თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა.
ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.
„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს განზომილებად და უცვლელ პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სამშვიდობო ინიციატივებით გახსნილი შესაძლებლობების გაფართოებითა და შესაბამისი მექანიზმების განვითარებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებაზე, რაც ადამიანზე და ფუნდამენტურ უფლებებზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დღემდე შეზღუდული აქვს წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ვფიქრობთ, ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედება შექმნის გამყოფი ხაზის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის საშუალებას, ისეთი მომსახურების თუ სარგებლის მიღების მიზნით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. მსურს, კიდევ ერთხელ, გადავუხადო მადლობა ყველა კოლეგას და პარტნიორ ორგანიზაციას, ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ. ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პორტალი შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2024, 02:44
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ყირიმის უკრაინულ კუთვნილებას.
21 სექტემბერი 2024, 02:25
მსოფლიო
CNN: აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო
აშშ მომავალ კვირას უკრაინისათვის შეიარაღების მნიშვნელოვანი პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს, თუმცა მიწოდება, სავარაუდოდ, გადაიდება მარაგების დეფიციტის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 02:02
მსოფლიო
The Times: უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს
უკრაინამ უახლოეს კვირებში რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
21 სექტემბერი 2024, 00:14
მსოფლიო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო
გაერო აცხადებს, რომ ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.
20 სექტემბერი 2024, 23:15
საზოგადოება
მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 სექტემბერი 2024, 22:53
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად
საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამ სტანდარტს უხეში და ცინიკური ფორმით არღვევენ. სამართლიანობის გრძნობით დამუხტული ჩვენი ერი ვერასოდეს მიიღებს ფარისევლობას მეგობრობად, მტრობას - პარტნიორობად და ღალატს ერთგულებად. იმედი გვაქვს, ამის ნათელი დასტური იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებით დამდგარი შედეგი, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
20 სექტემბერი 2024, 22:51
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში: აშშ-ისა და ევროკავშირის სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 22:33
კულტურა
თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „პირველი მერცხლით“ დაიხურა
„ფესტივალს სტუმრობდნენ: მალტის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ჩარლზ ფარუჯა, ჩეხეთის ეროვნული არქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, ბულგარეთის ეროვნული კინოარქივის წარმომადგენელი გალია ჟეკოვა და მოლდოვის ეროვნული საარქივო სააგენტოს წარმომადგენელი აურელია ფელია“.
20 სექტემბერი 2024, 22:22
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა „საქართველოს მეგობრების“ მისიის საფუძველზე, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2024, 21:53
სამართალი
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
20 სექტემბერი 2024, 21:26
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, დამოკიდებულია სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ პარტნიორებმა.
20 სექტემბერი 2024, 21:15
სპორტი
კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება.
20 სექტემბერი 2024, 21:07
არჩევნები 2024
მაია ჯაბუა: ევროკავშირში შესვლა უმნიშვნელოვანესია - რა თქმა უნდა, ღირსებით, ქვეყნის ერთგულებითა და სიყვარულით
მარტვილში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მომღერალი მაია ჯაბუა მონაწილეობდა.
20 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას
ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც ემუქრება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.
20 სექტემბერი 2024, 21:04
არჩევნები 2024
აჩიკო ნიჟარაძე: ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ საქართველოს ინტერესს აყენებს
ვირჩევ ძალას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესზე წინ აყენებს საქართველოს ინტერესს, - აცხადებს „ქრონიკასთან“ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე. „ხმას ვაძლევ ძალას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:52
არჩევნები 2024
პანჩო: მინდა, ევროპისკენ გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ
მომღერალი, პანჩო „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ მისი სურვილია ევროპისკენ გასავლელი და საქართველომ მშვიდობიანად და ღირსებით გაიაროს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ გზა, რომელიც გასავლელია ევროპისკენ, ჩვენთვის უფრო რთულია.მინდა რომ ეს გზა მშვიდობიანად და ღირსებით გავიაროთ“, - აცხადებს მომღერალი.
20 სექტემბერი 2024, 20:40
არჩევნები 2024
გუფი: მშვიდობა თუ არ არის, აზრი ეკარგება ყველაფერს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს მუსიკოსებს მარტვილსა და სამტრედიაში უმასპინძლეს.
20 სექტემბერი 2024, 20:38
არჩევნები 2024
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ - „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით- ევროპისკენ! „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები სამტრედიასა და მარტვილში.
20 სექტემბერი 2024, 20:36
არჩევნები 2024
ევროკავშირი აპირებს იმ ორგანიზაციების შეფასებით იხელმძღვანელოს, რომლებიც საარჩევნო პროცესს მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ისფედში იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგების გაყალბებაშია მხილებული.
20 სექტემბერი 2024, 20:19
პოლიტიკა
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, შერიგება და ურთიერთშენდობა - ბიძინა ივანიშვილის გზავნილი და რადიკალების თვითლუსტრაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ცდილობს შერიგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეა სათავისოდ დაამახინჯოს. ქვეყნის საწინააღმდეგო არაერთ მოქმედებაში მხილებული პარტია მმართველ გუნდს გამოგონილი მიზეზებით ადანაშაულებს.