კონკურსის, „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის, „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე, 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა.
„კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე.
ყველა სიახლე
07 ოქტომბერი 2024, 17:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრზე: ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით
როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, სადაც მას კითხეს, თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს
აუცილებელია საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ ინფორმაცია უარყოს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: დაადასტურა, სამწუხაროდ, რომ ისინი არიან ოპოზიციაში უკვე ქართულ ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან. ეს ჩარევა კი არ არის, არამედ, არის პირდაპირი წარმართვა წინასაარჩევნო კამპანიის
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდათ არა პარტნიორული დამოკიდებულება, არამედ, უნდათ პირდაპირი ვასალური დამოკიდებულება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შტაინმაიერი მიესალმა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის დარღვევას - ვერ მივიღე ჯერჯერობით ამ მხრივ განმარტება რამდენად შეესაბამება სიმართლეს
ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და მცდელობა კონსტიტუციური პროცესიდან გაყვანის და ყველა, ვინც ამ პროცესში რაღაცნაირად არის ჩართული, იქნებიან ეს პარტიები თუ იქნებიან ეს უცხოელი აქტორები, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მონაწილეობენ კონსტიტუციის გვერდის ავლის პროცესის დაძვრაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ე.წ. პრეზიდენტი გახდა მადამ მავნებელი. არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ ამოწურა პრეზიდენტად ყოფნის ვადა, სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ
სტატუსით უნდა წავიდეს, რომ გადააყენა საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
07 ოქტომბერი 2024, 17:13
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: თუ მსგავსი განცხადება მართლაც გაკეთდა, ეს არა მხოლოდ ჩარევაა საარჩევნო კამპანიაში, არამედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არამეგობრული
ან „ფორმულა“ ცრუობს, რაც არ გაგვიკვირდება, ან თუ მართლა გაკეთდა ასეთი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ წაშლილია ფორმულას გვერდიდან, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ევროკავშირის ელჩს,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
07 ოქტომბერი 2024, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარშვილი: ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ყველაზე ხშირი დამრღვევი
ჩვენ გვინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც მსოფლიო მასშტაბით საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის ხშირი დამრღვევი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე საუბრისას.
07 ოქტომბერი 2024, 16:56
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: რაც უფრო ახალ დეზინფორმაციას იგონებენ ცესკოს შესახებ, მით უფრო მეტ ფაქტებს დებს საარჩევნო ინსტიტუტი მათ გასაქარწყლებლად
„ცესკოს სრული გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და მავნებლების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა, ახალ ფაზაში შევიდა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
07 ოქტომბერი 2024, 16:51
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ნინო ჟიჟილაშვილზე: ნეობოლშევიკური მეთოდებით ცდილობს, ავაზაკთა შორის უავაზაკესი დამსპონსორებლის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვას და მისი სამარცხვინო იდეების უნივერსიტეტის კედლებში გატარებას
პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოსტვ“-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს“ შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით“.
07 ოქტომბერი 2024, 16:42
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოუცხადა მოსახლეობის უმრავლესობამ და ის აღარ მოიაზრება მათთვის ქვეყნის პრეზიდენტად. ახლა რჩება სამართლებრივი ნაწილი, რასაც ახალი მოწვევის პარლამენტი სისრულეში მოიყვანს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ნაკარნახევია და გამომდინარეობს სახელმწიფოს სამართლებრივი პატივისცემიდან, რადგან არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
07 ოქტომბერი 2024, 16:17
არჩევნები 2024
ვასილ ჩიგოგიძე: 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის! - „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა ლანჩხუთელ ახალგაზრდებთან გამართა
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე, დელეგატმა განიხილა განათლებისა და სპორტის მიმართულებით პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს.
07 ოქტომბერი 2024, 16:05
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:58
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, მთაწმინდაზე, ნიკოლაძის ქუჩის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:54
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილების და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა.
07 ოქტომბერი 2024, 15:53
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე ზუკა რურუა გაეცნო უბნის მოსახლეობას, მან აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა. მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
07 ოქტომბერი 2024, 15:48
პოლიტიკა
გიორგი ძიგუა: მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას
მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ.
07 ოქტომბერი 2024, 15:46
საზოგადოება
დავით ჩიხელიძე: ჟიჟილაშვილი „იმედს“ ჰერჩინსკის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე დაემუქრა, როგორც ჩანს, დასავლური სტანდარტით დემოკრატია ტელევიზიების დახურვაზე გადის, მაშინ გასაგებია, რატომ მიიჩნეოდა მიშა დემოკრატიის შუქურად
გუშინ ჩაგრული დღეს მჩაგვრელად მოგვევლინა, ჟიჟილაშვილის ფერისცვალება, მის პატარა ადამიანობაზე მიანიშნებს. სწორედ განსხვავებული აზრის გამო დაიხურა მისი ყოფილი ტელევიზიები, განსხვავებული აზრის გამო დაარბიეს ტელეკომპანია იმედი და ა.შ. ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის, როცა საკუთარ კოლეგას და ზოგადად ტელევიზიას დახურვით ემუქრება? - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან „პოსტვ“-ის გადამღები ჯგუფის არშეშვებას და „იმედის“ მიმართ ნინო ჟიჟილაშვილის მუქარას.
07 ოქტომბერი 2024, 15:42
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ვინმეა შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან, ეს თავად დასავლეთის დღევანდელი ხელისუფლებაა. მათ დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს
პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუთავსებლობაში ადანაშაულებს და თავად თუ არის დიპლომატიასთან თავსებადი? - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სწორედ დასავლეთია ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი, რადგან გათელეს დემოკრატია.
07 ოქტომბერი 2024, 15:38
პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიას მხარი დაუჭირა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვერსია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გააცნო და იმ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება. მისი ინფორმაციით, მომავალი წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი კი 97,4 მლრდ. ლარით არის განსაზღვრული.
07 ოქტომბერი 2024, 15:34
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ნინო ჟიჟილაშვილის მუქარაზე: ამდენი ხნის ჟურნალისტი, ასე უნდა დაემუქროს კოლეგებს ან ეს დაგბლოკავთ რა უბედურებაა, თუმცა რა გასაკვირია „კოლექტიური ნაცების“ მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის ელჩის განცხადების პარალელურად, პოსტვ-ს გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი „იმედს" შემდეგი სიტყვებით დაემუქრა - „მალე თქვენც დაიბლოკებით".