, მმართველი გუნდისთვის პარადოქსულია. ოპოზიციამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო ეს დოკუმენტი სამაგიდო წიგნად აქცია. ახლა ისინი სწორედ ევროპელ ექსპერტებზე დაყრდნობით ითხოვენ კანონის გაუქმებას.

ანრი ოხანაშვილი

22 მაისი 2024, 20:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას

კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჰმუდ აბასი

22 მაისი 2024, 20:14

მსოფლიო

მაჰმუდ აბასი სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.

22 მაისი 2024, 19:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი

22 მაისი 2024, 19:06

მსოფლიო

თეთრი სახლი: პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განუცხადა.