დავით ფაცაცია: ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები
ფოტო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალი „ხიდი“ გაიმართა. ხუთდღიანი პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა 15-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
დასკვნით ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ისე როგორც არასოდეს, დღეს აფხაზეთიდან მოდის განწყობა, რომელიც გვაძლიერებს და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ ერთმანეთის გული კიდევ უნდა გავათბოთ. მიხარია, რომ ქართველებისა და აფხაზების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროცესი დაიწყო და სწორედ კულტურა არის ამის პირველი მაგალითი.
ჩვენი გოლგოთის გზა უნდა დასრულდეს და ალბათ საჭირო იყო მისი გავლაც, რომ გვეგრძნო და მივმხვდარიყავით თუ რა ბედნიერები ვიყავით აფხაზეთში. იგივე განწყობაა აფხაზეთშიც - ენგურს იქით მხარესაც კარგად მიხვდნენ, რამხელა ტრაგედია და უბედურება დაგვატყდა თავს. არც ქართველებს და არც აფხაზებს არაფერი მოუგია, მოიგო მხოლოდ მან, ვინც დღეს ცდილობს ომი გააჩაღოს საქართველოში.
ჩვენ არ უნდა დაუშვათ მეორეჯერ ომი და თუ ერთად ვიქნებით, ერთმანეთს გავაერთიანებთ, ერთ მუშტად ვიდგებით ვერავინ მოგვერევა, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვიცოდეთ და პირველ რიგში ქრისტიანები უნდა ვიყოთ. ღმერთი უნდა ვიპოვოთ ჩვენს გულებში და განვამტკიცოთ - ეკლესიის სიმაგრე, სამშობლოს სიყვარული და სამება - მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად უნდა შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი გმირები - ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი და მათი თანამებრძოლები.
განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს სამშობლოსადმი მათი დამოკიდებულებისა და სიყვარულისთვის. დარწმუნებული ვარ სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2024, 09:52
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში
„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.
03 ნოემბერი 2024, 09:25
პოლიტიკა
„DIE WELTWOCHE“: საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი - მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს
ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.
03 ნოემბერი 2024, 09:21
პოლიტიკა
„DIE WELTWOCHE“: საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, მისი პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები
შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე მოუთხრობს. ამასთან დღეს საქართველოში არსებულ თავისუფლების დონეს უსვამს ხაზს. „მათ არაფრის ეშინიათ. შიში ეკუთვნის წარსულს“, წერს ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე და ჰყვება, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის„ სიის პირველი ნომერი ქალბატონი დღესაც თბილისის მერიაში მუშაობს და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ის სამსახურიდან განსხვავებული შეხედულებების გამო არავის გაუთავისუფლებია.
03 ნოემბერი 2024, 09:14
პოლიტიკა
შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE“: მაქვს განცდა, რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ
„საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE” აქვეყნებს. სტატიის ავტორი, რომელიც ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება.
03 ნოემბერი 2024, 08:59
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 60 მოქალაქეს უფლება მისცა, შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს
პლატოშმა აღნიშნა, რომ ამჟამად პეტრ პაველმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით დაამტკიცა ჩეხეთის 60 მოქალაქის განაცხადი, რომლებიც ითხოვდნენ „უკრაინის დაცვის უფლებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში“. მისი თქმით, სულ 181 ასეთი მოთხოვნაა შესული.
03 ნოემბერი 2024, 08:02
სპორტი
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ოქტომბრის შედეგებით ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, პირველ ტაიმში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მან რამდენჯერმე მოახერხა თამაშის გამწვავება.
02 ნოემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება
თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 21:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.
02 ნოემბერი 2024, 21:32
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება
„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება“.
02 ნოემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.
02 ნოემბერი 2024, 21:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 20:53
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა
დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა
„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 20:26
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც
ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.
02 ნოემბერი 2024, 20:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება
„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 19:00
პოლიტიკა
მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება
ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობას გავზრდით, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 18:51
ეკონომიკა
მაია ომიაძე: გასტრონომიული კამპანიის ფარგლებში გამოვყოფდი ჯეიმი ოლივერის საქართველოში ვიზიტს. ცნობილი შეფ-მზარეულის მიმდინარე კამპანია მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე 300 მილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის ტელევიზიას
წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
02 ნოემბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებებზე: ეს იყო არადიპლომატიური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა - საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:20
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში - ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.