15 ივნისი 2024, 22:07 / სანდო წყარო

ირაკლი ბენდელიანი: 9 აპრილის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

ირაკლი ბენდელიანი

ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში“ 9 აპრილის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს.

ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ 9 აპრილის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც გულისხმობს მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებს, ახალ გარეგანათების ქსელს, ტროტუარებისა და სავალი ნაწილის მოწყობას.

„ბუნებრივია, ამ მასშტაბის სამუშაოებს გარკვეულწილად ახლავს შეფერხებები, შეზღუდვები. გასათვალისწინებელია, რომ სამუშაოებს ვაწარმოებთ 24 საათიან რეჟიმში. ეს განპირობებულია იმით, რომ რაც შეიძლება, მალე დავასრულოთ კონკრეტულ პროექტებზე სამუშაო პროცესი და ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ მოსახლეობას. მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რაც დაახლოებით ამ თვე-ნახევრის განმავლობაში იქნება. მიმდებარე ქუჩებზე მოხდა სატრანსპორტო სქემების გარკვეული ცვლილება, განცხადებებიც გავავრცელეთ, ინფორმირებულია მოსახლეობა. ეს არის დროებითი ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ წყნეთის გზატკეცილი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრობლემური ადგილი იყო.

„ფაქტობრივად, არ არსებობდა სატროტუარე სივრცეები, ქვეითებს უწევდათ სავალ ნაწილზე გადმოსვლა. ასევე, უმძიმეს მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხშირად ხდებოდა წყლის მილების დაზიანება და მოსახლეობის წყლის გარეშე დატოვება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები დაგვეწყო ახლა. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ამ პერიოდში სამუშაოების დაწყებისა, არის ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ახალი საავტომობილო ხიდის გახსნა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგებს აკავშირებს. ეს არის გარკვეულწილად ერთ-ერთი ალტერნატიული გზა. ასევე, უჩანეიშვილის ქუჩა გავაორმხრივეთ და ამ ქუჩის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება წყნეთის მიმართულებით გადაადგილება. აქაც 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს სამუშაოები. რამდენიმე კომპანია იქნება ჩართული, ესენი არიან როგორც ქსელის მეპატრონე პროვაიდერები, ისე მერიის კონტრაქტორი კომპანიები. შეიქმნება ახალი საპარკინგე სივრცეები, ტროტუარები მოწესრიგდება და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ უსაფრთხოდ იქნება გადაადგილება შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:57

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას არ დაუშვებს. რაღაც პროცენტით მოვლენ, მაგრამ უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ დარჩება

„ნაციონალურ მოძრაობას“ რისი იმედი აქვს? თუ ჰგონიათ რომ უცხოელები დასვამენ, არ დავასმევინებთ - გამარჯვებით გაიმარჯვოს ღირსეულმა“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 23:51

არჩევნები აშშ

NBC News: LGBTQ თემის წარმომადგენლები ღია წერილში მხარდაჭერას უცხადებენ კამალა ჰარისს და აცხადებენ, რომ ტრამპის დამარცხება გადამწყვეტია თანასწორობის მიზნებისთვის

LGBTQ თემის ათასზე მეტმა ცნობილმა სახემ, კანონმდებელმა და ლიდერმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც მხარდაჭერას უცხადებენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას. ინფორმაციას ამის შერსახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: რომ ვხედავდე ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, მისი პირველი მტერი მე ვიქნებოდი

რომ ვხედავდე, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ხელისუფლების პირველი მტერი მე ვიქნებოდი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: მთავარია ამერიკელებთან ისევ გამოვნახოთ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს

ჩვენთვის მთავარია ამერიკელებთან გამოვნახოთ ისევ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:30

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: როდესაც გადაწყვიტეს, რომ ჯარის ფულით დაეფინანსებინათ არასამთავრობოები, ამით საქართველომ გაიმარჯვა? რომელიმემ პროტესტი გამოთქვა?

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ცხელი ზაფხული და ასევე შემოდგომა გველოდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ გავაკეთებთ ანალიზს რა ხდებოდა საქართველოში, იყო დიდი გამოსვლები, ჩვენი ახალგაზრდობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც, ასევე სხვადასხვა თაობის ადამიანები – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედიLIVE“- ში განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:26

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: უნდა მოვისმინოთ რა უნდა ამერიკასა და ევროკავშირს, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, ასე რუსეთიც გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები უკვე მოსმენილი გვაქვს

„გვიხარია, როდესაც ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ასევე გვიხარია, ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსი გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ან რას ნიშნავს კანდიდატობა. ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა მოვისმინოთ რა უნდათ მათ, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, რა გვჭირდება ჩვენ. ასე რუსეთის გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები ჩვენ მოსმენილი გვაქვს“.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2024, 23:25

არჩევნები აშშ

ტრამპი კამალა ჰარისზე: ჩვენ არ ვართ მზად მარქსისტი პრეზიდენტისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მარქსისტი პრეზიდენტი იქნება.

25 ივლისი 2024, 22:30

სპორტი

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივლისი 2024, 21:56

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 21:45

მსოფლიო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 21:13

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არც სამინისტროში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულაში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

ზაალ ანჯაფარიძე

25 ივლისი 2024, 21:12

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის” და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა გაერთიანების სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა, არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

25 ივლისი 2024, 21:09

არჩევნები აშშ

ლოიდ ოსტინი: კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 21:02

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ოპოზიციის საარჩევნო შტაბის თავის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში გახსნა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია

„ლელო“ რომ ლელოს დამდები არ არის 26 ოქტომბერს, ამაზე ისიც კი მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანები შეისრუტა, რომლებიც ზოგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ხაზარაძეს აგინებდა, მერე შეისრუტა ასევე მაგინებელი ელისაშვილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილი

25 ივლისი 2024, 20:46

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტება გააკეთა. „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს. ბევრ რაღაცაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, ანტი დემოკრატიას დემოკრატია უნდა ვუწოდოთ, ციხეებში წამებას შეიძლება დემოკრატიის შუქურა უწოდონ, კერძო საკუთრების ჩამორთმევას და ზოგადად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც თვითონ სიტყვიერად ქადაგებენ.“– აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 20:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 20:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.

რადოსლავ სიკორსკი

25 ივლისი 2024, 19:59

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 19:11

არჩევნები აშშ

კამალა ჰარისი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.

ეკა სეფაშვილი

25 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.