25 მაისი 2024, 12:01 / სანდო წყარო

როგორ აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო მასშტაბით. დეტალურად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქალაქში, მაისი-ივნისის პერიოდში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

„აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ვაშინგტონის მერია და მერი გამოსცემს პროკლამაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ასევე, ქ. ნიუ - იორკში, „თაიმ სქვერზე“ არსებულ ეკრანზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა და დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ლოგო. ქ. სან-ფრანცისკოში კი, მერიის შენობაზე აღიმართება ქართული დროშა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

საფრანგეთში იგეგმება პარიზის მე-17 ოლქის განათება ქართული დროშის ფერებით, ხოლო ესპანეთში, ქ, მადრიდში - სიბელესის მოედნის განათება, ასევე დაგეგმილია სევილიისა და ბილბაოს ცენტრალური მოედნების განათება.

საბერძნეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ათენის ცენტრალური შადრევანი, ქ. თესალონიკში კი ცნობილი ქოლგების მონუმენტი.

26 მაისის აღსანიშნავად, ირლანდიაში, ქალაქის ცენტრში აღიმართება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით.

ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის, კაუნასის და კლაიპედის ღირსშესანიშნაობები.

ესტონეთში, საქართველოს საელჩოს შენობა განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით. სლოვაკეთში დაგეგმილია საელჩოს ისტორიული შენობის ფასადის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში, ასევე ქ. კოშიცეს ისტორიული შენობის განათება, ხორვატიაში კი განათდება ქ. ზაგრების ცენტრალური შადრევანი.

26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ჩრდ. მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენება. კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი ( Eleftheria square) განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მეოთხედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ქ. ოტავას მერიის წინ გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია. ასევე, მექსიკაში დაგეგმილია ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება საქართველოს დროშის ფერებით.
26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში, ქ.ბუენოს-აირესში მდებარე ხიდი - „პუენტე დე ლა მუხერ“, პლანეტარიუმი და კულტურული ცენტრი „უსინა დელ არტე“ განათდება საქართველოს დროშის ფერებში.

ავსტრალიაში საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდება სახელმწიფო ხაზინის შენობაზე.
26 მაისის აღსანიშნავად, ეგვიპტეში, ქ. ასუანში, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობა, ძვ.წ. მე-7 - მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსი განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით.

ინდონეზიაში, ქ. ჯაკარტას ღირსშესანიშნაობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში; კორეის რესპუბლიკაში კი, ქ. სეულის მერია განათდება ქართული დროშის ფერებით.

თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების შენობა, ქ. სტამბოლში „ ქალწულის კოშკი“ აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში კი განათდება ჰეიდარ ალიევის ცენტრი.

სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოჩნდება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ქ.ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.

26 მაისის აღსანიშნავად, ლევილის ქართველთა მამულში გაიმართება ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ესპანეთში დაგეგმილია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის პერფომანსი ალკალას თაღის ქვეშ, ასევე მოეწყობა ქართული ფოლკლორული კონცერტი ბილბაოში საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით. ესპანეთში, ქ. ბარსელონაში კი გაიმართება გამოფენა - Sspectacular Georgia.

იტალიაში, ქ. მილანში მოეწყობა ფოტო-გამოფენა „ქართული თეატრალური მხატვრობის ევროპული გზა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, პეტრე ოცხელის, სერგო ქობულაძის ნამუშევრები, ქ. ბარიში კი გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი ქართული ანსამბლის „თეატრალური კვარტეტი“ შესრულებით.

26 მაისთან დაკავშირებით, ვატიკანში გაიმართება გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი მუსიკოსები.

შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ნუცა ბუზალაძისა და ქართველი/შვედი მომღერლის საბინა ჭანტურიას მონაწილეობით, ასევე, შვედური ანსამბლი „რილტონის მეგობრები“ შეასრულებს ქართულ სიმღერებს.

შვეიცარიაში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება სამ სხვადასხვა რეგიონში, ნიდერლანდებში კი გაიმართება ანსამბლ „ საქართველოს“ კონცერტი.

