05 ივლისი 2024, 14:46 / სანდო წყარო

საქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

„ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ როგორც ინფორმირების, ისე სათანადო სერვისების მიწოდებისა და ადაპტირების მიზნით. ყრუთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში ვახორციელებთ. ამ მხარდაჭერისთვის ყრუთა კავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ IFES-ს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათი ხელშეწყობით გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განვახორციელოთ საინფორმაციო კამპანია“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ყრუთა კავშირში ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ტარდება, ასევე ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. შეხვედრები უკვე ჩატარდა ყრუთა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავსა და გორში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში და ბათუმში.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

12 ივლისი 2024, 12:42

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე: უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

„უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ“,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

12 ივლისი 2024, 12:36

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში „Deutsche Wein und Sommelierschule“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს. ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ და ღვინის ინსტიტუტის „Deutsche Wein und Sommelierschule“ ჩართულობით გაიმართა. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა.

12 ივლისი 2024, 12:03

საზოგადოება

საქპატენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზაალ ანჯაფარიძე

12 ივლისი 2024, 12:01

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ოკუპანტთან, ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

„რას იზამ, ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, წეღან ვახსენე კიდევაც - აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არცერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ, შეცდომები საქართველოსთან მიმართებით აშშ-სგან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით ამნისტია დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება, საერთო ჯამში კი ეს კანონი პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს მოიცავს

რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად, გუშინ იყო წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, პრემიერმა საკუთარი ანგარიშის დროს გაიმეორა ის, რომელიც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად ევროპის სტანდარტზე ჩამოვიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე: ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა

ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს მოკავშირეების გარეშე დარჩენის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით სიცრუეა თითქოს ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს 6 წლის განმავლობაში ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, „ნაცმოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო

როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის

„რაც შეეხება [განცხადების] მეორე ნაწილს, რომ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს „ენჯეო“ სექტორში, მე მგონი ეს პირდაპირ აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, მასთან მიდის ფული. რა მომენტშიც ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, [დაფინანსებამ] გადაინაცვლა მათკენ, ვინც მათ ინტერესს ატარებს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ინტერესები და ახლა ამ ინტერესებს მიეცა თავისი კალაპოტი და აპირებენ, რომ დაფინანსება წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

12 ივლისი 2024, 11:09

მსოფლიო

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და პოლონეთი ახალ იარაღს ერთობლივად შეიმუშავებენ

საუბარია „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებზე, რომლებიც მიზნის 500 კილომეტრის მანძილზე განადგურებას შეძლებს. ინიციატივის მიზანი იმ დანაკლისის შევსებაა, რომელიც ევროპულ არსენალებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად წარმოიშვა.

12 ივლისი 2024, 10:55

რეგიონი

ანასეულში, სუბტროპიკების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ამჯერად, ანასეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გია აბაშიძე

12 ივლისი 2024, 10:50

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა - აგენტი "ენჯეოშნიკების" სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება

„ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა - აგენტი "ენჯეოშნიკების" სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და ე.წ. ჯავშანი მისცეს.

12 ივლისი 2024, 10:50

ტექნოლოგიები

„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის დეტალური რუკის შესადგენად ახალი მისია იწყება

ექსპედიციას ამერიკული კომპანია RMS Titanic Inc ატარებს. სპეციალისტები ოკეანეში ლოგისტიკურ გემზე Dino Chouest, რომელიც მათთვის ერთგვარი ოპერაციული შტაბი გახდება. სწორედ იქიდან ჩაუშვებენ ფსკერზე ორ რობოტიზებულ აპარატს, რომლებიც „ტიტანიკს“ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაუღებენ და ლეგენდარული ლაინერის ნანგრევების დეტალურ 3D მოდელს შეადგენენ.

12 ივლისი 2024, 10:38

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

12 ივლისი 2024, 10:19

ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Car rental-ის სერვისის მესამე საერთაშორისო ბრენდმა დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2024, 10:16

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზები განიხილა

„მშვიდობის მისია 5.0. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს მარ-ა-ლაგოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობის დამყარების გზები განვიხილეთ. დღის კარგი ამბავი: ის ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.

სოზარ სუბარი

12 ივლისი 2024, 10:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს, როცა გვეუბნება, რომ დააფინანსებენ არა ქართულ ჯარს, არამედ იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ 2008 ან 2014 წელს დაუშვეს ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოსთან (და ასევე უკრაინასთან) მიმართებაში, არამედ დღესაც იმავეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ შეცდომები კი არა, შეგნებული დანაშაულია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის მიმართ,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

ნინო ფოჩხუა

12 ივლისი 2024, 10:14

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე- წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი - ანუ თუ ხარ აგენტი მაშინ შენი პატრონები გიცავენ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა. მისი თქმით, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია.

ედიშერ გვენეტაძე

12 ივლისი 2024, 10:10

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე: თავადვე, როგორ გაიშიფრნენ ომის მომხრეები და მოღალატეები მათივე დამფინანსებელი უცხო ძალებისავე დავალებით. უნებურად გაშიფრა ახლანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებულნი

აი ნახეთ თავადვე, როგორ გაიშიფრნენ ომის მომხრეები და მოღალატეები მათივე დამფინანსებელი უცხო ძალებისავე დავალებით. საქმე შემდეგშია, თავისთავად უნებურად გაშიფრა ახლანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებულნი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე უკრაინული გამოცემის გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 ივლისი 2024, 10:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ და მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ

„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ. ისინი ერთი კონტექსტით მოქმედებენ.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.