09 აგვისტო 2024, 14:41 / სანდო წყარო

შეკვეთილის დენდროპარკი: „ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე და საბოლოოდ რვავე ბაობაბის ხე გახმა

„ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად, - ამის შესახებ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის და მისი კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვის შესახებ გახდა ცნობილი, მათ ყველაფერი იღონეს, რათა ეს პროცესი შეეჩერებინათ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ცნობით, ბაობაბების ტრანსპორტირებისას ხელოვნურად წარმოქმნილ შეფერხებას უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგად, საქართველოში გრუნტში გადმორგვის შემდეგ, რვავე ბაობაბის ხე გახმა.

„2020 წელს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და დაფინანსებით დაბა შეკვეთილში გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ეს უნიკალური პროექტი კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით და ურთულესი ტექნიკურ - ლოგისტიკური ამოცანების დაძლევით სამოცი ჰექტარის ფართობზე გაშენდა საქართველოში აქამდე არნახული მწვანე სივრცე, რომელიც მოიცავს ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და ასევე უცხოურ მცენარეს.

პარკის განსაკუთრებულობა განპირობებულია იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხერხდა უნიკალური საუკუნოვანი ხეების გადმორგვა, რაც ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. დენდროლოგიური პარკი წარმოადგენს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ და ჰარმონიულ ნაზავს. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის უიშვიათესი ფრინველი ბინადრობს. მათთვის აქ შექმნილია მშობლიური ჰაბიტატის იდენტური საარსებო გარემო.

პირველივე დღიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აბსოლუტურად უფასოდ მასპინძლობს ათიათასობით მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიცირების დღიდანვე ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს.

ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.
როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.

ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო.

საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.

დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.

არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას.“ - აღნიშნულია შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

დავით კოდუა

09 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.

09 სექტემბერი 2024, 22:11

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა

მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

ტატო ხარჩილავა

09 სექტემბერი 2024, 21:42

საზოგადოება

„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ

ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.

მანიკა ასათიანი

09 სექტემბერი 2024, 21:20

კულტურა

მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა

„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.

ქეით მიდლტონი

09 სექტემბერი 2024, 21:06

მსოფლიო

ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.

არჩილ თალაკვაძე

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.

09 სექტემბერი 2024, 20:42

მსოფლიო

პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2024, 20:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა

„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.

რატი ბრეგაძე

09 სექტემბერი 2024, 20:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

09 სექტემბერი 2024, 20:17

მსოფლიო

ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

აკაკი ჯინჭარაძე

09 სექტემბერი 2024, 19:47

სპორტი

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება

10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავისუფალი გზა

09 სექტემბერი 2024, 19:33

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

გიორგი აბაშიშვილი

09 სექტემბერი 2024, 19:25

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით

საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

ოლაფ შოლცი

09 სექტემბერი 2024, 19:22

მსოფლიო

La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.

გიორგი აბაშიშვილი

09 სექტემბერი 2024, 19:11

პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა

თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ცესკო

09 სექტემბერი 2024, 18:53

არჩევნები 2024

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.

რობერტ ფიცო

09 სექტემბერი 2024, 18:49

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს

ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2024, 18:43

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.