11 ოქტომბერი 2024, 08:18 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დიდია წვიმის ალბათობა. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს დღის განმავლობაში. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღის განმავლობაში იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დიდია წვიმის ალბათობა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დიდია წვიმის ალბათობა. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18გრადუსი იქნება.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

04 ნოემბერი 2024, 15:18

არჩევნები 2024

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის ქმედებებზე: როცა გინდათ თქვენი ოპერატორები, სატესტო მარკირების წერტილს ხედავენ შორი დისტანციიდან და როცა არ გაწყობთ, ორიგინალი ფოტოს ტონებს არ იმჩნევთ

ოპოზიცია დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ამხილა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. საუბარი შეეხება შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის გადაფარვას ისეთი სენსიტიური თემით, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებით სპეკულირებს და სხვა არგუმენტი გარდა დეზინფორმაციისა, რითაც შეძლებდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის თემის გადაფარვას, მას არ ჰქონდა.

04 ნოემბერი 2024, 15:12

ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი 5 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებს. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა და თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა.

04 ნოემბერი 2024, 15:11

კულტურა

ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს.-ის ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში - იმდროინდელი საქართველოს მკვიდრთა - ბატონიშვილების, თავად-აზნაურთა, სამხედრო პირთა, მოხელეთა და მოქალაქეთა პორტრეტული გალერეა: თეკლა ბატონიშვილის პორტრეტი; ახალგაზრდა გურიელის პორტრეტი; ივანე პეტრეს ძე ივანიძისა და მისი მეუღლის - მაგდალინას პორტრეტი და სხვ. ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული სამყაროები, რაც განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და პატარა ქვეყნების ბუნებრივი ხვედრით. XVIII ს.-ის II ნახევარსა და XIX ს.-ის I ნახევარში აღმოსავლურ-ისლამურ და ევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოვლინდა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც. მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც, ამიტომაც XIX ს.-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება. ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი - შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია; უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც. ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა XVIII ს.-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტმაც. საქართველოში შემორჩენილია ტფილისური პორტრეტული სკოლის 200-ამდე ნიმუში, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა ტიპურობა, ზოგადი და საყოველთაო ხასიათი. გამოფენა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

კახა კალაძე

04 ნოემბერი 2024, 15:09

არჩევნები 2024

კახა კალაძე გახარიას ბრალდებებზე: კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?

„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ.

პაატა იმნაძე

04 ნოემბერი 2024, 14:46

ჯანდაცვა

პაატა იმნაძე: გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს

პაატა იმნაძე: გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. „სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა. დაწესებულებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

რობერტა მეცოლა

04 ნოემბერი 2024, 14:40

პოლიტიკა

რობერტა მეცოლამ ევროკავშირის უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა გააჟღერა

„იანვარში აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია ეყოლება. ასევე იქნება ახალი სენატი და ახალი კონგრესი, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე. იმედი მაქს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა მეცოლამ.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:38

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე

გახარიები არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინტერვიუს - „ასე მოიპარა ოცნებამ ადამიანის არჩევანი“.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე: ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე

ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

04 ნოემბერი 2024, 14:28

არჩევნები 2024

საქართველოს რუკა მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციისთვის. ოპოზიცია ხალხის მოტყუებას ცდილობს

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე გავრცელდა დეზინფორმაცია. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველმა გუნდმა რუკიდან გააქრო.

04 ნოემბერი 2024, 14:26

ტექნოლოგიები

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:26

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის

ეს არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკური აგონია, ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

04 ნოემბერი 2024, 14:22

არჩევნები 2024

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: სიგიჟეებს ამბობენ, მოიგონეს ფარულობა არ იყო დაცულიო, რომ შეცდომაში შეიყვანონ თავისი ამომრჩეველი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე საუბრობს. მისი თქმით, რადიკალები იტყუებიან თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების დღეს დაცული არ იყო, რაც აბსურდია. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს.

რატი იონათამიშვილი

04 ნოემბერი 2024, 14:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას

სინამდვილეში ერთი არგუმენტიც არ დაუდია ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათი მთელი ეს პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და თავის მართლება როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

04 ნოემბერი 2024, 14:05

პოლიტიკა

პაპუაშვილი რუკასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: თუ დავუჯერებთ ფსევდორელიგიური ფანატიკოსების აღქმებს და ტელევიზორებს, სლაიდზე, სადაც ჩანს რომ ოპოზიციას არცერთ ოლქში დელეგატი არ დაუსახელებია, საქართველო სრულად აღმიგვია პირისაგან მიწისა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმიანება.

04 ნოემბერი 2024, 14:01

სპორტი

პერუში მატჩზე მეხის დაცემას ფეხბურთელი ემსხვერპლა

The Mirror-ის ინფორმაციით, 39 წლის ჰუგო დე ლა კრუზ მეცა მოედანზე მას შემდეგ დაეცა, რაც თამაში მოახლოებული ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, თუმცა სპორტსმენებმა მინდვრის დატოვება ვერ მოასწრეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

04 ნოემბერი 2024, 14:00

პოლიტიკა

გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაზე: რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში. „რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში", - წერს გია აბაშიძე. მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

04 ნოემბერი 2024, 13:53

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის მასშტაბით 58-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მოსახლეობა შესაძლო წყალდიდობებსა და ცივი ლავის ნაკადების შესაძლებლობების შესახებ გააფრთხილა.

მამუკა მდინარაძე

04 ნოემბერი 2024, 13:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „გახარიას“ პარტიას: ემსახურებით „ნაცებს“, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს, რუკაზე „ფეიკსაც“ თქვენ და „ნაცები“ კოორდინირებულად ავრცელებთ

არ ვწერ-ხოლმე კომენტარებს, მაგრამ იყოს ეს ერთი, საგამონაკლისოდ - ეს ფეიკი გახარიაც რა უშუალო ყოფილა. ახლა სერიოზულად: კი, არავითარი ანუ, თქვენ, მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გახარიას“ პარტიის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს: „მე ვარ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებელი და შენ ხარ ჩვენი ტერიტორიების დამცველი?! ამის თქმა გინდა ანუ?!“

ქუინსი ჯონსი

04 ნოემბერი 2024, 13:25

კულტურა

კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი გარდაიცვალა

ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი - Off the Wall, Thriller და Bad.

თამარ ჩიბურდანიძე

04 ნოემბერი 2024, 13:24

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!

„მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ის, რაც ნოდარ მელაძემ მაყურებელს საარჩევნო დარღვევად წარმოუჩინა, რეალურად ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს მსგავსი ტექნოლოგიით ატარებენ და ამ მეთოდს, მათ შორის, ქართული ოპოზიციაც იყენებდა.