ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმებით ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს, ყველას, ვინც თქვენი ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.
ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების საუკეთესო ინტერესებშია, განსაკუთრებით დავაფასოთ თქვენი ამაგი, ვიზრუნოთ იმაზე, რომ მასწავლებლის პროფესიამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი კუთვნილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ვალია, მუდმივ რეჟიმში ვიზრუნოთ თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. მე პირადად, 18 წელია, უწყვეტ რეჟიმში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და განსაკუთრებულად სოლიდარული ვარ თითოეული თქვენგანის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება იმ საქმეებზე, რაც გაკეთდება განათლების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.
მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობის მინისტრს, რომლის ინიციატივითაც შარშან, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის დაწესდა ეს დღე, მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა მასწავლებლებისთვის მაღალი პრემია.
როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, საბავშვო მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, რასაც დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დღეს შევიკრიბეთ და მოხარული ვარ, რომ ვარ თქვენთან ერთად, იმისათვის, რომ აღვნიშნო ეს მნიშვნელოვანი დღე და ეროვნული პრემიები გადავცეთ გამორჩეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს.
პრემიის თითოეულ ლაურეატს გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, გილოცავთ ამ განსაკუთრებულ აღიარებას და მომავალშიც მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგან. უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. ჟიურის მიერ 2 000 მასწავლებელს შორის 10 საუკეთესო გამოვლინდა. მათ ჯილდო და ფულადი პრემიები გადაეცათ. პრემია უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 11:29
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:23
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.
11 ოქტომბერი 2024, 11:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას
რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:13
არჩევნები 2024
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
11 ოქტომბერი 2024, 11:08
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 11:07
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 11:02
კულტურა
BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩
შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:59
მსოფლიო
რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.
11 ოქტომბერი 2024, 10:55
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
11 ოქტომბერი 2024, 10:51
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
11 ოქტომბერი 2024, 10:41
მსოფლიო
თეთრი სახლი: ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკა-გერმანის გეოპოლიტიკური პრიორიტეტების საკითხებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის უკრაინის რუსეთისგან დაცვის მხარდაჭერა. რაც შეეხება აშშ-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ განვითარდება, აღნიშნეს თეთრ სახლში.
11 ოქტომბერი 2024, 10:39
კულტურა
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეროვნული კინოცენტრის ახალი ოფისი გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული კინოცენტრის თანამედროვე სტანდარტების სრულად განახლებული ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 10:35
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ აქამდე ეს შეფარვით ხდებოდა, ახლა უცხოური ძალები ღიად და აგრესიულად ერევიან პოლიტიკურ პროცესებში.
11 ოქტომბერი 2024, 10:08
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება⚽
„შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია“, - აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
11 ოქტომბერი 2024, 10:05
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.
11 ოქტომბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ABC News: ქარიშხალ „მილტონს“ 15 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ქარიშხალ „მილტონს“ სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ექვსი ადამიანი ფლორიდის შტატის სენტ-ლუსის ოლქში დაიღუპა, სადაც ათამდე ტორნადო დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი ვოლუსიას ოლქში ემსხვერპლა ქარიშხალს, ორი - სენტ-პიტერსბერგში, ხოლო ერთი - სიტრუსის ოლქში. ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის თქმით, მაშველებმა ქარიშხლის დროს ათასამდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დღემდე ელექტროენერგიის გარეშე 2,6 მილიონზე მეტი აბონენტი რჩება.
11 ოქტომბერი 2024, 09:46
საზოგადოება
ComCom-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, დარგის წამყვან მეცნიერებს, პროფესორებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს შორის ახალ იდეებსა თუ ინიციატივებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ემსახურება.
11 ოქტომბერი 2024, 09:34
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: არსებობს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლოგოებით, ფერებით, საარჩევნო ნომრებით და მეტი არაფრით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.