23 ივნისი 2024, 23:59 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იმედი“ მაყურებელს სექტემბრიდან უპრეცედენტო მუსიკალურ მეგაპროექტს, „ქავერ შოუს“ შესთავაზებს

ტელეკომპანია „იმედი“ მაყურებელს სექტემბრიდან გრანდიოზულ მუსიკალურ მეგაპროექტს, „ქავერ შოუს“ შესთავაზებს.

ჩაწერები „Black Sea Arena“-ზე დღეიდან დაიწყო. პროექტში ათეულობით კონკურსანტი მონაწილეობს.

ახალი მეგაპროექტი უპრეცედენტო მასშტაბისაა თავისი სცენით, აუდიტორიითა და სანახაობით.

26-27 ივნისს მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ „Black Sea Arena“-ს და დაესწრონ ჩაწერებს. დასწრება უფასოა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 01:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აქ რომ ატეხილიყო ომი, ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი - აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად, ამას ვერ ხვდება ზოგიერთი ევროპელი

აქ რომ ატეხილიყო ომი, ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი - აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო პირველი, ვისაც კბილებით უნდა დაეცვა, რომ საქართველო რამე შარში არ გახვეულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 01:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“–ში ისაუბრა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის მიერ კიდევ ერთხელ მიცემული მანდატი, რომლითაც პასუხს გასცემენ თავიანთ ოპონენტებს.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 01:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სანქციების დაწესებაზე: ბუნდესტაგის ერთ-ერთ დეპუტატს ავუხსენი, რომ სხვა ქვეყანაა, რომ ნატოა, რომ მათ სხვა რისკები აქვთ და ეს ჩვენთან ომს ნიშნავს და პასუხი იყო - რას იზამ, ყველამ რაღაცა უნდა გავწიროთო

ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ ჰქონია. ახლა, შუაგულ ევროპაში უცებ ამხელა ომი დაიწყო. ეს მათთვის სტრესული გარემოა და რიტორიკასა და გადაწყვეტილებებში იგრძნობა არასისტემურობა. ეს გასაგებია, უბრალოდ ჩვენ არ უნდა ავყვეთ არასისტემურობას და ზედაპირულობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 01:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბევრმა მადლობაც გვითხრა სწორედ მოიქეცით, რომ არ აგვყევითო. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ თავიდან კი ვითხოვდით სანქციებს, მაგრამ ახლა აღარ ვითხოვთო

„აჟიტირება შეინიშნება ზოგიერთ აქტორში. როგორც წესი, ეს უფრო არიან პარლამენტის წევრები, რომლებსაც თავისუფალი მანდატი აქვთ და უფრო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევიან - ევროპარლამენტში იქნება ეს, თუ ნაციონალურ პარლამენტებში. ჩვენ ამ ზედაპირულობას და აჟიტირებულობას არ ავყევით. შემდეგ ბევრმა მადლობაც გვითხრა და სწორედ მოიქეცით, რომ არ აგვყევით ჩვენო. საბოლოო ჯამში, ასე გამოუვიდათ. ერთ-ერთმა ასეთმა მაღალჩინოსანმა, თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ თავიდან კი ვითხოვდით სანქციებს, მაგრამ ახლა აღარ ვითხოვთო“

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 2024 წელსაც აუცილებლად იქნება ბოიკოტი და აქედანვე ემზადებიან, რომ გამოაცხადონ არჩევნები არალეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა, მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა

„ეს არჩევნები წყალგამყოფია და ეს იქნება მკაფიო პასუხი მათთვის [ოპოზიციისთვის] იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხი არ იღებს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ სხვა გარე პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში. ამას უნდა გაეცეს პასუხი. როდესაც ამას პასუხი გაეცემა, მათი ჰონორიც და დამოკიდებულებაც შეიცვლება. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, აუცილებლად იქნება ბოიკოტი, ვინაიდან ეს არის ის ქცევა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციაა. 2016 წელს მათ ბოიკოტი ჰქონდათ, არ შედიოდნენ რამდენიმე კვირა [პარლამენტში], ბოლოს გაიყვნენ-გამოიყვნენ, რაღაცნაირად შევიდნენ. 2020 წელსაც ბოიკოტი ჰქონდათ, შემოვიდნენ ბოლოს. 2024 წელსაც რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება ბოიკოტი და ვხედავთ, რომ აქედანვე ემზადებიან იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოაცხადონ არჩევნები კიდევ ერთხელ არალეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა, მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „სირცხვილიას“ დამფინანსებლებზე: „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება - თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ

„თუ ეს დემოკრატიაა, თავის ქვეყანაში განავითარონ ასეთი დემოკრატია, „მოლოტოვის კოქტეილის“ ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება და ეს დემოკრატიული დახმარება არ არის. ევროკავშირის ფული მიდის ორგანიზაციაში, რომელიც „მოლოტივის კოქტეილის“ რომანტიზებას ახდენს“!, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მოქმედებდა ქართველი ხალხის ინტერესით. გარედან ეტყოდნენ - წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია სრულად არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა კონიუნქტურა მოდის გარედან - რა ნიავიც უბერავს, ამ ნიავს უნდა მიჰყვნენ. სხვას არაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ასე იყვნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 2012 წლამდე და ამიტომაც შეგვიყვანეს ყველანაირ ხაფანგში, რომელიც კი დაგებული იყო. არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესით. ეტყოდნენ - წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ

საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ტრამპზე თავდასხმაზე: ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა აურზაურს გადაურჩა სამყარო

რამდენიმე დღის წინ ესროლეს პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა აურზაურს გადარჩა სამყარო. ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა უპირველეს ყოვლისა თავად შეერთებულ შტატებში და რა გავლენა ექნებოდა ამას მსოფლიოზე – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“–ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. ორი წელი ქვეყანა და საზოგადოება ისტერიაში აცხოვრეს და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო

„სამწუხაროდ, ამ ისტერიას უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს. გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადება საკრუიზო გემთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქართველებს არ უნდათ რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. რა იცის ამერიკის ელჩმა, რა უნდა ქართველ ხალხს და რა - არა?! თან ხაზი გაუსვა, რომ არ იფიქროთ, მარტო გემზე ვამბობო, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო [საზღვარი რუსეთთან] ჩასაკეტიაო. როდესაც ელჩები, დონორები ასეთ ისტერიას თესენ, ამას მერე მხარს უბამს ოპოზიცია, „ენჯეოები“, რომლებიც მათგან ფინანსდებიან და ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ორი წელი და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, [რუსეთიდან] შემოვიდეს თანხაო. ახლა მოუნდათ ამაზე ასე საუბარი?! საინტერესოა, როგორ დალაგდებიან მითუმეტეს შიგნით, როდესაც ჰყავთ ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ, წელიწად ნახევარი ევროკავშირის და მათ შორის რუსეთის ფულით ფინანსდებოდა და როგორ ახერხებს ეს ადამიანი არ ვიცი, რომ ორი წყაროდან აქვს დაფინანსება. დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე ავრცელებდნენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

19 ივლისი 2024, 00:10

მსოფლიო

ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, გააუქმონ დარჩენილი შეზღუდვები უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების იარაღის გამოყენების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ კიევისთვის იარაღის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური უმრავლესობა ამიტომაც გვჭირდება, რომ ეს იყოს ქართული საზოგადოების მკაფიო პასუხი იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, წარმოადგენს

კონსტიტუციური უმრავლესობა ამიტომაც გვჭირდება, რომ ეს იყოს ქართული საზოგადოების მკაფიო პასუხი იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჯარისთვის 30 მილიონის გაყინვაზე: სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე - ქართველი ხალხი ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს აღიქვამს უმადურობად

„სწრაფი გადაწყვეტილებები არის ცუდი იმიტომ, რომ ზედაპირულად მიიღება გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა ზედაპირულია გადაწყვეტილებები, როდესაც უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. რა გამოდის, რისკები შემცირდა რეგიონში - საქართველოს რისკები, ტერორიზმის, თუ მიტოვეს რისკების წინაშე ქართველი ხალხი?! ამის თქმა უნდა ვინმეს ჩვენთვის?! ქართული ჯარი, გვერდში ედგა ჩვენს პარტნიორებს ყველა ცხელ წერტილში. ჩვენ - საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. ჩაშლილი იყო, რომ არა საქართველო. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირისგან რომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, არ მიკვირს, რომ როდესაც შეხვედრები მაქვს მოქალაქეებთან, ისინი საუბრობენ, რომ ეს უმადურობაა“

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბევრი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება დამოკიდებულებებიც

ბევრი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება მათ შორის დამოკიდებულებებიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე

ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები

„პოზიტიური არის ის, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები. ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ ევროკავშირის კანდიდატ ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად და ა.შ. ეს მოიტანა მშვიდობამ. ეს არის რასაც ვთავაზობთ და ამას ვეუბნებით მოსახლეობას, რომ რომ არა „ქართული ოცნება“, 2022 წლის თებერვალში რომ ყოფილიყო ნებისმიერი ამ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში - ერთად, თუ ცალ-ცალკე, იქნებოდა ომი გარდაუვალად. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ გადაატრიალეს თავისი ნარატივები“

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს, ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში

ფანტაზია გაიმდიდრონ ამას ამბობენ 2012 წლიდან. თქვენ რომ აიღოთ ჩანაწერები 2012 წელს რას ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებაზე და დღეს რას ლაპარაკობს, სხვაობა არ იქნება. სხვაობა მათ რიტორიკაში არ არის - ასე გამოეხმაურა გადაცემა „იმედი live“– ში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ დღეს ქართული ოცნების გზა ევროპისკენ აღარ მიდის.

18 ივლისი 2024, 23:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის

„ჩვენ ვუყურებთ ოპოზიციის მხარეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. 6 თვე პარლამენტი იყო ბოიკოტის პირობებში, ბოლოს როგორც იქნა ძლივს შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შემდეგ ამას მოყვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოგვაპარეს მიხეილ სააკაშვილი. შემდეგ უკრაინაში დაიწყო ომი და რუსეთის შეჭრის დღიდანვე ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ პარლამენტის წინ აქცია ჩაატარეს, რაშიც ჩაერთნენ ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 23:03

არჩევნები ამერიკაში

The Washington Post: ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 22:41

მსოფლიო

პარიზში, პოლიციელს ცივი იარაღით თავს დაესხნენ

პარიზში, პოლიციელს ცივი იარაღით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.