imedi /  20 სექტემბერი 2024, 18:34 / სანდო წყარო

პირველად საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვა იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და ასისტენტ-პროფესორი გვანცა გუგეშაშვილი.

„ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), საქპატენტისა და KIU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა იქნება, რომელიც მიზნად ისახავს სამაგისტრო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი განათლების მაღალ საფეხურზე მხარდაჭერასა და რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამა განსაზღვრულია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.

პროგრამის დანერგვის შესახებ მოლაპარაკებები საქპატენტის ინიციატივით მიმდინარეობს, სადაც პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ, WIPO-ს აკადემიის და KIU-ს თანამონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით მზადდება პროგრამის განხორციელების იურიდიული საფუძველი – სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ხელმოწერა იგეგმება პროგრამის კურიკულუმის დასრულებისა და აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე მსურველთა მიღების გამოცხადებამდე.

საგანმანათლებლო პოლიტიკა საქპატენტისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სწრაფი განვითარებისა და დარგში პროფესიონალების რიცხვის ზრდის გარანტია. ამ მიზნის მისაღწევად საქპატენტის სასწავლო ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის განსაზღვრულ კურსებს, ტრენინგებსა თუ სემინარებს და ზრუნავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საქპატენტისა და მისი სასწავლო ცენტრის ხედვა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, რაც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული და ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამის დანერგვის ინიციატივაში გამოიხატა. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიღებული აკადემიური ცოდნა და ამ მიმართულების მუდმივი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

საქპატენტის მისია თანხვედრაშია WIPO-ს აკადემიისა და KIU-ს მიზნებთან მოახდინოს სამაგისტრო საფეხურის სწავლების პროგრამის ქუთაისის უნივერსიტეტთან აფილირება, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სფეროში კადრების გადამზადებას, დარგის განვითარებასა და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს საუკეთესო რეპუტაციის მქონე 18 უნივერსიტეტთან მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქვეყანაში (არგენტინა, ბულგარეთი, კამერუნი, ჩინეთი, იტალია, ინდოეთი, ყაზახეთი, მაროკო, ომანი, ფილიპინები, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სინგაპური, ესპანეთი, თურქეთი და ზიმბაბვე).

პროგრამის ფარგლებში, WIPO-ს აკადემიის მხარდაჭერა გამოიხატება კურიკულუმების შემუშავებითა და, ასევე, სწავლების პროცესის უზრუნველყოფით ინტელექტუალური საკუთრების სახელმძღვანელო და საცნობარო მასალებით. გარდა ამისა, სწავლებაში ჩაერთვებიან WIPO-ს აკადემიის ორგანიზებით მოწვეული ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ აკადემიის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება 5 სხვადასხვა ენაზე (არაბული, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური), რომლის შერჩევა უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მოხდება. საქართველოში განსახორციელებელი სასწავლო გეგმები ერთობლივად შემუშავდება WIPO-ს აკადემიისა და უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის – KIU-ს მიერ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა WIPO-ს აკადემიის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებიც სპეციალიზებულია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა სფეროზე, საგნის წმინდა იურიდიული ასპექტებიდან ისეთ სამეწარმეო უნარებამდე, როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების მართვა, კომერციული საწარმოს მართვა და გამოყენებითი კვლევები ინტელექტუალური საკუთრების თემატიკის მიხედვით. აღნიშნული მიმართულებები ხორციელდება ბიზნესის, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების მხარდასაჭერად.

პროგრამის დაწყების საორიენტაციო პერიოდია 2025 წელი.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:40

არჩევნები 2024

თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:35

კულტურა

თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური

ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“

ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

ავთანდილ არაბული

14 ოქტომბერი 2024, 00:50

კულტურა

ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.

კონსტანტინე გამსახურდია

14 ოქტომბერი 2024, 00:23

კულტურა

კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

14 ოქტომბერი 2024, 00:13

საზოგადოება

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

ზაზა აბაშიძე

13 ოქტომბერი 2024, 23:45

კულტურა

ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე

ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.

გიორგი აბაშიშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მაია დათუნაშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

არჩევნები 2024

მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში

დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.

13 ოქტომბერი 2024, 22:36

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.

გურამ მაკალათია

13 ოქტომბერი 2024, 22:35

არჩევნები 2024

გურამ მაკალათია: არჩევნები უკვე ახლოვდება და გვინდა, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვუწოდოთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ჩვენს ევროპულ მომავალს

მუსიკოსები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას. დღეს გამართული კონცერტის მონაწილე, „გუფი ლენდის“ სოლისტმა გურამ მაკალათია ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

13 ოქტომბერი 2024, 22:32

არჩევნები 2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, დეკანაშვილების თემის მოსახლეობას შეხვდა.

დავით კაჭარავა

13 ოქტომბერი 2024, 22:29

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.

თემურ ხონელია

13 ოქტომბერი 2024, 22:27

რეგიონი

თემურ ხონელია: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით

კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.

13 ოქტომბერი 2024, 22:26

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ დაგვასა და ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

13 ოქტომბერი 2024, 22:21

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ადიგენის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის სოფლების: არალისა და უდეს მოსახლეობას შეხვდა.

13 ოქტომბერი 2024, 22:17

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: შალაურისა და წინანდლის მოსახლეობას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

13 ოქტომბერი 2024, 22:13

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი აბაშიშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:10

პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწორ, მდგრად და მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს - სრულიად არარეალისტურია ამ შემთხვევაში საუბრები 4 წელიწადში რაღაცის გაორმაგებაზე

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნოდ გაკეთებულ დაპირებას, რომ უახლოეს 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააორმაგონ, „იმედის კვირასთან“ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.

რატი ბრეგაძე

13 ოქტომბერი 2024, 22:09

სამართალი

რატი ბრეგაძე: ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად

ჩვენ ვნახეთ მრავალი ადამიანის ძალიან ბედნიერი სახე და მოხარულები ვართ იმ გარემოებით, რომ ეს ემოცია ამ ადამიანებს მიენიჭათ ამნისტიის კანონის შედეგად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.