15 ივნისი 2024, 13:24 / სანდო წყარო

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

„ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს“, - აცხადებენ მერიაში.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 20:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 20:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.

რადოსლავ სიკორსკი

25 ივლისი 2024, 19:59

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 19:11

არჩევნები აშშ

კამალა ჰარისი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.

ეკა სეფაშვილი

25 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.

მიხეილ ყაველაშვილი

25 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:45

სამართალი

რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის საქმეზე ჩვენ ვნახეთ ძალიან მყარი მტკიცებულებები ვისთან მიდიოდა კვალი და ეს სწორედ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოებას არ გაუკვირდება, თუკი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების კვალი საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივა.

25 ივლისი 2024, 18:42

სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

ნათია თურნავა

25 ივლისი 2024, 18:39

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

"განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური ბაზრების განვითარებას," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ივლისი 2024, 18:33

არჩევნები 2024

ComCom-მა „მთავარი არხი” პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის დაასანქცირა

პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.

იოანე მენაბდე

25 ივლისი 2024, 18:32

საზოგადოება

იოანე მენაბდე: განსახორციელებელ პროექტებს ძირითადად ორი ფაქტორით ვარჩევთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის და განვითარების პოტენციალს მიხედვით

განსახორციელებელი პროექტების შერჩევა ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმიტომ, რომ ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება, თუმცა ლიმიტირებული ბიუჯეტის, პერსონალის და სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად პრიორიტეტიზაციის პროცესში ვართ. ამისთვის ცალკე პროცესი გვაქვს დაგეგმილი ჩვენს სააგენტოში. ამასთან ერთად სხვადასხვა სტეიკ ჰოლდერები არიან ჩართული, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სამინისტროების დონეზე. - ამის შესახებ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ ახალ პროექტებზე საუბრისას, გადაცემა „დღის ქრონიკა“– ში განაცხადა.

ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 18:28

არჩევნები აშშ

ჯო ბაიდენი: მე და ვიცე-პრეზიდენტი გავაგრძელებთ ბრძოლას ამერიკის მომავლისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის მშპ-ს ზრდის შესახებ ანგარიში ცხადყოფს, რომ „ჩვენ ახლა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს“.

იოანე მენაბდე

25 ივლისი 2024, 18:24

საზოგადოება

იოანე მენაბდე: სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი სააგენტო 12 სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციას ამუშავებს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ადამიანის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდეს

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი სააგენტო 12 სხვადასხვა ტერიტორიაზე ამუშავებს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციას. ჩვენი ძირითადი მიზანია,ადამიანის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდეს, თუმცა ამის უკან დგას უამრავი სხვადასხვა კვლევა, სხვადასხვა სტრატეგია, რომლის განხორციელების შემთხვევაში ამის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა

რაიმე პოზიტივი, საქმიანი დღის წესრიგი არავისთვის მათ არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, ისინი მუდამ იმაზე ოცნებობენ, არადემოკრატიულ გზით როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა ინტერესი ამ ადამიანებს არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არგუმენტები, რომლებსაც კონგრესის მოსმენაზე ვისმენდით, დაცლილი იყო შინაარსისგან და სამართლებრივი მსჯელობისგან, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია

ვხედავთ, რომ არგუმენტები, რომლებსაც კონგრესის მოსმენაზე ვისმენდით, დაცლილი იყო ყოველგვარი შინაარსისგან და სამართლებრივი მსჯელობისგან“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ამერიკის კონგრესში საქართველოს თემაზე გამართული მოსმენის შესახებ.

ზურაბ ქადაგიძე

25 ივლისი 2024, 18:23

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლიეტუვის ელჩზე: ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ლამის მარკეტ-მარკეტ დადიოდა და ფოტოებს აგროვებდა, სასწრაფოდ დაუწესოს საქართველომ სანქციები რუსეთსო, ჰკითხეთ ერთი რომელი ქვეყნის ღვინოს აგზავნიან რუსეთში

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მონაცემებით რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით ლიეტუვა ლიდერობს. ამავდროულად, საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას 2022 წლის პოსტს ეხმიანება, სადაც ის რუსული პროდუქციის აკრძალვის შესახებ წერს.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:15

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: მათ ისევე სძულთ ერთმანეთი, როგორც გუშინ და გუშინწინ. ეს ყალბი გაერთიანებები არის მხოლოდ იმისთვის, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. „ნაცების“ მოსაგები არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარდება

მათ ისევე სძულთ ერთმანეთი, როგორც გუშინ და გუშინ წინ სძულდათ. ეს ყალბი გაერთიანებები არის მხოლოდ იმისთვის, რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი. „ნაცების“ მოსაგები არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარდება,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე

თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 ივლისი 2024, 18:10

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ხელმძღვანელობას რეგიონში ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რეგიონში ვითარების დაძაბვისკენ ნაბიჯებს დგამს. ამის მიზეზად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს სომხურ-ამერიკულ სამხედრო სწავლებებს, რომელიც ცოტა ხნის წინ სომხეთში ჩატარდა, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას და ევროკავშირის მხრიდან ერევნისთვის თავდაცვითი საჭიროებებისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფას.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:10

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: ვინც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ აფინანსებს, საარჩევნო კამპანიის ობიექტური დამკვირვებელი აპრიორი ვერ იქნება

„ფაქტი არის, რომ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ობიექტური მიზეზი ჰქონდეს ვინმეს, არჩევნების შედეგები და პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და მას მაღალი სტანდარტით გავართმევთ თავს - საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. მაგრამ ამ ადამიანებს სამართლიანობისაც და კონკურენციისაც ეშინიათ, იმიტომ რომ რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას რომ ვერ უწევს, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, ჩვენ მოგვაქვს პროგრესი, მშვიდობა და კეთილდღეობა. ისინი კი არეულობაზე და მეორე ფრონტზე, ომზე საუბრობენ“, - განაცხადა იონათამიშვილმა