08 მაისი 2024, 16:02 / სანდო წყარო

ლევან კობიაშვილი: კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს - ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ

წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში (!!!), სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილი Facebook-ზე წერს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.

„დაიწყო თუ არა აქტუალური პროცესები, მივმართე საზოგადოებას, რომ ფეხბურთელები დაგვეცვა ამ

პროცესებში ჩართვისგან, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს!

მიუხედავად ამისა, არ წყდება მათზე თავდასხმები! დღესაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეურაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ.

განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც წლების წინ, როდესაც ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ.

ეს ის ადამიანები არიან 26 მარტის წარმატების შემდეგ, სხვადასხვა ეთერებში ნაკრების მაისურით, რომ გამოგვეცხადნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ!არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავს და ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას. ფეხბურთელების დაშორიშორებას და დაყოფას, ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ რომ

მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ამ პირად ინტერესებს, მზად არიან შესწირონ, ფეხბურთიც და ქვეყანაც.

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი- ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით!

მინდა იცოდეს მოსახლეობამ, ყველა მოედნის აღდგენაზე ცალკე ომი გადამქონდა. მაშინ, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარებოდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ამ დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ეს ადამიანები, მათ მიერ მოგზავნილი აქტივისტები გვიწევდნენ.

ყველა გზით ებრძოდნენ ფეხბურთის განვითარებას! იმავეს აკეთებენ დღესაც!

წლები დაგვჭირდა და უამრავი ძალისხმევა იმისათვის, რომ

მოვსულიყავით აქ სადაც ვართ დღეს! საძირკვლიდან მოგვიწია მშენებლობის დაწყება, რომ აქამდე მიგვეღწია! სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ესე იყო და ესე იქნება მუდამ!

დღეს, როცა ან „ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ” მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა შანსი იმისა, რომ დავიტოვოთ ერთიანობისთვის პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი, შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ!

იქნებ შევძლოთ, ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე!

ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს! მორჩით მათ შეურაცხყოფას! დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის! აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს!

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს - ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ!

სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე!

ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზას!!!“ - წრეს კობიაშვილი.

ყველა სიახლე

28 მაისი 2024, 08:26

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ ჩინეთში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, მედიასაშუალებაში ან სხვა სახის საქმიანობას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

28 მაისი 2024, 08:08

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ

დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ. საკითხის ირგვლივ უკვე იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც ზურაბიშვილის მდივანმა ვეტოს მართებულობაზე საუბრისთვის ვერც ბოლო კანონიერი შანსი გამოიყენა და კომიტეტზე კანონის შესახებ არ ისაუბრა.

28 მაისი 2024, 08:01

მსოფლიო

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს. ეგრეთ წოდებული ,,კორექტირებადი ბომბებით’’ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი, თავდასხმას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დონებით თავდასხმები განხორციელდა ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებზეც. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქში, სოფელ კონსტანტონოვკასთან,

28 მაისი 2024, 02:05

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო: წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 მაისი 2024, 01:26

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო იერიშის შესახებ: გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს რაფაჰზე მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2024, 00:44

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პიტერ სიიარტო

28 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

27 მაისი 2024, 23:54

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

27 მაისი 2024, 23:49

მსოფლიო

ფრანგული მედია: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 22:51

რეგიონი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

27 მაისი 2024, 21:40

პოლიტიკა

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჯორჯია მელონი

27 მაისი 2024, 21:23

მსოფლიო

იტალიის პრემიერი ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის მოწოდებას რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მიზნით გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 21:10

საზოგადოება

მაყურებლის ფავორიტი მეგაშოუ სიურპრიზებით ბრუნდება - „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დღეს იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეგაშოუს მესამე სეზონი 22:00 საათზე დაიწყება. შოუს ახალი წამყვანი რუსკა მაყაშვილია, განახლებულია დეტექტივების შემადგენლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი პედრო სანჩესი

27 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

ოლექსანდრ სირსკი

27 მაისი 2024, 20:47

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

27 მაისი 2024, 20:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე: პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნის მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2024, 20:29

პოლიტიკა

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან - ორბელიანების სასახლე ოპოზიციური შეკრების ახალ მისამართად იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან. დავალების აღსრულება დაწყებულია. ამომრჩევლის მოტყუების და ქვეყნის არევის გეგმა- „ქრონიკის“ ინფორმაცია სრული სიზუსტით დადასტურდა.

27 მაისი 2024, 20:26

პოლიტიკა

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი - სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი- სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ ვეტოს დაძლევა პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მიხეილ დაუშვილი

27 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის? „ქართული ოცნების“ შეფასებით, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა დავალება შეასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის აქსიომაა და არა ქვეყნის პარტნიორების გადასაწყვეტი. რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის?