დავით ჩიხელიძე დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებაზე: ოპოზიციის მორიგი მავნებლობა სისრულეში მოვიდა - კენიიდან გადმორგული ბაობაბის ყველა ხე გახმა
დავით ჩიხელიძე
ფოტო: Facebook
ექსპერტი დავით ჩიხელიძე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ დაბრკოლებებზე. როგორც ჩიხელიძე წერს, ბაობაბის გადმორგვის პროცესში განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობდა, რომელიც პროცესის შეფერხებას, ყველა აკრძალული ხერხით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა.
ექსპერტის თქმით, ოპოზიციისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უკანონობა არ ხდებოდა. მისივე თქმით, ბაობაბის ხეების გადმორგვა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და მისი ხილვა საქართველოს მოსახლეობას სრულიად უფასოდ შეეძლო.
„ოპოზიციის მორიგი მავნებლობა სისრულეში მოვიდა, დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კენიიდან გადმორგული ბაობაბის ყველა ხე გახმა (8 ხე) ბაობაბის გადმორგვის პროცესში განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობდა, რომელიც პროცესის შეფერხებას, ყველა აკრძალული ხერხით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა. გვახსოვს ოპოზიციის აპელირება, რომ ბაობაბის გადმორგვა უკანონოდ ხდებოდა, მთავარი არხი უფრო შორს წავიდა და პირდაპირ ეთერს საეჭვო წარმომავლობის "ექსპერტებს" უთმობდა, რომლებიც დიდი გულისტკივილით გვაუწყებდა, რომ 8 ბაობაბის გადარგვა , კენიას ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებდა, რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ, კენიის მთავრობამ ბაობაბის ტრანსპორტირების ნებართვა გასცა, რადგან საქმე კანონიერ პროცესთან გვქონდა, ბაობაბის ხე გადაშენების პირას მყოფ ხეთა სიაში არ იმყოფებოდა და არც რაიმე განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა, რაც ბუნებიდან მის (ბაობაბი) ამოღებას უკანონოს გახდიდა. ოპოზიციისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უკანონობა არ ხდებოდა, რადგან ბაობაბის ხეების კენიიდან საქართველოში ტრანსპორტირება 2016 წელსაც განხორციელდა (სრულიად კანონიერად) ოპოზიციამ თემის "აწევის" პროცესში შემკვეთს მთავარი, დრო დააკარგვინა, სასამართლოს და ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურების პროცესში ბაობაბის ხეები, რამდენიმე წელი გრუნტიდან ამოღებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მათ სიცოცხლის უნარიანობაზე უარყოფითად აისახა და დარგვიდან რამდენიმე თვეში გახმა. ბაობაბის ხეების გადმორგვა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და მისი ხილვა საქართველოს მოსახლეობას სრულიად უფასოდ შეეძლო. ოპოზიციის მავნებლობის გამო, ბაობაბის ხეების ხილვა კვლავ დისტანციურად, სურათების და ვიდეოების დახმარებით მოგვიწევს”, - წერს დავით ჩიხელიძე.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2024, 22:20
არჩევნები 2024
დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
09 სექტემბერი 2024, 22:11
რეგიონი
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა
მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
09 სექტემბერი 2024, 21:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა
ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 21:42
საზოგადოება
„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ
ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.
09 სექტემბერი 2024, 21:20
კულტურა
მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა
„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.
09 სექტემბერი 2024, 21:06
მსოფლიო
ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
09 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.
09 სექტემბერი 2024, 20:42
მსოფლიო
პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 20:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა
„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
09 სექტემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.
09 სექტემბერი 2024, 20:17
მსოფლიო
ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო
ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.
09 სექტემბერი 2024, 19:47
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება
10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
09 სექტემბერი 2024, 19:33
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
09 სექტემბერი 2024, 19:25
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
09 სექტემბერი 2024, 19:22
მსოფლიო
La Repubblica: ოლაფ შოლცი სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მოსკოვისთვის გადაცემის შესაძლებლობას მოიცავს
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გეგმა აქვს - მას სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც „მშვიდობის კანცლერი“, - წერს იტალიური გაზეთი La Repubblica.
09 სექტემბერი 2024, 19:11
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მთავარი ფაქტორი, რითაც ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა
თუ ავიღებთ ბოლო 10 წელს ან მეტს, წლევნდელ მეორე კვარტალში მიღებული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ყველზე მაღალი მაჩვენებელი ახლა ფიქსირდება, საუკეთესოა ამ თვალსაზრისით,- განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას “ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
09 სექტემბერი 2024, 18:53
არჩევნები 2024
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.
09 სექტემბერი 2024, 18:49
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების დაბლოკვას განიხილავს
ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2024, 18:43
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“: ადამიანებს არც ობიექტურობა გააჩნიათ, არც პროფესიონალიზმი - გვიჩნდება ეჭვი, რომ ერთიანდებიან, რათა ნიადაგი შეამზადონ 27 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ორი რამაა აუცილებელი: ერთი, ეს არის, იყვნენ ობიექტურები და მეორე - იყვნენ პროფესიონალები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.