ბულგარეთში, 26 მაისის აღსანიშნავად, სოფიას უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნება, ამასთან, ქ. პლოვდივის ძველი ქალაქის სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთ ღია სივრცეში, საქართველოს ეროვნული პარკების ამსახველი გამოფენა მოეწყობა. ასევე, იგეგმება „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

მოლდოვაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით.

26 მაისთან დაკავშირებით, ლატვიაში ქართული ფილმის „ მონანიების“ ჩვენება გაიმართება.

უნგრეთში, ქ. კესტჰეიში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - აჭარის კულტურის დღე გაიმართება.

იაპონიაში კი ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართება ქართული ფესტივალი, ასევე, ქ. კაგოშიმაში, დაგეგმილია პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიების გამართვაც.

კორეის რესპუბლიკაში, ადგილობრივ მაუწყებლობაში დაგეგმილია ქართული სიმღერების გაჟღერება, ამასთან დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, Seoul Friendship Festival-ში საელჩოებისთვის გამოყოფილ ზონაში ქართული კუთხე მოეწყობა, ასევე დაგეგმილია ლექციის გამართვა საქართველოს შესახებ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,ბრაზილიაში გაიმართება „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქმენეთში მოეწყობა საქართველოს შესახებ ფოტო - გამოფენა.

ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ასევე მოეწყობა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, გერმანიაში ( ბერლინში და ქ. მაინის ფრანკფურტში,) დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ქ. ჟენევაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, სერბეთში, ქ. სტამბოლში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, ჩინეთში, კუბაში, ქ. ნიუ - იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2024, 02:29

მსოფლიო

The New York Times: იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე ოფიცრებს

იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე გასაწვევი პუნქტის ოფიცრებს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინი

22 ივნისი 2024, 01:26

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენი

22 ივნისი 2024, 00:56

მსოფლიო

The Washington Post: ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ

ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

22 ივნისი 2024, 00:08

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 ივნისი 2024, 23:44

პოლიტიკა

ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი განსაცდელი გაიარა, მათ შორის, ოთხი ომი და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების მხარდაჭერას.

გიორგი გამსახურდია

21 ივნისი 2024, 23:35

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2024, 23:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ივნისი 2024, 23:12

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო თეთრი სახლის საჯაროდ გაკრიტიკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა აშშ-ის მიმართ მიმდინარე კვირის დასაწყისში აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გიორგი დონაძე

21 ივნისი 2024, 22:54

საზოგადოება

გიორგი დონაძე: საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია, რომ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს - ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია

საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის ჯანსაღი ტრადიციები რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი დონაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის

რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივნისი 2024, 22:27

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

21 ივნისი 2024, 22:27

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან

გაეროში ირანის მისია აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან.

21 ივნისი 2024, 22:26

ეკონომიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში კერძო ენერგოსექტორის წახალისებას ემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობა სექტორს მხარდაჭერის ახალ რეგულაციას სთავაზობს. მიზანი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

21 ივნისი 2024, 22:23

სამართალი

პროკურატურა ვარკეთილში მომხდარ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულებს ბრალდებას დაუმძიმებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

ისრაელ კაცი

21 ივნისი 2024, 22:16

LIVE ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს

ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ნათია იოსელიანი

21 ივნისი 2024, 22:10

პოლიტიკა

ნათია იოსელიანი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზება არის გადამწყვეტ ეტაპზე, კვლავ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია

„ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული არასწორი შეფასებები და ცრუ ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. ვეტო მისი პრეროგატივაა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც წარსულში, ასევე მომავალში იქნება კანონთან შესაბამისი“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მელანი ჯოლი

21 ივნისი 2024, 22:05

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება

კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2024, 22:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას - “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

21 ივნისი 2024, 21:44

საზოგადოება

„ჯივიპი“: მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს“.

სოზარ სუბარი

21 ივნისი 2024, 21:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა ის განცხადებები, რომ თითქოს ჩინური ინვესტიციები საქართველოში უარყოფითი ნიშნის მატარებელია

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამერიკიდან ერთი სერიოზული ინვესტიცია არ შემოსული საქართველოში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.