22 ივნისი 2024, 11:30 / სანდო წყარო

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა

ქუთაისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ოფისი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ახალი შენობა დაათვალიერა. იგი სამუშაო პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ახალ ოფისში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების 129 თანამშრომელი განთავსდება. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოიცავს.

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სამინისტროს სისტემაში, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გავაძლიეროთ, თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველ საჭირო აღჭურვილობით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, იმისთვის, რომ სათანადოდ განახორციელონ მათზე დაკისრებული ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ამის მაგალითია ქუთაისში გახსნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ოფისი. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რეგიონში ასეთი ტიპის ოფისები უნდა გვქონდეს და ამას ძალიან მალე დავასრულებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალ შენობაში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2024, 22:30

სპორტი

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივლისი 2024, 21:56

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 21:45

მსოფლიო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 21:13

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არც სამინისტროში, არც ერთ ჩვენს უწყებაში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

ზაალ ანჯაფარიძე

25 ივლისი 2024, 21:12

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის” და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა გაერთიანების სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა, არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

25 ივლისი 2024, 21:09

არჩევნები აშშ

ლოიდ ოსტინი: კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 21:02

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ოპოზიციის საარჩევნო შტაბის თავის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში გახსნა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია

„ლელო“ რომ ლელოს დამდები არ არის 26 ოქტომბერს, ამაზე ისიც კი მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანები შეისრუტა, რომლებიც ზოგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ხაზარაძეს აგინებდა, მერე შეისრუტა ასევე მაგინებელი ელისაშვილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილი

25 ივლისი 2024, 20:46

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტება გააკეთა. „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს. ბევრ რაღაცაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, ანტი დემოკრატიას დემოკრატია უნდა ვუწოდოთ, ციხეებში წამებას შეიძლება დემოკრატიის შუქურა უწოდონ, კერძო საკუთრების ჩამორთმევას და ზოგადად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც თვითონ სიტყვიერად ქადაგებენ.“– აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 20:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 20:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.

რადოსლავ სიკორსკი

25 ივლისი 2024, 19:59

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 19:11

არჩევნები აშშ

კამალა ჰარისი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.

ეკა სეფაშვილი

25 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.

მიხეილ ყაველაშვილი

25 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:45

სამართალი

რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის საქმეზე ჩვენ ვნახეთ ძალიან მყარი მტკიცებულებები ვისთან მიდიოდა კვალი და ეს სწორედ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოებას არ გაუკვირდება, თუკი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების კვალი საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივა.

25 ივლისი 2024, 18:42

სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

ნათია თურნავა

25 ივლისი 2024, 18:39

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

"განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური ბაზრების განვითარებას," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

25 ივლისი 2024, 18:33

არჩევნები 2024

ComCom-მა „მთავარი არხი” პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის დაასანქცირა

პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.

იოანე მენაბდე

25 ივლისი 2024, 18:32

საზოგადოება

იოანე მენაბდე: განსახორციელებელ პროექტებს ძირითადად ორი ფაქტორით ვარჩევთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის და განვითარების პოტენციალს მიხედვით

განსახორციელებელი პროექტების შერჩევა ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმიტომ, რომ ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება, თუმცა ლიმიტირებული ბიუჯეტის, პერსონალის და სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად პრიორიტეტიზაციის პროცესში ვართ. ამისთვის ცალკე პროცესი გვაქვს დაგეგმილი ჩვენს სააგენტოში. ამასთან ერთად სხვადასხვა სტეიკ ჰოლდერები არიან ჩართული, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სამინისტროების დონეზე. - ამის შესახებ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ ახალ პროექტებზე საუბრისას, გადაცემა „დღის ქრონიკა“– ში განაცხადა.

ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 18:28

არჩევნები აშშ

ჯო ბაიდენი: მე და ვიცე-პრეზიდენტი გავაგრძელებთ ბრძოლას ამერიკის მომავლისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის მშპ-ს ზრდის შესახებ ანგარიში ცხადყოფს, რომ „ჩვენ ახლა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს“.