ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საბაჟოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ლაშა ხუციშვილი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
20 სექტემბერს, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
„ძვირფასო კოლეგებო, წელს უკვე მეორედ აღინიშნება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე. მსურს, თითოეულ თქვენგანს გულითადად მივულოცო ეს თარიღი და ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ბიზნესგარემოს ხელშეწყობისკენ მიმართულ საქმიანობაში.
ეროვნულ დონეზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის 20 სექტემბერს დაწესება, უკავშირდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 30 აგვისტოს მიიღო კანონი „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და ამ დღიდან ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ.
დღეს, თანამედროვე საქართველოს საბაჟოს ფუნქციაა, ქვეყნის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების საბაჟო კონტროლი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მითითებული ქმედებები დაკავშირებულია ისეთ საქონელთან, როგორიცაა: ნარკოტიკი, იარაღი, ნაღდი ფული, ორმაგი დანიშნულების საქონელი, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებები, სხვა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი. საბაჟო კონტროლის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მებაჟე-ოფიცრების მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა 62 482 სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთა შორის იყო ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებები, არადეკლარირებული ძვირფასეულობა და ძვირფასი/ნახევრად ძვირფასი ქვები, იარაღი და საბრძოლო მასალები, არადეკლარირებული სიგარეტი და სხვა.
ამ მიმართულებით, ჩვენი საბაჟო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის.
საბაჟოს მუშაობის შეფასებისას, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლი საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობების განხორციელების პროცესში, სანქცირებული ობიექტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საქონლის/სატრანსპორტო საშუალების/პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება ეკონომიკური სანქციების მონაწილე, სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქცირებული საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის, ასევე ტრანზიტის ოპერაციები.
სანქციების აღსრულების ფარგლებში მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმის და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2053 გადაწყვეტილება. ამასთან, იმპორტიორთა/ექსპორტიორთა ზეპირ/წერილობით მოთხოვნებზე, 1300-ზე მეტ შემთხვევაში, გამოიცა იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
სანქციების აღსრულების მხარდაჭერის პროცესში, საბაჟო დეპარტამენტი მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ საბაჟოს მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე.
„ეს შედეგები ადასტურებს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანობისადმი. კიდევ ერთხელ, გილოცავთ მებაჟის დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2024, 01:40
არჩევნები 2024
თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება
14 ოქტომბერი 2024, 01:35
კულტურა
თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური
ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.
14 ოქტომბერი 2024, 01:18
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“
ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
14 ოქტომბერი 2024, 00:50
კულტურა
ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
14 ოქტომბერი 2024, 00:23
კულტურა
კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.
14 ოქტომბერი 2024, 00:13
საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
13 ოქტომბერი 2024, 23:45
კულტურა
ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე
ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
13 ოქტომბერი 2024, 22:49
არჩევნები 2024
მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში
დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.
13 ოქტომბერი 2024, 22:36
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.
13 ოქტომბერი 2024, 22:35
არჩევნები 2024
გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს
მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
13 ოქტომბერი 2024, 22:32
არჩევნები 2024
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:27
რეგიონი
თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით
კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
13 ოქტომბერი 2024, 22:26
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:21
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:17
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:13
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
13 ოქტომბერი 2024, 22:10
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
13 ოქტომბერი 2024, 22:09
სამართალი
რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად
ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.