23 აპრილი 2024, 15:02 / სანდო წყარო

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას Smokey Bear, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. Smokey Bear აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.

Smokey Bear-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია Smokey Bear საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში; რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 15:07

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

26 მაისი 2024, 15:04

რეგიონი

როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.

გიორგი ამილახვარი

26 მაისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 14:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

26 მაისი 2024, 14:39

პოლიტიკა

იტალიის ელჩი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებაში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:35

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

26 მაისი 2024, 14:31

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე განიხილებიან

„ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმში ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2024, 14:26

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის წარდგენა გადადეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს „ერთობის პლატფორმის“ შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება.

26 მაისი 2024, 14:13

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

26 მაისი 2024, 14:10

პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

26 მაისი 2024, 14:04

პოლიტიკა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები.

ირაკლი გოგავა

26 მაისი 2024, 14:02

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: სალომე ზურაბიშვილი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა

საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

26 მაისი 2024, 14:01

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2024, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში განაცხადა.

26 მაისი 2024, 13:34

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 13:22

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ მივიღებთ კანონებს, რომლებიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება, სანქციების საკითხზე ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მე სვანი ვარ

ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 13:19

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო უწყება: გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს. მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა

რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნინო ფოჩხუა

26 მაისი 2024, 13:10

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: 26 მაისის აღლუმზე ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა

დღეს, 26 მაისის აღლუმზე, ტრიბუნასთან იდგა ქალი, რომელიც უტიფრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, აბრალებდა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას იმას, რასაც უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, თავად აკეთებს და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების მონაწილეა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას დამოუკიდებლობის დღეზე.

26 მაისი 2024, 13:10

პოლიტიკა

მოლდოვას საელჩო: გილოცავთ 26 მაისს!

საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში გილოცავთ 26 მაისს!, - ამის შესახებ მოლდოვას საელჩოს ფესბუქპოსტშია ნათქვამი.