09 აგვისტო 2024, 18:04 / სანდო წყარო

ComCom-ი 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონს მეორედ აცხადებს

კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონს უკვე მეორედ აცხადებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-თვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილეობა მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო.

„კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, გამოცხადდება 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან. ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3 410-3 710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე. გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნებათ, რადგან ერთი მხრივ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, ორივე კომბინირებულ ლოტზე, რომელიც 5G ტექნოლოგიის დასანერგადაა განკუთვნილი და კომპანიების მხრიდან MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევას ითვალისწინებს, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20%-იანი ფასდაკლებით განისაზღვრება.

კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 9 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით 10 ოქტომბერს 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით 11 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 12 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ, კომპანია „EY“-თან ითანამშრომლა.

5G-ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე შეუძლია“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2024, 22:59

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება: ირანის მიერ აგრესორი სახელმწიფოსთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება ორმხრივი ურთიერთობებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა პროგრესი - საქართველო მოწინავეა ასოცირებულ პარტნიორებს შორის

მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა საქართველოს პროგრესი, ის რომ საქართველო არის მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის იმ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

09 სექტემბერი 2024, 22:39

ტექნოლოგიები

Apple-მა iPhone 16 წარადგინა

ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა

საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

დავით კოდუა

09 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.

09 სექტემბერი 2024, 22:11

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა

მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

ტატო ხარჩილავა

09 სექტემბერი 2024, 21:42

საზოგადოება

„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ

ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.

ნიკა ნიკვაშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:22

პოლიტიკა

ნიკა ნიკვაშვილი: ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით,- განაცხადა Cover შოუს ჟიურის წევრმა ნიკა ნიკვაშვილმა.

მანიკა ასათიანი

09 სექტემბერი 2024, 21:20

კულტურა

მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა

„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.

ანრი ჯოხაძე

09 სექტემბერი 2024, 21:11

კულტურა

ანრი ჯოხაძე: რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს

რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს ,- განაცხადა მომღერალმა და პროექტ Cover შოუს ჟიურის წევრმა ანრი ჯოხაძემ.

ქეით მიდლტონი

09 სექტემბერი 2024, 21:06

მსოფლიო

ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.

09 სექტემბერი 2024, 21:05

კულტურა

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 ახალი მეგა პროექტი Cover შოუ იწყება

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 საათზე ტელემაყურებელს დიდი სატელევიზიო პრემიერა ელის.

არჩილ თალაკვაძე

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.

09 სექტემბერი 2024, 20:42

მსოფლიო

პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2024, 20:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა

„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.

რატი ბრეგაძე

09 სექტემბერი 2024, 20:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

09 სექტემბერი 2024, 20:17

მსოფლიო

ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

აკაკი ჯინჭარაძე

09 სექტემბერი 2024, 19:47

სპორტი

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება

10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.